ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები 5მლ

განსაკუთრებული ფასი 13,00 GEL რეგულარული ფასი 20,40 GEL
მარაგშია
SKU
58448_2080

ჩვენება:თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები

ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები 5მლ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსამეტაზონი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B სულფატი

Dexamethasone, Neomycin, Polymyxin B

წამლის ფორმა

თვალის/ყურის წვეთები.

აღწერილობა: უსუნო, თეთრი მიკროდისპერსიული სუსპენზია.
შემადგენლობა

თვალის/ყურის წვეთები.

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე

დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოიდული საშუალება. არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.

ნეომიცინი - ფართო   სპექტრის   ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მიკრობის უჯრედში ცილების სინთეზის დარღვევის გზით ახდენს ბაქტერიოციდულ   მოქმედებას.   აქტიურია   გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Staphylococcus aureus, Streptococcus pneuoniae, Escherichia coli, Proteus spp., Shigella spp.-ს ჩათვლით.

ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aereginosa და სტრეპტოკოკების მიმართ.  არ არის აქტიური პათოგენური სოკოების, ვირუსების, ანაერობული ფლორის მიმართ. მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნეომიცინის მიმართ, ვითარდება ნელა და ნაკლები ხარისხით.

პოლიმიქსინ B – პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის მემბრანაში არსებული ფოსფოლიპიდების დესტრუქციით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Escherichia   coli, Shigella spp., Enterobacter   spp., Klebsiella   spp.,   Haemophilus   influenzae, Salmonella spp., Bordetella   pertussis-ის ჩათვლით.  მაღალაქტიურია Pseudomonas   aeruginosa-ს მიმართ. არააქტიურია Proteus   spp.,   Neisseria   spp.,   ობლიგატური ანაერობების და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. პოლიმიქსინ B-ს მიმართ მგრძნობიარეა Vibrio   cholerae (eltor-ის გარდა), აგრეთვე Coccidioides immitis, თუმცა სოკოები ძირითადად რეზისტენტულები არიან მოცემული ანტიბიოტიკების მიმართ.

ჩვენება

თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები:

-  ბლეფარიტი;

-  კონიუნქტივიტი;

-  კერატიტი;

-  ირიდოციკლიტი;

თვალის    წინა   სეგმენტის    პოსტოპერაციული    ანთებითი    პროცესების პროფილაქტიკა.

მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები;

სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

უკუჩვენება

პრეპარატი ვიზორელი უკუნაჩვენებია:

- კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი);

- რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა);

- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;

- თვალის სოკოვანი დაავადებები;

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

პრეპარატი არ ინიშნება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

ვიზორელის თვალის/ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, აგრეთვე მათი თანხვედრით. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).

დოზირება და მიღების წესი

თვალის/ყურის წვეთებს მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.

გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში;

შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
დოზის გადაჭარბება:

პრეპარატ ვიზორელის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

პრეპარატ ვიზორელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.
მიღების თავისებურებანი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია;

მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.

პაციენტი   უნდა   მოერიდოს   საწვეთურის   თავის   მოხვედრას   რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.

პრეპარატ ვიზორელის თვალის/ყურის წვეთების შემცველი ფლაკონიგამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი   სამკურნალო  ეფექტი   აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.
გამოშვების ფორმა

ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტიკურ საწვეთურიან ფლაკონში HDPE-LDPE თავსახურით.

1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში.

პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy