კეტოტიფენი - Ketotifen თვალის წვეთები 0.25მგ/მლ 5მლ

9,20 GEL
მარაგშია
SKU
95921_3154
ჩვენება: კეტოტიფენი გამოიყენება თივის ცხელების თვალის სიმპტომების სამკურნალოდ.

კეტოტიფენი

0.25 მგ/მლ თვალის წვეთები

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ფურცელი, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის   გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·        შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა. 

·       თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

·         ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი. 

·        თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4. 

რას მოიცავს ეს ფურცელი-ჩანართი:

1. რა არის კეტოტიფენი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ კეტოტიფენის გამოყენებამდე 

3. როგორ გამოვიყენოთ კეტოტიფენი 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ კეტოტიფენი 

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს კეტოტიფენის თვალის წვეთები და რისთვის გამოიყენება:

კეტოტიფენი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კეტოტიფენს, რომელიც წარმოადგენს ანტიალერგიულ ნივთიერებას. კეტოტიფენი გამოიყენება თივის ცხელების თვალის სიმპტომების სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ კეტოტიფენის გამოყენებამდე 

არ გამოიყენოთ კეტოტიფენი 

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კეტოტიფენის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კეტოტიფენის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

სხვა მედიკამენტები და კეტოტიფენი 

თუ კეტოტიფენთან ერთად საჭიროა თვალისთვის რაიმე სხვა სამკურნალო პროდუქტის გამოყენება, თითოეული პროდუქტის გამოყენების შორის ინტერვალი შეადგენს  მინიმუმ 5 წუთი.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტებისთვის, რომლებიც გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

- დეპრესია, შფოთვა და ძილის დარღვევა

- ალერგია (მაგ.: ანტიჰისტამინები)

კეტოტიფენი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

კეტოტიფენმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის მოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

კეტოტიფენის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და დანადგარების გამოყენება

კეტოტიფენმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან ძილიანობა. თუ ეს დაგემართათ, დაელოდეთ სანამ ის არ გაქრება, ავტომობილის სამართავად ან დანადგარებთან სამუშაოდ.

კეტოტიფენი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ბენზალკონიუმის ქლორიდი შესაძლებელია შეიწოვოს რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. თქვენ უნდა მოიხსნათ კონტაქტური ლინზები ამ პრეპარატის გამოყენებამდე და კვლავ გაიკეთოთ რამდენიმე წუთის შემდეგ.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაქვთ თვალების სიმშრალე ან რქოვანას დარღვევები (თვალის წინა ფენა). თუ ამ წამლის გამოყენების შემდეგ გრძნობთ თვალის არანორმალურ შეგრძნებას, ჩხვლეტას ან ტკივილს თვალში, მიმართეთ ექიმს.

3. როგორ გამოვიყენოთ კეტოტიფენი 

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ბავშვებისთვის (3 წელზე უფროსი ასაკის) არის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ორჯერ (დილით და საღამოს).

გამოყენების ინსტრუქცია

1. დაიბანეთ ხელები.

2. გახსენით ფლაკონი. არ შეეხოთ წვერს ფლაკონის გახსნის შემდეგ.

4. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო თითით და დაიჭირეთ ფლაკონი მეორე ხელში. გაწურეთ ფლაკონი ისე, რომ ერთი წვეთი თვალში ჩავარდეს.

5. დახუჭეთ თვალები და ერთი თითი დააჭირეთ თვალის კუთხეს დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის ცრემლსადენი სადინრის გავლით წვეთის მოხვედრას ყელში და წვეთების უმეტესი ნაწილი დარჩება თვალში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ 3-დან 5-მდე საფეხურები თქვენი მეორე თვალისთვის.

6. გამოყენების შემდეგ დახურეთ ფლაკონი.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

თუ იყენებთ იმაზე მეტ კეტოტიფენს, ვიდრე საჭიროა

არ არსებობს საშიშროება, თუ შემთხვევით მიიღეთ კეტოტიფენი პერორალურად ან თუ გამოიყენეთ ერთზე მეტი წვეთი თვალში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ეჭვი, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. 

თუ დაგავიწყდათ კეტოტიფენის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ კეტოტიფენის გამოყენება, მაშინვე დაიმუშავეთ თვალები როგორც კი გაგახსენდებათ.

შემდეგ გააგრძელეთ თქვენი ჩვეულებრივი რუტინა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 

დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.

ხშირი (გავლენას ახდენს ყოველ 10 პაციენტში 1-ზე ნაკლებზე)

- თვალის გაღიზიანება ან ტკივილი

- ანთება თვალში

არახშირი (გავლენას ახდენს ყოველ 100 პაციენტში 1-ზე ნაკლებზე)

- მხედველობის დაბინდვა თვალის წვეთების ჩაწვეთებისას

- მშრალი თვალი

- ქუთუთოების დაზიანება

- კონიუნქტივიტი

- თვალის მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ 

- ხილული სისხლდენა თვალის სითეთრეში

- თავის ტკივილი

- ძილიანობა

- გამონაყარი (შესაძლებელია  ქავილი)

- ეგზემა (ქავილიანი, წითელი, გამონაყარი წვის შეგრძნებით) 

- პირის სიმშრალე

- ალერგიული რეაქცია (სახის და ქუთუთოების შეშუპების ჩათვლით) და არსებული ალერგიული რეაქციის სიმძიმის მატება, როგორიცაა ასთმა და ეგზემა 

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. 

5. როგორ შევინახოთ კეტოტიფენი 

შეინახეთ მშრალ ადგილას 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისაგან.

შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში და ინახება  300C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ფლაკონის შიგთავსი სტერილურია ბოთლის გახსნამდე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის (EXP-ის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე. 

ვარგისობის ვადა ეხება მითითებულ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ წამალი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კეტოტიფენი

აქტიური ნივთიერებაა კეტოტიფენის ფუმარატი. 

ყოველი მლ შეიცავს 0.25 მგ კეტოტიფენს (კეტოტიფენი ფუმარატის სახით). 

სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება კეტოტიფენი და შეფუთვის შიგთავსი

კეტოტიფენი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი. 

თეთრი ფერის 8 მლ LDPE კონტეინერი საწვეთურით და თავსახურით ინტეგრირებული უსაფრთხოების რგოლით.

შენახვის ვადა:

გაუხსნელი ფლაკონი: 2 წელი

გახსნის შემდეგ: 28 დღე.

შეფუთვა:

კეტოტიფენი 25 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი 5 მლ, ერთი ფლაკონი თითო ინსტრუქციით თითოეულ მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

ასევე, იხილეთ: MENI-Drops - მენი-დროპსი თვალის წვეთები 5მლ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy