Nevrostim - ნევროსტიმი 50მლ წვეთები

განსაკუთრებული ფასი 5,80 GEL რეგულარული ფასი 6,11 GEL
მარაგშია
SKU
4024_143

ჩვენება: ნევროზისა და უძილობის სამკურნალო სედატიური საშუალება.

Nevrostim  - ნევროსტიმი 50მლ წვეთები

პრეპარატი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს შინაგანი მიღებისათვის.

იგი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.

შემადგენლობა:

პრეპარატის 50გ შეიცავს ექსტრაქტებს: კატაბალახას ფესვების (1გ), შავბალახას ბალახის (0,5გ), სვიის გირჩების (0,25 გ), კუნელის ნაყოფის (0,5 გ), კვლიავის ნაყოფის (0,5გ), პიტნის ფოთლების (0,25 გ), ქინძის ნაყოფის (0,5 გ), კამის ფოთლების (0,5 გ), გვირილას ყვავილის (0,5 გ), ბეგქონდარას ბალახის (0,5 გ), აგრეთვე ეთილის სპირტს (5 გ) და გამოხდილ წყალს (40 გ).

აღწერა:

მოყავისფრო-ჩალისფერი სითხე, სპეციფიური სუნით.

ჩვენება:

ნევროზისა და უძილობის სამკურნალო სედატიური საშუალება.

წინააღმდეგჩვენება: არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება:

ყოველდღიურად დღეში 3-ჯერ მცირე ულუფა (25 მლ) წყალზე 25-30 წვეთი პრეპარატისა მოზრდილებისთვის. მოზარდებისთვის 10-15 წვეთის მიღება.

შენახვის პირობები:

ინახება თავდახურულ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.

შეფუთვა: 50 მლ ფლაკონში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy