Puralid Lipogel - პურალიდი ლიპოგელი თვალის გელი 15მლ

განსაკუთრებული ფასი 35,77 GEL რეგულარული ფასი 50,39 GEL
მარაგშია
SKU
72993_281

ჩვენება:ამშვიდებს და ასუფთავებს ქუთუთოებს და პერიოკულურ არეს.

ინსტრუქციები გამოყენების შესახებ

Puralid® Lipogel (პურალიდი ლიპოგელი)გამოიყენება ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს.

Puralid® Lipogel არის ოფთალმოლოგიური პროდუქტი, რომელიც ამშვიდებს და ასუფთავებს ქუთუთოებს და პერიოკულურ არეს. შეიცავს ლიპოზომებს, ჩაის ხის ზეთს, ვიტამინ A-ს, ქსანტანურ რეზინს, ფეროლის მჟავას, ვიტამინ E TPGS-ს და ალფა ბისაბოლოლს.

ფოსფოლიპიდების ორმაგი ფენით წარმოქმნილი ლიპოზომები ცნობილია მათი დამამშვიდებელი და დამარბილებელი თვისებებით, აგრეთვე აქტიური ინგრედიენტების ეფექტურად გადაცემის უნარით.

მელალეუკას ზეთი, რომელიც მოპოვებულია Melaleuca alternifolia–დან, ცნობილია ანტიმიკრობული თვისებებით.

ვიტამინი A აძლიერებს და იცავს კანს ეპითელური ფუნქციის მოწესრიგებით.  იგი წარმოადგენს ასევე ანტიოქსიდანტს, რომელიც ქსანტანურ რეზინთან, ფეროლის მჟავასთან და ვიტამინ E TPGS-თან ერთად მოქმედებს ლიპოზომებთან სინერგიით, რათა დაიცვას ქუთუთოს ზედაპირი თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი UV სხივების ჟანგვითი მოქმედებისგან.

ალფა ბისაბოლოლი გვირილის ეთერზეთის მთავარი კომპონენტია. მას გააჩნია  დამამშვიდებელი თვისებები, ამცირებს სიწითლეს და ანთებას, განსაკუთრებით ნაზი კანის შემთხვევაშიც კი. იგი ხასიათდება კანის მაღალი ამტანობით.

რისთვის გამოიყენება Puralid® Lipogel?

Puralid® Lipogel გამოიყენება ქერქის შერბილების და მოსაშორებლად, რომლებიც წარმოიქმნება ქუთუთოზე ანთებით პროცესებთან ერთად, მაგალითად ბლეფარიტის ან ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს.

 რამდენად ხშირად გამოვიყენოთ Puralid® Lipogel?

გამოიყენეთ პროდუქტი დღეში ორჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ რამდენჯერმე.

როგორ გამოვიყენოთ Puralid® Lipogel

პირველ გამოყენებამდე გააჩერეთ ბოთლი თავდაყირა და მყარად დააჭირეთ ტუმბოს სისტემას 3/5 ჯერ მიწოდების სისტემის გასაძლიერებლად, გელის გამოსვლამდე.

1.კარგად დაიბანეთ ხელები;                                                                                                        
2.თითის წვერებზე დაისხით  მცირე რაოდენობით Puralid® Lipogel;                
3.ნაზად გადაინაწილეთ ქუთუთოებზე წრიული მოძრაობებით;
4.დატოვეთ რამდენიმე წუთი. მოიშორეთ ზედმეტი გელი სუფთა ცხვირსახოცით ან ბამბის ტამპონით.                                    
ამ პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგან  შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

იმ შემთხვევაში  თუ თქვენ გაქვთ  ნებისმიერი სახის სხვა შეკითხვა,  მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

თუ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 როგორ შევინახოთ Puralid® Lipogel  

არ შეინახოთ 25 ° C -ზე  მეტ   ტემპერატურაზე  
არ გაყინოთ
მოარიდეთ სითბოს, ტენიანობას და მზის პირდაპირ სხივებს
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შემადგენლობა: ფოსფოლიპიდები S80 (NIOLip), ბისაბოლოლი, ჩაის ხის ზეთი, ვიტამინი A პალმიტატი, ვიტამინი E TPGS, ფეროლური მჟავა, ქსანტანური რეზინი, დინატრიუმის EDTA დიჰიდრატი, სორბატის კალიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტრიკალიუმის ციტრატის მონოჰიდრატი, გამოხდილი წყალი.

გაფრთხილება:  

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის
არ გამოიყენოთ პროდუქტი მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია
გამოიყენეთ პროდუქტი ბოთლის გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში (15 მლ)
გამოიყენეთ პროდუქტი მინი კონტეინერის გახსნიდან 24 საათში (1 მლ).

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy