ლევოფტა - Levofta თვალის წვეთები 5მგ/მლ 5მლ

განსაკუთრებული ფასი 24,13 GEL რეგულარული ფასი 25,40 GEL
მარაგშია
SKU
94590_2597

ჩვენება: ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, ტარსადენიტი, კერატიტი, კერატოჰელკოზი, პოსტოპერაციული ინფექციები და ტრაქომა.

ლევოფტა თვალის წვეთები      

(ლევოფლოქსაცინი HCL)                               

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა

ყოველი მლ შეიცავს

აქტიური:

ლევოფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი -------------------- 5 მგ

არააქტიური: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

გარეგნობა

გამჭვირვალე, სუსტად მოყვითალო ან ზომიერი ყვითელი ფერის ოფთალმოლოგიური ხსნარი პლასტმასის ბოთლში.

ასევე, იხილეთ: Levorich - ლევორიჩი თვალის წვეთები 5მლ

ჩვენებები და გამოყენება

ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები ნაჩვენებია ბაქტერიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია შემდეგი ორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით: Staphylococcus, Streptococcus, Pneumococcus, Micrococcus, Bacillus, Corynebacterium_ის სახეობები, Pseudomonas, Stenotrophomonas (Santomonas) lmaltophilis, Pseudomonas aeruginosa, Haemophilus (Haemophilus influenzae, Haemophilus aegypticus (Koch-Weeks), Moraxella, Serratia, Klebsiella, Proteus, Morganella morganii, Acinetobacter, Enterobacter და Acnes.

ჩვენებები:

ბლეფარიტი, ჰორდეოლუმი, დაკრიოცისტიტი, კონიუქტივიტი, ტარსადენიტი, კერატიტი, კერატოჰელკოზი, პოსტოპერაციული ინფექციები და ტრაქომა

დოზირება და მიღება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები განკუთვნილია თვალზე გამოყენებისთვის და უნდა წაისვათ თვალის გარე ზედაპირზე.

1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზა: 

დღე 1-2

·                 გამოიყენეთ ერთი-ორი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში ყოველ ორ საათში.

·                 გამოიყენეთ მაქსიმუმ 8-ჯერ დღეში.

დღე 3-5

·                 გამოიყენეთ ერთი-ორი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში ყოველ ორ საათში.

·                 გამოიყენეთ მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში არ არის საჭირო ჩვეულებრივი დოზის კორექცია.

ჩვეულებრივ საერთო მკურნალობის კურსი ხუთი დღეა. თქვენი ექიმი გირჩევთ, რამდენ ხანს გამოიყენოთ წვეთები. თუ რაიმე სხვა პრეპარატს იყენებთ თვალში,  სხვადასხვა სახის წვეთების გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

დოზის შეცვლა არ არის საჭირო 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

წვეთების გამოყენებამდე: 

თუ შესაძლებელია, სთხოვეთ სხვას, რომ ჩაგაწვეთოთ წვეთები. სთხოვეთ მათ წაიკითხონ ეს ინსტრუქციები თქვენთან ერთად წვეთების გამოყენებამდე.

არ უნდა მოხდეს ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების ინექცირება თვალის კაკლის შიდა ნაწილში. 

თუ იყენებთ უფრო მეტ ლევოფლოქსაცინს თვალის წვეთებს, ვიდრე საჭიროა

თუ იყენებთ ლევოფლოქსაცინის საჭიროზე მეტ თვალის წვეთებს, ჩამოიბანეთ თვალ(ებ)ი წყლით და აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენება, ჩაიწვეთეთ შემდეგი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის. 

თუ თქვენ შემთხვევით გადაყლაპავთ ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთებს

მოწოდებულ ბოთლში ლევოფლოქსაცინის რაოდენობა ძალიან მცირეა გვერდითი ეფექტების გამოწვევისთვის. თუმცა, თუ რაიმე გაწუხებთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციას ნებისმიერი საჭირო ზომების შესახებ.

თუ თქვენ შეწყვეტთ ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთებს მითითებულზე ადრე, ამან შეიძლება შეაფერხოს შეხორცების პროცესი.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ან გსურთ შეწყვიტოთ მკურნალობა, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

- თუ გაწუხებთ ალერგია ლევოფლოქსაცინის, ან სხვა ქინოლონების, ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6)

- თუ არ ხართ დარწმუნებული, პირველ რიგში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

- თუ ალერგიული რეაქცია განვითარდა, თუნდაც ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.

- თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ თვალის სიმპტომების გაუარესება, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.

- თუ ექიმთან შეთანხმებული მკურნალობის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეამჩნევთ გამოჯანმრთელების ნიშანს, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

- ზოგადად, თვალის დაინფიცირებისას კონტაქტური ლინზების ტარება არ შეიძლება.

- ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება.

მყესების შეშუპება და რღვევა აღინიშნებოდა ადამიანებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს პერორალურად ან ინტრავენურად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და იმ პირებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. შეწყვიტეთ ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების განვითარება, თუ განვითარდა მყესების ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).

ბავშვები და მოზარდები

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ამ მედიკამენტის გამოყენებისას იგივეა მოზრდილებში, მოზარდებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები - თუნდაც ურეცეპტოდ გაცემული. კერძოდ, ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ სხვა სახის თვალის წვეთს ან თვალის მალამოს.

თუ იღებთ სხვა თვალის წვეთებს, ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთებსა და სხვა სახის თვალის წვეთების გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე. 

ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს პოტენციურ რისკს ბავშვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ლევოფლოქსაცინის ძალიან მცირე რაოდენობა აღწევს სისხლსა და დედის რძეში, თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვალის წვეთებმა ზიანი მიაყენოს ბავშვს. თქვენი ექიმი ინფორმირებულია პოტენციური რისკის შესახებ და გირჩევთ მიიღოთ თუ არა ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები ამ შემთხვევაში.

ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენებისას თქვენი ნაყოფიერება (ორსულობის ან მამაკაცის მიერ შვილოსნობის უნარი) არ ირღვევა.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ თვალის წვეთები იწვევენ მხედველობის დაბინდვას გამოყენებისას, ავტომობილის ან მექანიზმები უნდა მართოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს  მოვლენა გაივლის. 

შესაძლო გვერდითი ეფექტები

საკვლევ პოპულაციაში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო მხედველობის გარდამავალი დაქვეითება, ცხელება, უცხო სხეულის შეგრძნება, თავის ტკივილი, თვალის გარდამავალი წვა, თვალის ტკივილი ან დისკომფორტი, ფარინგიტი და ფოტოფობია. ეს მოვლენები დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1-3%-ში. სხვა რეაქციები, რომლებიც პაციენტების 1%-ზე ნაკლებში განვითარდა, მოიცავდა ალერგიულ რეაქციებს, ქუთუთოების შეშუპებას, თვალის სიმშრალეს და თვალის ქავილს.  

შენახვა

შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C) და სინათლისგან დაცულ ადგილას. 

შეფუთვა

5 მლ / ბოთლი / ყუთი

წელი თვე დღე

P32-00

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy