Oculocin Propo - ოკულოცინ პროპო თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:თვალის სიმშრალე, გაღიზიანება, დაღლა და დაძაბვა,გარე ფაქტორების მიმართ საპასუხო დატენიანება.
ოკულოცინ პროპო
თვალის წვეთები, 10 მლ
გაღიზიანებული თვალის დამშვიდება, გაპოხვა-დატენიანება და აღდგენა.
დანიშნულება: თვალის სიმშრალე, გაღიზიანება, დაღლა და დაძაბვა. გარე ფაქტორების მიმართ საპასუხო დატენიანება.
შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, ალოე ვერას ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, პროპოლისის ექსტრაქტი, ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ორფუძიანი ნატრიუმის ედტა.
რეკომენდაციები: პირველად გამოყენების წინ მოხსენით დამცავი რგოლი თავსახურიდან, თავსახურის მოხსნის შემდეგ დაიჭირეთ ბოთლი საწვეთურით დაბლა და მოუჭირეთ ხელი წვეთის გადმოსვლამდე. ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში, უსაფრთხოა მისი გამოყენება დღეში რამოდენიმეჯერ, საჭიროებისამებრ.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
გამოიყენება ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზაზე. საკეთესო ეფექტისთვის კონტაქტური ლინზა ჩაისვით წვეთის ჩაწვეთებიდან 2 წუთში. გამოიყენება გახსნიდან 90 დღე.
სიფრთხილის ზომები: არ შეახოთ საწვეთური თვალს ან რაიმე ზედაპირს, მოხმარებისთანავე ბოთლს დაახურეთ თავსახური, რათა თავიდან აიცილოთ წვეთის დაბინძურება.
არ გადაყლაპოთ და შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ, თუ შემადგენელ კომპონენტზე აღგენიშნებათ ალერგიული რეაქცია
არ შეინახოთ 300C - ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
არ გამოიყენოთ თუ სითხეში შეიმჩნევა ხილული ნაწილაკები.
არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება გაუხსნელ ბოთლზე მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
გამოიყენეთ გახსნიდან 90 დღე.
თვალის გაღიზიანების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოიყენეთ ინსტრუქციის და ექიმის დანიშნულების მიხედვით.
მწარმოებელი: ORIGMED, Laisvės al. 101A, LT-44291 Kaunas, Lithuania
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account