Xolatim - ქსოლატიმი თვალის წვეთები 20+5მგ/მლ 5მლ
ჩვენება:მომატებული თვალშიდა წნევის დასაწევად გლაუკომის მკურნალობის დროს.
ქსოლატიმი 20 მგ/5მგ/მლ ოფთალმოლოგიური ხსნარი
ჩაიწვეთეთ თვალში.
მოქმედი ნივთიერება: ერთი მლ შეიცავს 22.26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 20 მგ დორზოლამიდს, და 6.83 მგ თიმოლოლის მალეატს, რაც შეესაბამება 5 მგ თიმოლოლს, მოქმედი ნივთიერების სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული შეფუთვის ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
· დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.
· მოცემული პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
· ზუსტად დაიცავით ამ ჩანართის მითითებები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. რას წარმოადგენს ქსოლატიმი და რისთვის გამოიყენება
2. ქსოლატიმის გამოყენებამდე
3. როგორ უნდა გამოიყენოთ ქსოლატიმი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. ქსოლატიმის შენახვის პირობები
1. რას წარმოადგენს ქსოლატიმი და რისთვის გამოიყენება
ქსოლატიმი შეიცავს დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს და თიმოლოლის მალეატს მოქმედი ნივთიერებების სახით.
· დორზოლამიდი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ~კარბონის ანჰიდრაზას ინჰიბიტორები~.
· თიმოლოლი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ~ბეტა-ბლოკერები~.
ქსოლატიმი ინიშნება მომატებული თვალშიდა წნევის დასაწევად გლაუკომის მკურნალობის დროს, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკერის თვალის წვეთის გამოყენება არ არის საკმარისი.
ქსოლატიმი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი. ის გამოდის 5 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (დსპე) ფლაკონებში საწვეთურით.
2. ქსოლატიმის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ქსოლატიმი:
· თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
· თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვების მძიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან/და ხანგრძლივი ხველა).
· თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რიტმის დარღვევები (არარეგულარული გულისცემა).
· თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება ან პრობლემები, ან გაქვთ თირკმელებში კენჭების ანამნეზი.
· თუ გაქვთ სისხლის ჭარბი მჟავიანობა, გამოწვეული სისხლში ქლორიდების დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ქსოლატიმთან დაკავშირებით
აცნობეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი ქვემოთ მითითებული სამედიცინო პრობლემის შესახებ, რომელიც გაქვთ ან წარსულში გქონდათ, განსაკუთრებით:
· სუნთქვის პრობლემები, ასთმა ან ფილტვების ნებისმიერი მსგავსი დაავადება
· გულის კორონარული დაავადება (სიმპტომები შეილება ითვალისწინებდეს ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას გულ-მკერდის არეში, ქოშინს ან დახრჩობის შეგრძნებას),
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი)
· სისხლის დაბალი წნევა
· დიაბეტი, სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია)
· ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
· ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქცია, ჭინჭრის ციების, სახის, ტუჩების, ენის ან/და ყელის შეშუპების ჩათვლით, რაც შეიძლება იწვევდეს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას.
· თუ გაქვთ კუნთების სისუსტე ან დაგიდგინდათ მყასტჰენია გრავის-ის დიაგნოზი.
· თუ განვითარდა თვალის გაღიზიანება ან ნებისმიერი ახალი პრობლემა, როგორიცა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება.
· ალერგიული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობა (მაგალითად, კანზე გამონაყარი, თვალების სიწითლე და ქავილი),
· თუ განვითარდა თვალის ინფექცია, მიიღეთ თვალის დაზიანება, გიტარდებათ ოპერაცია თვალზე, ან განვითარდა რეაქცია ახალი სიმპტომებით ან სიმპტომების დამძიმებით.
აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ აღნიშნული სიფრთხილის ზომები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ქსოლატიმის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატის გამოყენების მეთოდის (თვალში) გამო, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ არსებობს.
ორსულობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ქსოლატიმი ორსულობის პერიოდში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება ქსოლატიმით მკურნალობის პერიოდში. აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ არის ჩატარებული. ქსოლატიმთან დაკავშირებით არსებობს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიცაა არამკვეთრი მხედველობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან/და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ან მხედველობის აღდგენამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქსოლატიმის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბენზალკონიუმის ქლორიდს: შეუძლია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. თავი აარიდეთ რბილ ლინზებთან კონტაქტს. თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის ჩაწვეთებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და ჩაისვით ის თვალში სულ მცირე 15 წუთის შემდეგ. ცნობილია, რომ ის იწვევს ლინზების ფერის შეცვლას.
სხვა პრეპარატების მიღება/გამოყენება
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:
· იღებთ სისხლის წნევის დამაქვეითებელ ან გულის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს (როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი).
· იღებთ გულისცემის დარღვევის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა კალციუმის არხების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები ან დიგოქსინი.
· იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, რომლებიც შეიცავს ბეტა-ბლოკერს.
· იღებთ კარბონის ანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორს, როგორიცაა აცეტაზოლამიდი.
· იღებთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბიტორებს), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
· იღებთ პარასიმპათომიმეტურ პრეპარატებს, რომლებიც შეიძლება დაგენიშნოთ შარდვის გასაადვილებლად. პარასიმპათომიმეტური პრეპარატები ასევე წარმოადგენს სპეციალური ტიპის პრეპარატებს, რომლებიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
· იღებთ სანარკოზე საშუალებებს, როგორიცაა მორფინი, რომელიც გამოიყენება საშუალო და მძიმე ტკივილის სამკურნალოდ.
· იღებთ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს.
· იღებთ ანტიდეპრესანტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი.
· იღებთ ასპირინის მაღალ დოზებს ან სულფონამიდებს.
· იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის მდგომარეობების და გარკვეული ტიპის მალარიის სამკურნალოდ).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
3. როგორ უნდა გამოიყენოთ ქსოლატიმი
ყოველთვის გამოიყენეთ ქსოლატიმი თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევს. თქვენი ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზასთან/გამოყენების სიხშირესთან დაკავშირებით
რეკომენდებული დოზა შეადგენს თითო წვეთს დაზიანებულ თვალ(ებ)ში დილით და საღამოს.
თუ იყენებთ ქსოლატიმს თვალის სხვა წვეთებთან ერთად, წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ სულ მცირე 10 წუთით ადრე.
არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ შეეხოთ თვალს ან გარშემო არსებულ უბნებს კონტეინერის თავით. ის შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიით, რომელიც იწვევს თვალის ინფექციას და სერიოზულად აზიანებს თვალს, მხედველობის შესაძლო დაკარგვით. კონტეინერის შესაძლო დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები და დაიცავით კონტეინერის თავი ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტისგან. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი შეიძლება დაინფიცირდეს, ან შენიშნავთ თვალის ინფექციის განვითარებას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს კონკრეტული ფლაკონის გამოყენების გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით.
გამოყენების წესი და მეთოდი:
თვალის წვეთები გამოიყენეთ შემდეგი წესით:
· მოხსენით თავსახური ფლაკონს.
· მოხსნეთ თავსახურის ქვეშ არსებული რგოლი (იხ. ნახატი 3 და 4).
· დაახურეთ თავსახური რგოლის გარეშე. პლასტმასის წკირი თავსახურის შიგნით ხვრეტს ფლაკონს (იხ. ნახატი 5).
· დაიჭირეთ ფლაკონი, თავით ქვემოთ, ცერა და დანარჩენ თითებს შორის.
· გადაწიეთ თავი უკან. დაიჭირეთ თვალის ქვედა ქუთუთო სუფთა თითით, ისე რომ თვალის ქუთუთოსა და დაინფიცირებულ თვალს შორის იყოს სივრცე. წვეთი უნდა მოხვდეს ამ სივრცეში.
· მიიტანეთ ფლაკონის წვერი თვალთან ახლოს. თუ დაგეხმარებათ, განახორციელეთ ეს მოქმედება სარკის წინ.
· არ შეეხოთ თვალს, თვალის ქუთუთოს, გარშემო არსებულ უბნებს ან სხვა ზედაპირს საწვეთურით. აღნიშნულმა შეიძლება დააინფიციროს წვეთები.
