კანარდი - Canardi თვალის წვეთები 5მლ

განსაკუთრებული ფასი 15,42 GEL რეგულარული ფასი 19,27 GEL
მარაგშია
SKU
94319_1044

ჩვენება: თვალში მომატებული წნევის შესამცირებლად გლაუკომის მკურნალობის დროს, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკატორის თვალის წვეთები არ არის საკმარისი. 

კანარდი 20 მგ/5 მგ/მლ ოფთალმოლოგიური ხსნარი   

გამოიყენება თვალში.

აქტიური ნივთიერება: ყოველი მლ შეიცავს 22,26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს 20 მგ დორზოლამიდის ექვივალენტურს და 6,83 მგ თიმოლოლის მალეატს 5 მგ თიმოლოლის ექვივალენტურს აქტიური ნივთიერების სახით.

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს შეფუთვის ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

• თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• ეს პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

• ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში  ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

• ზუსტად დაიცავით ამ ფურცელში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ ამ მედიკამენტის თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზა. 
 ამ ფურცელში

1. რა არის კანარდი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ კანარდის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება კანარდი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება კანარდი

1. რა არის კანარდი და რისთვის გამოიყენება

კანარდი შეიცავს დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს და თიმოლოლის მალეატს, როგორც აქტიურ ნივთიერებებს.

·       დორზოლამიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები".

·       თიმოლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "ბეტა ბლოკატორები".

კანარდი ინიშნება თვალში მომატებული წნევის შესამცირებლად გლაუკომის მკურნალობის დროს, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკატორის თვალის წვეთები არ არის საკმარისი. 

ქსოლატიმი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი. თვალის წვეთების 5 მლ წარმოდგენილია გაუმჭვირვალე, თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში საწვეთურით და ყვითელი ფერის ხრახნიანი თავსახურით.

ასევე, იხილეთ: გლავოპტი ფორტე თვ.წვ.5მლ

2. რა უნდა იცოდეთ კანარდის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კანარდი,

·       თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან პროდუქტში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.

·       თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ რესპირატორული პრობლემები, როგორიცაა ასთმა ან მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მძიმე დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხიხინი, სუნთქვის გაძნელება და/ან ხანგრძლივი ხველა).

·       თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა გულის რითმის დარღვევა ან გულის მძიმე უკმარისობა, რომელიც იწვევს გულისცემის შენელებას,

·       თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება ან პრობლემები, ან ანამნეზში კენჭები თირკმელებში. 

·       თუ გაქვთ სისხლის ჭარბი მჟავიანობა, რომელიც გამოწვეულია სისხლში ქლორიდის დაგროვებით (ჰიპერქლორემიული აციდოზი).

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ კანარდის გამმოყენებისას შემდეგ შემთხვევებში

• მიმდინარე ან წარსული სამედიცინო პრობლემები, განსაკუთრებით ასთმა და ფილტვების სხვა პრობლემები, კორონარული არტერიის დაავადება (გულ-მკერდის ტკივილი, გულ-მკერდის შებოჭილობა, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება), სისხლის მიმოქცევის პრობლემები (როგორიცაა რეინოს დაავადება ან რეინოს სინდრომი), დაბალი არტერიული წნევა, დიაბეტი, სისხლში დაბალი შაქარი (ჰიპოგლიკემია), ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და ნებისმიერი ალერგია ან ალერგიული რეაქცია (ჭინჭრის ციება, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება)

• კუნთების სისუსტე ან მიასთენია გრავისის დიაგნოზი (კუნთების დაავადების ტიპი)

• თვალის გაღიზიანება ან თვალის რაიმე ახალი პრობლემა, როგორიცაა თვალის სიწითლე ან ქუთუთოების შეშუპება.

• ალერგიული რეაქცია ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, კანზე გამონაყარი, ან თვალის სიწითლე და ქავილი)

• თუ განვითარდა თვალის ინფექცია, ჩაგიტარდათ თვალზე ოპერაცია ან გაქვთ თვალის ტრავმა, ან გაქვთ რაიმე რეაქცია, მათ შორის ახალი ან გაუარესებული სიმპტომები, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

კანარდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატის შეყვანის გზის გამო (ოკულარული), არ აღინიშნება ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ კანარდი ორსულობის დროს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.

მკურნალობის დროს, თუ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გჭირდებათ კანარდით მკურნალობა, ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ. არსებობს გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია კანარდთან, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და/ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, ვიდრე თავს კარგად იგრძნობთ ან მხედველობა არ გახდება სუფთა. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანარდის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ბენზალკონიუმის ქლორიდი: შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ შეხებას რბილ ლინზებთან. თუ ატარებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ისინი უნდა მოიხსნათ პრეპარატის გამოყენებამდე და დაიცადოთ მინიმუმ 15 წუთი ხელახლა ჩასმამდე. ცნობილია, რომ ლინზები იწვევენ რბილი კონტაქტური ლინზების ფერის ცვლილებას.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის შესამცირებლად ან გულის დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი)

• მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დარღვეული ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (როგორიცაა კალციუმის არხის ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი)

• სხვა თვალის წვეთი, რომელიც შეიცავს ბეტა-ბლოკატორს

• კარბოანჰიდრაზას სხვა ინჰიბიტორი, როგორიცაა აცეტაზოლამიდი

• მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)

• პარასიმპატომიმეტური მედიკამენტები, რომლებიც შესაძლოა დაგენიშნათ შარდის გამოყოფაში დასახმარებლად. პარასიმპატომიმეტიკები ასევე არის მედიკამენტების განსაკუთრებული ტიპი, რომლებიც ზოგჯერ გამოიყენება ნაწლავის ნორმალური მოძრაობის აღსადგენად.

• ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა მორფინი, გამოიყენება ზომიერი და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ

• დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები

• დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი

•  ასპირინის ან სულფა ჯგუფის მედიკამენტები მაღალი დოზებით

• ქინიდინი (გამოიყენება გულის დაავადებებისა და მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ).

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

3. როგორ გამოიყენება კანარდი

ყოველთვის გამოიყენეთ კანარდი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაბამის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს თქვენი ექიმი.

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/შეყვანის სიხშირის შესახებ

რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(-ებ)ში დილით და საღამოს.

თუ იყენებთ კანარდს სხვა თვალის წვეთთან ერთად, წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ მინიმუმ 10 წუთის ინტერვალით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ დაუშვათ კონტეინერის წვერის თვალთან ან თვალის ირგვლივ მდებარე უბნებთან შეხება. ის შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები და შედეგად თვალის სერიოზული დაზიანება, მხედველობის დაკარგვაც კი. ბოთლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ წვერის კონტაქტს ნებისმიერ ზედაპირთან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პრეპარატი შეიძლება დაბინძურებულია, ან თუ განვითარდება თვალის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ამ ბოთლის გამოყენების გაგრძელების შესახებ.

მიღების მეთოდი და გზა

ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები შემდეგნაირად:

• გახსენით ბოთლის თავსახური (იხ. სურათი 2).

• მოხსენით თავსახურის ქვეშ არსებული რგოლი (იხ. სურათი 3 და სურათი 4).

• თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვევით დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.

• საწვეთურის წვერი თვალთან ახლოს მიიტანეთ, მაგრამ არ შეეხოთ მას.

• ნაზად მოუჭირეთ საწვეთურს და ჩააწვეთეთ მხოლოდ ერთი წვეთი თვალში. შემდეგ ხელი აუშვით ქვედა ქუთუთოს.

• თითით დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დახუჭული თვალებით. ეს ხელს შეუშლის კანარდის ცრემლსადენი სადინრიდან გადინებას.

• თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გამოიყენოთ მედიკამენტი ორივე თვალში, გაიმეორეთ იგივე პროცედურები მეორე თვალში.

• დაახურეთ ბოთლს თავსახური.

საწვეთური შექმნილია ისე, რომ ერთდროულად მოხდეს ერთი წვეთის გამოშვება.  ნუ ეცდებით საწვეთურის გაფართოებას.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში და ჩვილებში დორზოლამიდის/თიმოლოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გამოყენება ხანდაზმულებში

დორზოლამიდის/თიმოლოლის კვლევებში დორზოლამიდის/თიმოლოლის ეფექტები მსგავსი იყო ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებში.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები

გამოყენების განსაკუთრებული პირობა არ არსებობს.

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა

თუ გაქვთ ან გქონდათ ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა, აცნობეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კანარდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტ კანარდი, ვიდრე საჭიროა

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი კანარდი, ვიდრე საჭიროა.

თვალში ძალიან ბევრი წვეთის ჩაწვეთების ან პრეპარატის გადაყლაპვის შემთხვევაში, სხვა ეფექტებთან ერთად, შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება, ან სხვა ეფექტებთან ერთად შეიძლება შენიშნოთ გულისცემის შენელება.  

თუ დაგავიწყდათ კანარდის გამოყენება

მნიშვნელოვანია, რომ კანარდი გამოიყენოთ თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თუ გამოტოვებთ დოზას, გამოიყენეთ ის, რაც შეიძლება მალე. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, აღარ გამოიყენოთ გამოტოვებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ დოზირების რეჟიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. 

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კანარდით მკურნალობის შეწყვეტისას

თუ გსურთ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება, პირველ რიგში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები კანარდის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი მოვლენა, შეწყვიტეთ კანარდის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

ზოგადი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის ქვეშ შეშუპება, შეიძლება განვითარდეს სახეზე და მკლავებზე/ფეხებზე, და სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება; ან მძიმე, დაუყოვნებელი სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ადგილობრივი ან ზოგადი სიწითლე, ქავილი.

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში. 

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა დორზოლამიდი+ტიმოლოლის კომბინაციის ან მისი ერთ-ერთი კომპონენტის კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს:

ძალიან ხშირი: თვალების წვა და ჩხვლეტა, უჩვეულო გემო

ხშირი: სიწითლე თვალ(ებ)ში და მის ირგვლივ, წყლიანი თვალ(ებ)ი ან თვალ(ებ)ის ქავილი, თვალ(ებ)ის და ირგვლივ მიდამოს შეშუპება და/ან ანთება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება (რქოვანას ეროზია), რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება (როდესაც ადამიანი ვერ ხვდება თვალში უცხო სხეულის მოხვედრას და არ გრძნობს ტკივილს), თვალის ტკივილი, თვალების სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი, სინუსიტი (ცხვირში დაჭიმულობის ან სისავსის შეგრძნება), გულისრევა, დაღლილობა.

არახშირი: თავბრუსხვევა, დეპრესია, ირისის (თვალის ფერადი ნაწილი) ანთება, რეფრაქციული ცვლილებები (ზოგჯერ იწვევს მკურნალობის შეწყვეტას ქუთუთოს კრუნჩხვის გამო), ნელი გულისცემა, სისუსტე, საჭმლის მონელების დარღვევა, კენჭები თირკმელებში (ხშირად აღინიშნება უეცარი, მტკივნეული, კრუნჩხვის მსგავსი ტკივილი მუცლის, ზურგის არეში ან ზურგის გვერდებზე).

იშვიათი: სისტემური წითელი მგლურა (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების ანთება), ხელების ან ფეხების ჩხვლეტა ან დაბუჟება, უძილობა, კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, მიასთენია გრავის სიმპტომების (კუნთების დარღვევა) მომატება, ლიბიდოს დაქვეითება, ინსულტი, დროებითი ახლომხედველობა (რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტისას), ფილტრაციის ოპერაციის შემდეგ ბადურას ქვემოთ ფენის (რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს) აშრევება, ჩამოშვებული ქუთუთოები (თვალის ნახევრად დახუჭვა), მხედველობის გაორება, ქუთუთოებზე ქერქის წარმოქმნა, რქოვანას შეშუპება (მხედველობის დარღვევის სიმპტომებით), დაბალი წნევა თვალში, ხმაური ყურებში, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის რიტმის ან სიჩქარის ცვლილება, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გულის დაავადება ქოშინით და ტერფების და ფეხების შეშუპება სითხის დაგროვების გამო), შეშუპება (სითხის დაგროვება), ცერებრალური იშემია (ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება), გულმკერდის ტკივილი, პალპიტაცია (უფრო სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა), გულის შეტევა, რეინოს ფენომენი (სისხლის მიმოქცევის დარღვევა), ხელების და ფეხების შეშუპება ან სიცივე და სისხლის მიმოქცევის დაქვეითება მკლავებში და ფეხებში, ფეხის კრუნჩხვები და/ან ფეხის ტკივილი სიარულის დროს (კოჭლობა), ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის შეგუბება, ცხვირიდან სისხლდენა, ფილტვებში სასუნთქი გზების შეკუმშვა, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველას, ყელის გაღიზიანებას, პირის სიმშრალეს, დიარეას, კონტაქტურ დერმატიტს (კანის ანთება), თმის ცვენას, კანზე გამონაყარს მოთეთრო ვერცხლისფერი შეფერილობით (ფსორიაზის მსგავსი გამონაყარი), პეირონის დაავადება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის სასქესო ორგანოს გამრუდება), ალერგიული რეაქციები გამონაყარით, ჭინჭრის ციება, ქავილი, ენის, ტუჩების, თვალებისა და პირის შეშუპება, ხიხინი, კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - სისხლის ბუშტუკები კანზე და თვალების ირგვლივ, ანთება შეშუპებით და სიწითლით, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი - კანის სერიოზული მდგომარეობა).

თვალში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, თიმოლოლის მალეატი შეიწოვება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც პერორალური ბეტა-ბლოკატორების შემთხვევაში. გვერდითი ეფექტების სიხშირე ადგილობრივად თვალში მიღების შემდეგ უფრო დაბალია, ვიდრე მედიკამენტების პერორალურად ან ინექციით მიღებისას. დამატებითი არასასურველი ეფექტები და რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია თვალის დაავადებების დროს გამოყენებულ ბეტა-ბლოკატორებთან, მოცემულია ქვემოთ.

უცნობი: სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუნთების ტკივილი, რომელიც არ არის გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით, სექსუალური დისფუნქცია.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება კანარდი

შეინახეთ კანარდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. 

კანარდი გამოყენებული უნდა იყოს გახსნიდან 28 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ის ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კანარდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy