ვიზუიქსელი - VisuXL თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 44,00 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
მარაგშია
SKU
96212_3726

გამოიყენება მშრალი თვალის სიმპტომების მოსახსნელად.

ვიზუიქსელი - VisuXL თვალის წვეთები 10მლ

სრულყოფილი დაცვა და აღდგენა მშრალი თვალის დროს კონსერვანტების გარეშე

გამოყენების წესი:

როდის უნდა გამოვიყენოთ ვიზუიქსელი?

ვიზუიქსელი არის საპოხი, დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე, უკონსერვანტო ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც შედგება კოენზიმ Q10, ვიტამინი E TPGS-ისა და ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონის მჟავის მარილისაგან.

ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონი ჰიალურონის მჟავის უფრო სტაბილური და ეფექტური ფორმაა, რაც ვიზუიქსელს ანიჭებს საუკეთესო ვისკოელასტიურ, მუკომიმეტურ, დამატენიანებელ თვისებებს და მეტ ეფექტურობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონის მჟავის და ანტიოქსიდანტური ნივთიერებების კომბინაცია უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მკურნალობას შემდეგ შემთხვევებში:

·       მშრალი თვალი

·       რეფრაქციული და/ან სხვა სახის ქირურგიით, ტრავმითა და უცხო სხეულით გამოწვეული რქოვანასა და კონიუნქტივას მთლიანობის დარღვევა

·       მეტაბოლური დარღვევებით (დიაბეტი) გამოწვეული თვალის ზედაპირის დაზიანება

·       გარემო სტრეს-ფაქტორები ზემოქმედება (ქლორირებული წყალი, სიგარეტის კვამლი, კონდიცირებული ჰაერი, შეცვლილი მიკრო-კლიმატი)

·       ულტრაიისფერი და მაიონიზებელი გამოსხივების ინტენსიური და ხანგრძლივი ზემოქმედება;

·       ტელევიზორების ეკრანებთან, კომპიუტერებისა და სხვა სახის მონიტორებთან ხანგრძლივი ყოფნა

გამოყენების წესი:

ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ვიზუიქსელი თითოეული თვალის კონიუნქტივალურ პარკში დღეში 2-ჯერ ან თქვენი ოფთალმოლოგის რეკომენდაციის მიხედვით.

სხვა რა ჩვენებები უნდა იყოს გათვალისწინებული პროდუქტის გამოყენებისას?

რამდენიმე პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, ორი პრეპარატის ჩაწვეთებებს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი

გაფრთხილებები:

·       არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ;

·       თუ რაიმე გვერდითი რეაქცია გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ოფთალმოლოგს;

·       პროდუქტის ჩაწვეთება შესაძლებელია კონტაქტური ლინზის თვალში არსებობის დროსაც. ვიზუიქსელი არ ცვლის ლინზის მახასიათებლებს და შეუძლია რბილი კონტაქტური ლინზების დატენიანებაც კი;

·       ჩაიწვეთეთ პროდუქტი სხვა პრეპარატის გამოყენებიდან მინიმუმ 5 წუთის შემდეგ.

·       პროდუქტი სტერილური რჩება ბოთლის პირველი გახსნიდან 180 დღის განმავლობაში;

·       ვარგისიანობის ვადა ვრცელდება პროდუქტზე, რომელიც სათანადოდ შენახულია დაუზიანებელ შეფუთვაში;

·       არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე;

·       პროდუქტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები;

·       მოერიდეთ ბოთლის წვერის თვალებთან შეხებას;

·       არ გამოიყენოთ, თუ ბოთლი დაზიანებულია;

·       შეინახეთ პროდუქტი სინათლისგან, სითბოსგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

·       შეინახეთ პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე (15-25 ºC).

·       მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, არ გადაყლაპოთ.

შემადგენლობა

100 მლ ვიზუიქსელი შეიცავს:

·       კოენზიმი Q10 100 მგ;

·       ვიტამინი E TPGS (D--ტოკოფეროლი-პოლიეთილენ გლიკოლი 1000 სუქცინატი) 500 მგ;

·       ჯვარედინი ბმების მქონე ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 100 მგ;

ბუფერული იზოტონური ხსნარი 100 მლ-მდე.

შეფუთვა: 5 მლ ბოთლი (3K სისტემა) კონსერვანტების გარეშე 

10 მლ ბოთლი (3K სისტემა) კონსერვანტების გარეშე  თვალის წვეთები

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy