ალბუციდი 20% 5მლ ფლ DENTAFILL

1,85 GEL
მარაგშია
SKU
59380_1874

ჩვენება:კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ.თვალების ინფექციური დაავადებები.

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება

ალბუციდი-DF®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სულფაცეტამიდი

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 20%, 10 მლ

შემადგენლობა:

20 % 1 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას-ნატრიუმის სულფაცეტამიდს –0,2 გ

დამხმარე ნივთიერებები:  ნატრიუმის თიოსულფატი-0,0015 გ, ქლორწყალბადის მჟავას ხსნარი 1 M PH 7.5-8.5-მდე, საინექციო წყალი 1.0-მდე

აღწერა

უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

თვალის დაავადების სამკურნალო პრეპარატები. ანტიმიკრობული პრეპარატები. სულფონამიდები. სულფაცეტამიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას სულფანილამიდების Cmax რქოვანაში (დაახლოებით 3 მგ/მლ), წინა საკნის სითხეში (დაახლოებით 0,5 მგ/მლ) და ირისში (დაახლოებით 0,1 მგ/მლ) მიიღწევა პირველი 30 წუთის განმავლობაში აპლიკაციის შემდეგ. გარკეული რაოდენობა (0,5 მგ/მლ-ზე ნაკლები) ინახება თვალის კაკლის ქსოვილებში 3-4 საათის განმავლობაში. რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებისას სულფანილამიდების პენეტრაცია ძლიერდება. 

ფარმაკოდინამიკა

ალბუციდი-DF®–ფართო სპექტრის მოქმედების სულფანილამიდური ანტიბაქტერიული პრეპარატია. გააჩნია ბაქტერიოსტატული ეფექტი, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების, Escherichia coli, Shigella spp, Vibrio cholera, Clostridium perfringens, Bacillus anthracis, Corynebaterium diphtheria, Yersinia pestis, Chlamidya spp, Actinomyces israelii, Toxoplasma gondii-s მიმართ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარაამინობენზოის მჟავას კონკურენტული ანტაგონიზმით (ПАБК) და დიჰიდროპტეროატსინთეტაზას კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს ტეტრაჰიდროფოლის მჟავას სინთეზის დარღვევას, რომელიც აუცილებელია პურინული და პირიმიდინული ფუძეების სინთეზისთვის. ამის შედეგად ირღვევა ბაქტერიული უჯრედების ნუკლეინური მჟავების (დნმ და რნმ) სინთეზი და ფერხდება მათი გამრავლება.  

გამოყენების ჩვენებები

- რქოვანას ჩირქოვანი წყლულები

- ინფექციური კონიუნქტივიტები

- ბლეფარიტები

- თვალის გონორეული დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა ახალშობილებსა და მოზრდილებში

- ბლენორეას პროფილაქტიკა ახალშობილებში

- ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა თვალებზე ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

გამოყენების წესი და დოზირება 

თვალების ინფექციური დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის:

 - მოზრდილებში თვალში იწვეთება ალბუციდი- DF® 20% ან 30% ხსნარი 1-2 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის გაქრობის შემდეგ იწვეთებენ 1-2 წვეთს 3-ჯერ დღეში.

- 1 წლიდან ასაკის ბავშვებში გამოიყენება ალბუციდი- DF® 20% ხსნარი  1-2 წვეთი 4-5 ჯერ დღეში, მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის გაქრობის შემდეგ იწვეთება 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი 5-7 დღე.

ბლენორეას პროფილაქტიკისათვის ახალშობილებში თითოეულ თვალში უშუალოდ დაბადების შემდეგ აწვეთებენ პრეპარატის 20% ხსნარის 2 წვეთს, შემდეგ 2 წვეთს 2 საათის შემდეგ. 

გვერდითი მოქმედება

- გაწითლება, მჭრელი ტკივილი, ცრემლდენა

- ქავილი, ქუთუთოების შეშუპება

- ხანმოკლე წვა

- ადგილობრივი ალერგიული რეაქციები

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ  გაქვთ რომელიმე  გვერდითი მოვლენა. ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

მედიკამენტური ურთიერთქმედებები

არ შეიძლება ალბუციდი-DF®-ის გამოყენება ნოვოკაინთან, დიკაინთან, ანესთეზინთან ერთად ბაქტერიოსტატული ეფექტის შემცირების გამო.

დიფენინი, პარაამინოსალიცილის მჟავა, სალიცილატები აძლიერებენ ალბუციდი-DF®-ის ტოქსიკურობას; არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულენტებთან გამოყენებისას იზრდება უკანსაკნელების სპეციფიური აქტივობა. ალბუციდი-DF®-ისF® ადგილობრივი გამოყენებისას შეუთავსებადია ვერცხლის მარილებთან.

განსაკუთრებული მითითებები

აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება, რომ ჩაწვეთებისას ფლაკონი-საწვეთურის წვეტი არ შეეხოს სხვა საგნებს ან ზედაპირებს. 

ჩაწვეთების შემდეგ ფლაკონი-საწვეთური მჭიდროდ დახუფეთ თავსახურით!

ქსოვილების გაღიზიანების განვითარებისას ინიშნება ხსნარები მცირე კონცენტრაციით.

პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების (ჰიდროქლორთიაზიდის), სულფონილშარდოვანას წარმოებულების (გლიბენკლამიდის), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების (დიაკარბის) მიმართ, შეიძლება გააჩნდეთ მომატებული მგრძნობელობა ალბუციდი- DF®-ის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი დედისთვის აჭარბებს რისკს ნაყოფისათვის და ჩვილისთვის. 

სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებანი სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას პრეპარატი მიიღება სიფრთხილით, გვერდითი მოქმედების გათვალისწინებით. 

ჭარბი დოზირება

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

20 % პრეპარატის 10 მლ პოლიეთილენის პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურებში, დახუფული პოლიპროპილენის პლასტმასის თავსახურით. თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენების ვადა – 10 დღე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy