Iridium - ირიდიუმი A თვალის წვეთები უკონსერვანტო 10მლ
ჩვენება:უზრუნველყოფს თვალის ქსოვილების იმუნურ დაცვას და ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს.
IRIDIUM A free
ირიდიუმი A free
სტერილური თვალის წვეთები 10 მლ
კონსერვანტების გარეშე (OSD)
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 0.150 გრ
ეხინაცეა მეწამულის მშრალი ექსტრაქტი 0.200 გრ
N (ჰიდროქსიმეთილ) გლიცინატი 0.002 გრ
ნატრიუმის ედეტატი 0.100 გრ
L-პროლინი
L-გლიცინი
L-ლიზინი
L-ლეიცინი
იზოტონური ბუფერული ხსნარი 100 მლl pH=7,2
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომლის შემადგენლობაში შედის ექინაცეა მეწამულის მშრალი ექსტრაქტი, ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ედეტატი და ამინომჟავები (L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი)
ირიდიუმი A free წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს ადგილობრივი გამოყენებისათვის,
უზრუნველყოფს რქოვანისა და საცრემლე აპკის პროტექციას.
ექინაცეა მეწამულის მშრალი ექსტრაქტი უზრუნველყოფს თვალის ქსოვილების იმუნურ დაცვას და ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს.
ექინაცეა მეწამულს გააჩნია მაინჰიბირებელი მოქმედება ჰიალურონიდაზაზე, რომელიც
იწვევს ჰიალურონის მჟავის გახლეჩას და ინფექციის გავრცელებას პირველადი კერიდან.
მაინჰიბერებელი აქტივობა ჰიალურონიდაზას მიმართ ამაღლებს ქსოვილების წინააღმდეგობის გაწევის უნარს ინფექციური აგენტის მიმართ.
ანტიბაქტერიული მოქმედება განპირობებულია მარკოფაგების აქტივაციით,ნეიტროფილების ეოზინოფილების,მონოციტების, B-ლიმფოციტების ფაგოციტური აქტივობისა და რაოდენობის გაზრდით.
ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას და ლოპოოქსიგენაზას ბლოკირება ამცირებს ლეიკოციტარულ ინფილტრაციას დაზიანებულ ქსოვილებში და უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
ჰიალურონის მჟავა ქმნის ხელსაყრელ მიკროგარემოს ,რქოვანის და კონიუნქტივის რეგენერაციისთვის.
N(ჰიდროქსიმეთილ)გლიცინატი არღვევს ბაქტერიის უჯრედულ მემბრანას,ჩაანაცვლებს ბაქტერიის ენდოგენურ გლიცინს და შესაბამისად არღვევს ცილის სინთეზს.
ნატრიუმის ედეტატი ,ხელატი ,აძლიერებს N(ჰიდროქსიმეთილ)გლიცინატის მოქმედებას.
ამინომჟავის შემადგენლობა ხელს უწყობს ზედაპირის შეზეთვას და ეპითელიუმის დაცვის გაუმჯობესებას, რაც დასტურდება სხვადასხვა სახის სტრესით.
ჩვენებები:
გამოიყენება ადგილობრივი იმუნიტეტის გაზრდის მიზნით:
მორეციდივე კონიუნქტივიტების
ბაქტერიული ინფექციის
ვირუსული ინფექციის
სოკოვანი ინფექციის
ბლეფარიტის დროს
რქოვანის დამწვრობა(თერმული, ქიმიური)
საცრემლე აპკის დაზიანება
გამოყენების წესი და დოზები:
შესაძლებელია გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან.
მოზრდილები: 1-2 წვ. 2-3 ჯერ დღეში.
ბავშვები: 1წვ. 2-3 ჯერ დღეში.
გამოყენება ბავშვებში: კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დანიშვნის შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა არ გააჩნია.
უსაფრთხოების ზომები:
არ გამოიყენოთ ფლაკონის დაზიანების შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეეხოთ ფლაკონის წვერით თვალის ზედაპირს.
გამოყენებისას სხვა თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე სასურველია გავიდეს 10-15 წუთი.
გახსნისთანავე პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.
შენახვის წესი: პრეპარატი უნდა შეინახოს 25 -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 10 მლ ფლაკონი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account