· ფრთხილად დააჭირეთ ფლაკონის ძირს ერთი წვეთის გამოსაყოფად.
· გამოყენების შემდეგ, გაუშვით ხელი თვალის ქუთუთოს, დახუჭეთ თვალი და დააჭირეთ საჩვენებელი თითი თვალის კუთხეში ცხვირის მიმართულებით. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ქსოლატიმის მოხვედრა თვალის სადინრიდან ორგანიზმის სხვა ორგანოებში.
· თუ წვეთებს ორივე თვალში იყენებთ, გაიმეორეთ იგივე ეტაპები მეორე თვალში ჩაწვეთებისას.
· გამოყენებისთანავე მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
საწვეთურის საშუალებით შეიძლება მხოლოდ ერთი წვეთის ჩაწვეთება. არ შეეცადოთ საწვეთურის გაფართოება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებსა და ჩვილებში ქსოლატიმის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში ქსოლატიმის ეფექტი ერთნაირია.
გამოყენების სპეციალური პირობები:
გამოყენების სპეციალური პირობები არ არსებობს.
ღვიძლის/თირკმელების უკმარისობა:
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა.
თუ ფიქრობთ, რომ ქსოლატიმის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ქსოლატიმის საჭიროზე მეტი დოზა:
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოიყენეთ ქსოლატიმის საჭიროზე მეტი დოზა.
თუ ჩაიწვეთეთ ძალიან ბევრი წვეთი ან გადაყლაპეთ კონტეინერის შემადგენლობის ნებისმიერი რაოდენობა, სხვა ეფექტებთან ერთად, შეიძლება აღინიშნოს გულის წასვლის წინა მდგომარეობა, სუნთქვის გაძნელება ან იგრძნოთ გულისცემის შენელება.
თუ დაგავიწყდათ ქსოლატიმის გამოყენება:
მნიშვნელოვანია ქსოლატიმის გამოყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, გამოიყენეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მოახლოვდა შემდეგი დოზის დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ ჩაწვეთება დანიშნული სქემით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ ქსოლატიმის გამოყენება:
მოცემული პრეპარატის გამოყენების შეწყვეტამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება:
როგორც ყველა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, გვერდითი მოქმედება შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ქსოლატიმის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
შეწყვიტეთ ქსოლატიმის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობა:
შეწყვიტეთ ქსოლატიმის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო რჩევისთვის გენერალიზებული ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის შეშუპება კანქვეშ სახის ან კიდურების არეში, რომელმაც შეიძლება დააზიანოს სასუნთქი გზები და გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი ქავილით, ადგილობრივი და გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი ან მოულოდნელად განვითარებული სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ალერგიული რეაქცია.
შესაძლო გვერდითი მოქმედება ჩამოთვლილია ქვემოთ მითითებული სიშირის კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირად (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
ხშირად (აღენიშნება 100-დან 1-10 პაციენტს)
არახშირად (აღენიშნება 1,000-დან 1-10 პაციენტს)
იშვიათად (აღენიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტს)
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია)
შემდეგი გვერდითი რეაქცია აღინიშნა დორზოლამიდის/თიმოლოლის თვალის წვეთების ან ერთ-ერთი კომპონენტის კლინიკური კვლევების ან პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს:
ძალიან ხშირად:
· თვალების წვა და ჩხვლეტა
· უჩვეულო გემო
ხშირად
· სიწითლე თვალში და თვალ(ებ)ის გარშემი
· ცრემლდენა ან თვალ(ებ)ის ქავილი
· შეშუპება ან/და გაღიზიანება თვალში და მის გარშემო
· თვალში უცხო სხეულის შეგრძნება (რქოვანას ეროზია)
· რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება (ვერ გრძნობთ თვალში უცხო სხეულის მოხვედრას და ტკივილს)
· თვალის ტკივილი
· თვალის სიმშრალე
· არამკვეთრი მხედველობა
· თავის ტკივილი
· სინუსიტი (ცხვირში დაჭიმულობის ან გაჭედვის შეგრძნება)
· სისუსტე/დაღლილობა
· დაღლილობა
არახშირად
· თავბრუსხვევა
· დეპრესია
· თვალის ფერადი გარსის (თვალის ფერადი ნაწილის) ანთება
· რეფრაქციული ცვლილებები (რაც ზოგჯერ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას თვალის ქუთუთოების სპაზმის გამო)
· ნელი პულსი
· გულის წასვლა
· დისპეფსია
· კენჭები თირკმელებში (ხშირად აღინიშნება ძლიერი, სპაზმური ტკივილის მოულოდნელი შეტევით ზურგის ქვედა ან/და გვერდის, საზარდულის ან მუცლის არეში).
იშვიათად
· სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება)
· ხელის მტევნებსა და ფეხებში ჩხვლეტა და დაბუჟება
· მოუსვენარი ძილი, კოშმარული სიზმრები, მეხსიერების დაკარგვა
· მყასტჰენია გრავის-ის ნიშნებისა და სიმპტომების გაზრდა (დარღვევები კუნთების მხრივ)
· დაქვეითებული ლიბიდოს
· ინსულტი
· დროებითი ახლომხედველობა, რომელიც გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
· ფილტრაციული ოპერაციის შემდეგ სისხლძარღვების შემცველი ბადურის ქვედა ნაწილის აშრევება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა
· თვალის ქუთუთოების დაწევა (თვალი ნახევრად დახუჭულია)
· გაორებული მხედველობა
· ქუთუთოების კიდეების ანთება
· რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომებით)
· დაბალი თვალშიდა წნევა
· ზარების რეკვის ხმა ყურებში
· დაბალი არტერიული წნევა
· გულისცემის რიტმის ან სიჩქარის შეცვლა
· გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება ქოშინით და ტერფებისა და ფეხების შეშუპებით სითხის დაგროვების გამო)
· შეშუპება (სითხის დაგროვება)
· ცერებრული იშემია (თავის ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევა)
· ტკივილი გულ-მკერდის არეში
· გულისცემა (გახშირებული ან/და არარეგულარული გულისცემა)
· გულის შეტევა
· რეინოს ფენომენი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა)
· ხელის მტევნებისა და ფეხების შეშუპება ან გაცივება და ხელებსა და ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა
· ფეხების სპაზმი ან/და ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა)
· ქოშინი
· დახრჩობის შეგრძნება
· სურდო ან ცხვირის გაჭედვა, სისხლდენა ცხვირიდან
· სასუნთქი გზების შევიწროვება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას
· ხველა, ყელის გაღიზიანება, პირის ღრუს სიმშრალე
· დიარეა
· კონტაქტური დერმატიტი
· თმის ცვენა
· კანზე გამონაყარი თეთრი-მოვერცხლისფრო ლაქების სახით (ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი)
· პეირონის დაავადება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ასოს გამრუდება)
· ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, იშვიათად შესალებელია ტუჩების, თვალების და პირის შეშუპება, ხიხინი, ან კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სნდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი).
როგორც თვალში ჩასაწვეთებელი სხვა სამკურნალო საშუალებები, თიმოლოლის მალეატი გამოიყოფა სისხლში. აღნიშნულმა შეიძლება გამოივიოს პერორალური ბეტა-ბლოკერების მსგავსი გვერდითი მოქმედება. თვალში ადგილობრივი ჩაწვეთების შემდეგ გვერდითი მოქმედების შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, პრეპარატის პერორალურად ან ინექციის გზით მიღებისას. ჩამოთვლილი დამატებითი გვერდითი მოქმედება ითვალისწინებს რეაქციებს, რომლებიც აღინიშნა თვალის დაავადებების სამკურნალო ბეტა-ბლოკერების კლასის პრეპარატებთან დაკავშირებით:
უცნობია
სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევის ტიპი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ვარჯიშით, სექსუალური დისფუნქცია.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული ამ ჩანართში.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული მოცემულ პაციენტის საინფორმაციო ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
5. ქსოლატიმის შენახვის წესი:
შეინახეთ ქსოლატიმი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ 25ºჩ-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, მოცემული პროდუქტი უნდა გამოიყენოთ 4 კვირის (28 დღე) განმავლობაში, 25ºჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენებთ ვარგისობის ვადის პერიოდში:
არ გამოიყენოთ ქსოლატიმი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account