Deflu silver - დეფლიუ სილვერი სპრეი 15მლ
ჩვენება: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც ამსუბუქებს სურდოს მიმდინარეობას, ასევე თანმხლებ ადენოიდიტს, რინიტს, რინოსინუსიტს.
დეფლუ სილვერ ნოუსი სპრეი
შემადგენლობა:
ვერცხლის კოლოიდური ხსნარი 45-55 ppm, ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი (Cetraria islandica), დამხმარე ნივთიერებები: D-პანტენოლი, თიმოლი, ვიტამინი Е, ვიტამინი А, პეგ-40 ჰიდროგენიზირებული აბუსალათინის ზეთი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიალურონატი, კალიუმის სორბატი.
გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
სამედიცინო დანიშნულების საგანი.
გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც ამსუბუქებს სურდოს მიმდინარეობას, ასევე თანმხლებ ადენოიდიტს, რინიტს, რინოსინუსიტს.
გამოყენების წესი და დოზირება:
მხოლოდ ადგილობრივი (ნაზალური) გამოყენებისათვის.
ფლაკონი შეანჯღრიეთ და მოხსენით დამცავი ხუფი. პირველი გამოყენებისას განახორციელეთ 1-2 საცდელი გაფრქვევა ჰაერში, თვალების საპირისპირო მიმართულებით.
ცხვირის ღრუში შესხურება ხდება თავის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას.
პირველი ორი დღე გამოიყენება 1-2 შესხურება 5-6-ჯერ დღე-ღამეში. მესამე დღიდან გამოიყენებენ 1-2 შესხურებას 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
გამოყენების ზოგადი კურსი შეადგენს 5-10 დღეს.
უკუჩვენება:
- 3 წლამდე ასაკში გამოყენება;
- მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
- არ გამოიყენოთ დეფლუ სილვერ ნოუსი ფლაკონის დაზიანების ან ვარგისობის ვადის გასვლის შემთხვევაში;
- არ დაშალოთ გამფრქვევი ნაწილებად;
- კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს სამედიცინო დანიშნულების ამ საგნის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეთ ალერგიული რეაქციები;
- თვალში შემთხვევით მოხვედრის შემთხვევაში, გამოირეცხეთ იგი დიდი რაოდენობის სუფთა წყლით.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 5°C - დან 25°C-მდე ტემპერატურაზე მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ მაცივარში. ფლაკონის გახსნის შემდეგ ამ სამედიცინო დანიშნულების საგნის გამოყენება დასაშვებია 3 თვის განმავლობაში.
Units | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account