ნეტილდექსი თვ.წვ.3მგ/1მგ 5მლ

განსაკუთრებული ფასი 25,70 GEL რეგულარული ფასი 27,05 GEL
მარაგშია
SKU
65139_2860

ჩვენება:ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი, პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

აქტიური ნივთიერება ნეტილმიცინი, დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული და ანთების   საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 მლ
ნეტილმიცინი ............  3 მგ
დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი ........ 1 მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.005%

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეტილმიცინი  წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფით და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: სტაფილოკოკი (st.aureus, st. epidermidis) აგრეთვე მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკზე  და კოაგულაზა-რეზისტენტული სტაფილოკოკზე.

დექსამეაზონი მიეკუთვნება გლუკოკორტიკოსტეროიდებს, რომელსაც გაჩნია ანთების საწინააღნდეგო, ანტიალერგიული და მადესენსიბილიზირებელი მოქმედება. იგი აგრეთვე ხასიათდება ანტიექსუდაციური და იმუნოსუპრესიული მოქმედებით. დექსამეტაზონი სწრაფად აქრობს ანთებით პროცესებს და პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში.
პრეპარატი ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან ერთად კომბინაციაში ამცირებს ინფექციური პროცესების განვითრების რისკს.

ჩვენებები:
ბლეფარიტი;
კონიუქტივიტი;
კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე);
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება1 წვეთი 4 ჯერ დღეში

ინიშნება ბავშვებში 2 წლიდან.

გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, კონიუქტივის ჰიპერემია.
მეორადი ინფექციები, თვალშიდა წნევის მომატება.

უკუჩვენებები:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი;
კონიუქტივისა და რქოვანას ვირუსული ინფექციები;
თვალის მიკობაქტერიული ინფექცია;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არ არის რეკომენდებული რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების დროს.
არ გამოიყენება თვალში საინექციოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სასარგებლო ეფექტი სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების რისკს.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ხმარების დროს. პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ.

ჩაწვეთების დროს  საწვეთური არ შეახოთ ქუთუთოს.

მწარმოებელი კომპანია: SIFI, იტალია

გამოშვების ფორმა:  ფლაკონი 5 მლ.

შენახვის პირობები:

არ შეინხოთ 30°C-ზე  მაღალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: SIFI  S.p.A.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy