Eskus somny - ესკუს სომნი 100 მლ. ნაყენი

განსაკუთრებული ფასი 13,40 GEL რეგულარული ფასი 14,11 GEL
მარაგშია
SKU
13163_245
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, ადვილად აღგზნებადობა, შიშები, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა, მეხსიერების დაქვეითება), ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში

გამოყენების ინსტრუქცია

ესკუს-სომნი
ESCUS - SOMNI

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება :
კატაბალახას ფესურები ფესვებით _ 40.0
ბარამბოს ბალახი _ 20.0 გ
კრაზანას ბალახი _ 20.0 გ
თავშავას ბალახი _ 20.0 გ
შავბალახას ბალახი _ 20.0 გ

დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% _ 360 მლ

გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 1000 მლ
ნაყენის მისაღებად


სამკურნალო ფორმა: ნაყენი , პერორალური მიღებისათვის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : სედატიური

ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული ექსტრაქტებისგან შედგენილი კომბინირებული პრეპარატი, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ამცირებს შიშს, ღელვას და ფსიქიკურ დაძაბულობებს, ადუნებს გლუვ კუნთებს.

ჩვენება

ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, ადვილად აღგზნებადობა, შიშები, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა, მეხსიერების დაქვეითება), ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გახშირებული გულის ცემა, არტერიული წნევის ცვალებადობა.Mმსუბუქი და საშუალო დეპრესიული მდგომარეობა, ძილის რიტმის დარღვევა, უძილობა (მსუბუქი ფორმა), თავის ტკივილი (დაკავშირებული ნერვულ დაძაბულობასთან), შაკიკი, ვეგეტო დისტონია, კლიმაქტერული სინდრომი.
უკუჩვენებები :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები :პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება .

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ .

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებისგან , რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს .

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნს-ის დამრთგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები , ტრანქვილიზატორები და ა.შ) ერთად თანადროული გამოყენებისას გათვალისწინებულ იქნას სედაციური და საძილე ეფექტის გაძლიერება .

გამოყენების მეთოდები და დოზები: დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ მომზადების წესი:ერთი სუფრის კოვზი განაზავეთ ერთ სუფრის კოვზ წყალში, (ყოველი მიღების წინ მზადებბა შემდეგი წესით) უძილობის დროს მიიღეთ უშუალოდ ძილის წინ.


მკურნალობის კურსი : 6 კვირა

გვერდითი მოვლენა : იშვიათ შემთხვევაში ძილიანობა.


ჭარბი დოზირება : ძილიანობა.

შენახვის პირობები :ოთახის ტემპერატურა.

ვარგისიანობის ვადა :2 წელი.

გამოშვების ფორმა: 100 მლ ნაყენი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy