Ocuvers- ოკუვერსი თვალის წვეთები გელი 0.3% 10მლ
ჩვენება:გაღიზიანებული და მშრალი თვალის სინდრომი. კონტაქტური ლინზების კომფორტული ტარებისთვის.
0.3% ჰიალურონის მჟავის შემცველი თვალის დამატენიანებელი და მკვებავი საშუალება.
გამოყენების ინსტრუქცია:
ოკუვერს წვეთ-გელი არის სტერილური ხსნარი.
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ჰიალურონის მჟავა 0.3%
დამხმარე საშუალებები:ბორის მჟავა (ბუფერი), ნატრიუმის ტეტრაბორატი (ბუფერი), ნატრიუმის ქლორიდი, მიკროგლიცინი 50, დეიონიზირებული წყალი.
შეფუთვა:
სტერილური ბოთლი 10 მლ
ჩვენება:
ოკუვერს წვეთ-გელი გამოიყენება გაღიზიანებული და სხვადასხვა ფაქტორებით (კონტაქტური ლინზები,მტვერი, კონდიცირება, ქარი, სიცივე, მშრალი ჰავა, მენოპაუზა, თვალზე ქირურგიული ჩარევა) მშრალი თვალის სინდრომის დროს.
ოკუვერს წვეთ-გელი რეკომენდებულია კონტაქტური ლინზების კომფორტული ტარების უზრუნველსაყოფად
დოზირება და გამოყების წესი:
1-2 წვეთი საჭიროებისამებრ.
კონტაქტური ლინზის ტარებისას:
კონტაქტური ლინზის ჩასმამდე ოკუვერს წვეთ-გელი დააწვეთეთ ლინზის შიდა ზედაპირზე.
დღის განმავლობაში დისკომფორტის განვითარებისას შესაძლებელია ოკუვერს წვეთ-გელის კონტაქტურ ლინზაზე ჩაწვეთება.
გვერდითი მოვლენები:
ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები.
შენახვის პირობები:
არ გამოიყენოთ ბოთლზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ოკუვერს წვეთ-გელი გამოიყენება გახსნიდა 6 თვის განმავლობაში. ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. მოარიდეთ მზის სხივებს.
სიფრთხილის ზომები:
არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში.დაბინძირების ასაცილებლად არ შეახოთ ხელი საწვეთურს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
მწარმოებელი:
Innomedis AG, Germany
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account