არნიდროპსი - Arnidrops თვალის წვეთები 8მლ
ჩვენება: დამატენიანებელი და დამცავი თვისებები ამცირებს თვალის გაღიზიანებას, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას და სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეულ სიმშრალეს.
არნიდროპსი
თვალის წვეთები, 8მლ
ოფთალმოლოგიური ხსნარი 0.2% ჰიალურონის მჟავისა და 0,1% არნიკას ექსტრაქტის შემცველობით.
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი, კლასი II
სტერილური, უკონსერვანტო მრავალდოზიანი ოფთალმოლოგიური ხსნარი : 0.2% ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატიდან და 0.1% არნიკა მონტანას ექსტრაქტი.
ასევე, იხილეთ : Eyestil Plus - აისტილი პლიუსი თვალის წვეთები 10მლ
მოქმედი ნივთიერებები:
ჰიალურონის მჟავას გააჩნია ვისკოელასტიური, მუკომიმეტური და მუკოადჰეზიური თვისებები, რითაც აუმჯობესებს ცრემლის აპკის სტაბილურობას, უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის დაპოხვას, დატენიანებას და დაცვას.
არნიკა მონტანა ხალხურ მედიცინაში ცნობილი სამკურნალო მცენარეა და ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი მცენარეული პროდუქტია ანთების მართვისათვის.
არნიკა მონტანა შესწავლილია სხვადასხვა ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ როგორც პოსტტრავმულად ასევე პოსტოპერაციულად.
შემადგენლობა:
გაწმენდილი წყალი; ბორის მჟავა; 0.2% ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატისგან; ნატრიუმის ტეტრაბორატი; ნატრიუმის ქლორიდი; 0.1% არნიკას გლიცერინის ექსტრაქტი.
გამოყენება:
ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი თვალში, 2-3 ჯერ დღეში ან საჭიროებისამებრ. ჩასაწვეთებლად ფრთხილად მოუჭირეთ საწვეთურს , როდესაც იყურებით მაღლა, რათა ერთი წვეთი ჩავარდეს თვალში .
დანიშნულება:
მისი შემადგენლობის წყალობით შეიძლება არნიდროპსის გამოყენება სიმპტომური მკურნალობისთვის. გარემო ფაქტორებით გამოწვეული თვალის გაღიზიანების და სიწითლის სამართავად. ჰიალურონის მჟავას დამატენიანებელი და დამცავი თვისებები ამცირებს თვალის გაღიზიანებას, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას და სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეულ სიმშრალეს, როგორიცაა ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტური ლინზების გამოყენება, კონიუნქტივიტი ან თვალზე ქირურგიული ჩარევა. არნიკა მონტანას ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თვალის სიწითლის შემცირებაში. ასევე შეიძლება მისი გამოიყენება ტრავმის არსებობისას.
გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა გახსნილია ან დაზიანებული.
არ გამოიყენოთ კონტაქტურ ლინზებზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მგრძნობელობის დროს.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის გამოყენებამდე , დაელოდეთ მინიმუმ 10-15 წუთი თუ მანამდე გმოყენებულია სხვა გარეგანი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატები.
მოერიდეთ გარემოში განთავისუფლებას. გამოყენების შემდეგ გადაყარეთ პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ. არ გადაყლაპოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
შეინახეთ მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე
(5-25°C), პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით.
შენახვა:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით კონტროლირებად ტემპერატურაზე (5°C – 25°C).
ვარგისიანობის ვადა ეხება პროდუქტს, რომელიც სათანადოდ ინახება და გაუხსნელი შეფუთვითაა.
გახსნის შემდეგ პერიოდი: 28 დღე. პირველი გახსნიდან 4 კვირის შემდეგ გადააგდეთ ნარჩენი პროდუქტი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account