ზოპინი ტაბ. 100მგ N100

განსაკუთრებული ფასი 19,49 GEL რეგულარული ფასი 27,06 GEL
მარაგშია
SKU
36885_1672
ზოპინ -100 გამოყენებულია შიზოფრენიით დაავადებულებში , რომლებიც მანამდე უშედეგოდ იყენებდნენ სულ ცოტა 2 სხვაანტიფსიქოტურ პრეპარატს , ან ავადმყოფებში რომლებიც ვერ იღებენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებს გვერდითი ეფექტების გამო .

ზოპინ 100 ტაბლეტები

წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელში მოყვანილი ცნობები პრეპარატის შესახებ .

შეინახეთ ეს ფურცელი . შეიძლება კიდევ   დაგჭირდეთ   მისი წაკითხვა

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები წამლის შესახებ – დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის , არ გადასცეთ ის სხვას , მაშინაც თუ მათი სიმპტომები ისეთივეა , როგორც თქვენი

  წინამდებარე ფურცელში მოყვანილია :

  1. რა არის ზოპინ -100 და რისთვისაა გამოყენებული
  2. ზოპინ -100 ტაბლეტების მიღებამდე საჭირო მონაცემები
  3. ზოპინ -100 მიღების წესი
  4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
  5. ზოპინ -100 შენახვის წესი
  6. დამატებითი ინფორმაცია

ზოპინ -100 ტაბლეტებში აქტიური ნივთიერებაა კლოზაპინი . ტაბლეტებში აგრეთვე შედის არააქტიური შემადგენლები : ლაქტოზასმონოჰიდრატი , სიმინდის სახამებელი , პოვიდონი , უწყლო კოლოიდური სილიციუმი , მაგნიუმის სტეარეტი და ტალკი .

  1. რა არის ზოპინ -100 და რისთვისაა გამოყენებული

ზოპინ -100 ანტიფსიქოზური პრეპარატია ( ხანდახან ასეთ პრეპარატებს ნეიროლეფსიურებსაც უწოდებენ ) და მიეკუთვნებადიბენზოდიაზეპინების ჯგუფს .

ზოპინ -100 გამოყენებულია    შიზოფრენიით დაავადებულებში , რომლებიც მანამდე უშედეგოდ იყენებდნენ   სულ ცოტა 2 სხვაანტიფსიქოტურ პრეპარატს , ან ავადმყოფებში რომლებიც ვერ იღებენ სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებს გვერდითი ეფექტების გამო .

ზოპინ -100 გამოიყენება აგრეთვე აზროვნების მძიმე მოშლილობის დროს პარკინსონით დაავადებულებში , როდესაც სხვა სამკურნალოსაშუალებები უშედეგოა .

სისხლის ანალიზი  

ზოპინ -100 ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა სისხლის ანალიზის   ჩატარება , რათა დარწმუნდეთ რომ თქვენთვის შეიძლება ამპრეპარატის მიღება .

სისხლის ანალიზი სისტემატურად უნდა ჩაიტაროთ ზოპინ -100- ით მკურნალობის მთელ პერიოდში მთელი , და აგრეთვე პრეპარატისმიღების შეწყვიტიდან ოთხი კვირის განმავლობაში . თქვენი ექიმი გეტყვით როდის და სად უნდა გაიკეთოთ ანალიზი . სისხლისანალიზი აუცილებელია გაკეთდეს   კვირაში ერთხელ რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ შეიძლება შემცირდეს ყოველ ორკვირაში ერთ გაკეთებამდე . ერთწლიანი მკურნალობის   შემდეგ , დასაშვებია სისხლის ანალიზის ჩატარება ყოველ 4 კვირაში .მნიშვნელოვანია , რომ თქვენ არ გამოტოვოთ ეს ანალიზები , წინააღმდეგ შემთხვევაში , თქვენივე უსაფრთხოებისთვის , თქვენიექიმი ვერ შეძლებს მეტი ტაბლეტების მოცემას . ამგვარად თქვენი თანამშრომლობა სისხლის ანალიზის ჩატარებაში უაღრესადმნიშვნელოვანია .  

  1. ზოპინ -100 ტაბლეტების მიღებამდე საჭირო მონაცემები .

თქვენ არ მიიღოთ ზოპინ -100 თუ ხართ უგონოთ .

მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს თქვენს შესახებ შემდეგი :

  • თქვენ უკვე იღებდით ამ პრეპარატს და გქონდათ ალერგიული რეაქცია , ან პრეპარატის ან მისი ნებისმიერიშემადგენლის მიღებამ გამოიწვია უსიამოვნო შეგრძნება
  • ვერ შეძლებთ სისტემატურად სისხლის ანალიზის გაკეთებას
  • გქონდათ თუ არა როდესმე დაქვეითებული ლეიკოციტების რიცხვი სისხლში ( ზოპინ -100 მიღების შემდეგგანვითარებულის ჩათვლით ) გარდა იმ შემთხვევებისა , რომლებიც განვითარდა კიბოს მკურნალობის შემდეგ
  • გაქვთ ან გქონიათ ძვლის ტვინის რომელიმე დაავადება
  • დაავადებული ხართ ეპილეფსიით ( კრუნჩხვები , კონვულსიები )
  • პრობლემები გაქვთ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებით
  • გაქვთ მძიმე დაავადება , რომელთანაც გულის , ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციური მოშლილობებიადაკავშირებული . თუ თქვენ ოდესმე გქონიათ გულის მძიმე დაავადება , მიზანშეწონილია სპეცილისტთან კონსულტაცია .
  • გაქვთ მსხვილი ნაწლავის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები ყაბზობა , გაუვალობა და სხვა
  • გაქვთ გლაუკომა
  • გაქვთ დიაბეტი
  • შარდვის გაძნელება პროსტატას ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებით
  • გაქვთ ზოგიერთი შაქრის , მაგალითად ლაქტოზას მიმართ აუტანლობა

მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს იღებთ თუ არა შემდეგ წამლებს :

  • სისხლის წნევის სამკურნალოდ , მაგალითად მეტოპროლოლი , კაპტოპრილი
  • დეპრესიის სამკურნალოდ , მაგალითად ფლუვოქსამინი , პაროქსეტინი , ფენელზინი
  • ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ინექციით , მაგალითად ფლუპენტიქსოლ დეკანოატი , ფლუფენაზინ დეკანოატი
  • ბენზოდიაზეპინებს ( ტრანკვილიზატორებს ) ან საძილე ტაბლეტებს , მაგალითად დიაზეპამი , ტემაზეპამი
  • ლითიუმის პრეპარატებს
  • ანტიჰისტამინურებს ალერგიების სამკურნალოდ , მაგალითად ლორატადინი , ქლორფენირამინი
  • ანტიბიოტიკებს , მაგალითად ქლორამფენიკოლი , ერითრომიცინი , რიფამპიცინი ან კოტრიმოქსაზოლი , ანტომიკოზურპრეპარატებს , მაგალითად ფლუკონაზოლი
  • ონკოლოგიურ პრეპარატებს , მაგალითად ციკლოფოსფამიდი , ბუსულფანი
  • ანტიეპილეფსიურ წამლებს , მაგალითად ფენიტოინი , კარბამაზეპინი , ნატრიუმის ვალპროატი
  • ტკივილგამაყუჩებელ წამლებს , მაგალითად მორფინი , კოდეინი , ფენილბუტაზონი
  • დიგოქსინი ან ვარფარინი
  • ციმეტიდინი
  • ართრიტების სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს , მაგალითად პენიცილამინი , ნაპროქსენი , ინდომეტაცინი
  • ნებისმიერ წამალს , რომელიც ყაბზობას იწვევს , მათ შორის დეპრესიის და შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები ,მაგალითად ქლორპრომაზინი ან პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები , მაგალითად პერგოლიდი
  • ადრენალინი ან ნორადრენალინი
  • ნებისმიერ ანტივირუსულ პრეპარატს , მაგალითად რიტონავირი , ინდინავირი
  • ომეპრაზოლი ( კუჭის მაღალი მჟავიანობის სამკურნალო )

ზოგიერთმა წამალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენ მკურნალობაზე . აუცილებელია შეეკითხოთ ექიმს ნებისმიერი წამლისმიღების შესახებ , იმ შემთხვევაშიც თუ წამალი თქვენი ნაყიდია .

ზოპინ -100- ით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია ; მეორე მხრით , ზოპინ -100- ის დონე სისხლში შეიძლებამნიშვნელოვნად შეიცვალოს თამბაქოს წევის შეწყვეტისა ან კოფეინის შემცველი სასმელების შეზღუდვის ან მომატების საპასუხოდ .აღნიშნულ შემთხვევებში ექიმის კონსულტაციაა აუცილებელი .

კონტრაცეფცია და ორსულობა . თუ თქვენ ფეხმძიმეთ ხართ , გეგმავთ დაფეხმძიმებას , ან შემთხვევით დაფეხმძიმდით უნდააუცილებლად უთხრათ თქვენს ექიმს ზოპინ -100- ის მიღებამდე . ანტიფსიქოზური პრეპარატები ზოგიერთ ქალში მენსტრუალური ციკლისდარღვევას იწვევს . ზოპინ -100 მკურნალობაზე გადაყვანის შედეგად მოსალოდნელია რეგულარული ციკლების აღდგენა , ამიტომშესაბამისი კონტრაცეპტული ზომებია მისაღები ამ შემთხვევაში .

ძუძუთი კვება დაუშვებელი , ვინაიდან ზოპინ -100 დედის რძეში გადადის .

ტრანსპორტის მართვა და მანქანებთან მუშაობა არაა სასურველი განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში

 

  1. როგორ უნდა მივიღოთ ზოპინ -100 ტაბლეტები

ზოპინ -100 მხოლოდ 16 წელზე მოზარდი ასაკის პირებისთვისაა განკუთვნილი . მკურნალი ექიმის და ფარმაცევტის რჩევა - დარიგებებისშესრულება თქვენთვის აუცილებელია . მათგან შეიტყობთ , თუ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა სიხშირით . აღნიშნულიმითითებები წამლის მიღების წესთან და ვადებთან დაკავშირებით განუხრელად უნდა შეასრულოთ , განსაკუთრებით კი ექიმის ნებართვისგარეშე დოზის შეცვლა ან ზოპინ -100- ით მკურნალობის შეწყვეტაა დაუშვებელი .  

შიზოფრენიის მკურნალობა . ზოპინ -100- ის ჩვეულებრივი დოზაა 200 მგ –450 მგ დღეში . დღიური D დოზა ჩვეულებრივ უნდა დაიყოს- დოზის ნაწილი დილით უნდა მიიღოთ , ნაწილი საღამოს . ზოპინ -100   საწყისი დოზაა 12.5 მგ დღეში ერთხელ ან 2- ჯერ პირველდღეს . თქვენი ექიმი შემდგომში თანდათანობით გაგიზრდით დოზას მანამ სანამ არ დადგინდება თქვენთვის იდეალური დოზა .  თქვენი ზოპინ -100 მკურნალობა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში   გაგრძელდება . ზოგიერთი ავადმყოფისთვის მაქსიმალური 900 მგ /დღეში მიღება ხდება აუცილებელი .

 

აზროვნების მძიმე მოშლილობის მკურნალობა პარკინსონით დაავადებულებში . ჩვეულებრივი დოზაა 25 მგ - დან 37.5 მგ - დე ერთხელდღეში საღამოს . საწყისი დოზაა 12.5 მგ დღეში ერთხელ საღამოს , რომელიც თანდათანობით უნდა გაიზრდოს ექიმის მეთვალყურეობით .ზოგიერთ შემთხვევაში დღეში 1- ჯერ 100 მგ მიღებაა მიზანშეწონილი . მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში შეამოწმეთ თქვენიარტერიული სისხლის წნევა . ზოპინ -100 ტაბლეტი უნდა გამოთავისუფლდეს ფოლგიდან , როგორც ეს ნაჩვენებია ნახატზე . ტაბლეტიყოველთვის მიიღეთ წყლით და გადაყლაპეთ მთლიანად . ზოპინ -100 ხანგრძლივი მკურნალობისთვისაა გათვალისწინებული – მისიშეწყვეტის შემთხვევაში დაავადების სიმპტომები ისევ გამოვლინდება , ამიტომ ტაბლეტის ყოველდღიური მიღებაა აუცილებელი .

თუ ზოპინ -100 ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ

ზოპინ -100 უნდა მიიღოთ რეგულარულად , ყოველდღე . თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება , მიიღეთ გახსენებისთანავე . მაგრამ თუ ისდაემთხვა შემდეგი დოზის მიღების დროს , გამოტოვეთ დავიწყებული ტაბლეტი და მიიღეთ შემდეგი დოზა ის როგორც იყოდანიშნული . მნიშვნელოვანია გახსოვდეთ , რომ თუ ზოპინის მიღება 48 საათის განმავლობაში გამოგრჩათ , დაუყოვნებლივ უნდამიმართოთ თქვენს ექიმს .

ზოპინ -100 ტაბლეტების ჭარბი მიღების შემთხვევაში შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო დახმარებას .

  1. მოსალოდნელი გართულებები .

o         გავლენა სისხლზე

o         ზოპინ -100 შეიძლება გამოიწვიოს სისხლის . . თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება . იშვიათად შეიძლებაშემცირდეს ნეიტროფილებად წოდებული თეთრი უჯრედების რაოდენობა . ნეიტროფილები პასუხისმგებელნი არიან ინფექციებთანბრძოლაზე და თუ მათი რაოდენობა შემცირდა შეიძლება თქვენს ორგანიზმს გაუჭირდეს ინფექციებთან ბრძიოლა . თქვენ შეიძლებაგსმენიათ ამ მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები ნეიტროპენია ან აგრნულოციტოზი ”. ამიტომ აუცილებელი სისხლისანალიზის რეგულარულად გაკეთება . თუ აღმოჩნდება სისხლის თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი შემცირება , შემდგომიპერიოდული ანალიზების გაკეთება იქნება საჭირო , და თუ თეთრი უჯრედების რაოდენობა გარკვეული ზღვრული მაჩვენებლზედაბლა დაეცემა ზოპინ -100- ით მკურნალობა მყისვე უნდა შეწყდეს . ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ სისხლის ანალიზი .ზოპინ -100- ის შეწყვეტის შემდეგ თეთრი უჯრედების რაოდენობა უნდა დაუბრუნდეს ნორმას . თუ თქვენ გაგინვითარდათნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი , ვეღარ შეძლებთ ზოპინ -100- ის კვლავ მიღებას .

o         თუ თქვენ იღებთ ზოპინ -100 და გაგინვითარდათ ინფექციის ნიშნები , როგორიცაა ტემპერატურის მატება , ყლაპვის გაძნელებაან გრიპი , ექიმთან მიმართვაა აუცილებელი . ეს მისცემს თქვენ ექიმს საშუალებას დაგინიშნოთ სისხლის სასწრაფო ანალიზი რათაგანსაზღვროს განვითარებული წამლის მიღებითაა გამოწვეული სიმპტომები თუ არა .

o         იშვიათად ზოპინ -100 შეიძლება გამოიწვიოს თეთრი უჯრედების მომატება ; და კიდევ ზოპინ -100 შეიძლება გამოიწვიოსთეთრი უჯრედების გარკვეული სახეობის ეოზინოფილების მომატება . თუ ეს მომატება გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებსმკურნალობა უნდა შეწყდეს . ზოპინ -100 კვლავ დაინიშნება მხოლოდ იმ შემთხევევაში თუ ეოზინოფილების რაოდენობაშემცირდება .

o         ძალიან იშვიათად შეიძლება შემცირდეს თრომბოციტების რაოდენობა ( სისხლის უჯრედები პასუხისმგებელი სისხლისშედედებაზე ). თუ თრომბოციტების რაოდენობა დაეცემა გარკვეული ზღვრის დაბლა , მკურნალობა ზოპინ -100- ით უნდ შეწყდეს. შესაძლებელია აგრეთვე თრომოციტებმა მოიმატოს .

გულზე მოქმედებაიშვიათად ზოპინ -100 უარყოფითად მოქმედებს გულზე . ამ მიზეზით ზოპინ -100- ით მკურნალობის დაწყებამდეექიმი შეგეკითხებათ თუ გქონიათ გულთან დაკავშირებული პრობლემები . ექიმი გაგსინჯავთ , რაც შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვეელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას . ზოპინ -100- მა შეიძლება გამოიწვიოს ეკგ - ცვლილებები , გულისცემა და რითმისდარღვევა . იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს გულის კუნთის მხრივ ცვლილებები ( კარდიომიოპათია ), გულის პერანგის ანთება (პერიკარდიტი ), სითხის დაგროვება გულის პერანგში ( ექსუდაციური პერიკარდიტი ) და ძალიან იშვიათად გულის გაჩერება . ასევეიშვიათად ვლინდება გულის კუნთის ანთება ( მიოკარდიტი ). მიოკარდიტი ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველი ორი თვისგანმავლობაში . მიოკარდიტის სიმპტომები შეიძლება იყოს : გულის აჩქარება მოსვენებულ მდგომარეობაში , ხშირი ან გაძნელებულისუნთქვა , ტკივილი მკერდის არეში , გულისცემა , გულის რითმის დარღვევა , სურდოს ნიშნები , აუხსნელი სისუსტე დაეოზინოფილების მომატება სიხლში . თუ თქვენ ადრე იღებდით ზოპინ -100 და გაგინვითარდათ მიოკარდიტი , ძალიან მნიშვნელოვანიაუთხრათ თქვენს ექიმს , რადგან ზოპინ -100- ის კვლავ დანიშვნა არ შეიძლება .  

სხვა გვერდითი მოვლენები .

- ძილიანობა

- თავბრუ

- მოდუნება , აპათია

- გაძლიერებული ნერწყვდენა

- უგონობა და სიმსუბუქის შეგრძნება უეცარი წამოდგომის შემდეგ

- წონის მომატება

- დაბინდული მხედველობა

- თავის ტკივილი

- კანკალი , რიგიდულობა , აჟიტაცია , მოუსვენრობა და უნაბლიე მოძრაობები

- პირის სიმშრალე ან გაძლიერებული ნერწყვდენა ;

- ტემპერატურის მომატება – განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში

- მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია )

- სისუსტის შეგრძნება , გულისრევა , უმადობა

- უნებლიე შარდვა ან შარდვის შეფერხება

- ღვიძლის ტრანსამინაზების შექცევადი მატება სისხლში .

- ეპილეფსიური შეტევები ( კრუნჩხვები ) და უნებლიე მოძრაობები

- უმნიშვნელო ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში

- ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი – მძიმე რეაქცია ანტიფსიქოზურ

    პრეპარატებზე

იშვიათ შემთხვევებში ზოპინ -100- მა შეიძლება გამოიწვიოს :

- შაქრის მომატება სისხლში და შაქრიანი დიაბეტი , მეტად იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფში - მძიმე ფორმით

- ცნობიერების მოშლა და დეზორიენტაცია

- სახისა და კიდურების უნებლიე მოძრაობა

- ტრიგლიცერიდების მომატება სისხლში

- სისხლის შედედება სისხლძარღვებში ( თრომბოზი ), განსაკუთრებით Q ქვედა კიდურებში

- ყლაპვის გაძნელება

- სუნთქვის გაძნელება

- საკვების უნებლიე გადაცდენა ხორხში

- მძიმე ყაბზობა გამოწვეული ნაწლავის ობსტრუქციით , რომელმაც შეიძლება   გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში ( კოლიკები )

- ღვიძლის ანთება ( ჰეპატიტი ) სიყვითლით და შარდის გამუქებით

      - პანკრეასის ანთება , რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში

- სანერწყვა ჯირკვლების გადიდება

   - თირკმლების ანთება

   - კანზე გამონაყარი

  - კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლში

 - მტკივნეული ხანგრძლივი ერექცია

 - ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში

ყველა შემთხვევაში ზემოაღნიშნულის შესახებ ან თუ გაგივითარდათ ნებისმიერი მოულოდნელი სიმპტომი , რომელიც არ არისჩამოთვლილი უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ,   მაგრამ მისი კონსულტაციის გარეშე მყისიერად მკურნალობის შეწყვეტა არ შეიძლება ,რადგან აღინისნებოდა მოხსნის რექციები წამლის უცებ შეწყვეტის შემდეგ . ეს რეაქციებია : ოფლიანობა , თავის ტკივილი , გულისრევა, პირღებინება , დიარეა და თქვენი ძირითადი ფსიქიური დაავადების სიმპტომების განვითარება .

ძალიან იშვიათად აღწერილია უეცარი სიკვდილი პაციენტებში , რომლებიც იღებდნენ ზოპინ -100. ცნობილია , რომ ფსიქიურადდაავადებულ ადამინებში უეცარი სიკვდილი ვითარდება იმის მიუხედავად იღებენ ისინი მედიკამენტებს თუ არა .

  1. ზოპინ -100 შენახვის წესი . შეინახეთ თქვენი წამალი მშრალ , ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელადგილას .

ნუ გამოიყენებთ წამალს მისი ხმარების ვადის გასვლის D შემდეგ

თუ ექიმის გადაწყვეტილებით   თქვენი მკურნალობა შეწყდა , დაუბრუნეთ   ფარმაცევტს ყველა დარჩენილი ტაბლეტი . შეინახეთტაბლეტები , იმ შემთხვევაში , თუ ექიმი ამას გირჩევთ

  1. დამატებითი ინფორმაცია

გახსოვდეთ : ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის და იგი მხოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ . არ გადასცეთ წამალი სხვას ,რადგან   ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა პიროვნებას , მიუხედავად იმისა , რომ მასაც აქვს მსგავსი სიმპტომები .

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები წამლის შესახებ , ან არ ხართ დარწმუნებული ამ საინფომაციო ფურცელში მოცემულ ნებისმიერ რჩევაში– დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

გამოშვების ფორმა 10 ტაბლეტი ბლისტერში 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში & 1 x 1000 ტაბლეტი პლასტიკურ ყუთში

შენახვის ვადა 24 თვე

გაცემის წესი   რეცეპტით

მწარმოებელი -  Psychotropics India Limited,   Plot no 46 & 49 Sector 6A, SIDCUL Industrial Area, Haridwar-24940-3,  INDIA

 

მეტი ინფორაცია
Units100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy