ნატრიუმის დიკლოფენაკი -DICLOFENAC SODIUM 50მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 1,35 GEL რეგულარული ფასი 1,88 GEL
მარაგშია
SKU
90652_2895

ჩვენება: რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეო-ართრიტი, მტკივნეული პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ანთება და შეშუპება, დისმენორეა.

ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტები U.S.P. 50 მგ

საერთაშორისო არა პატენტირებული (გენერიული) დასახელება:დიკლოფენაკი (ნატრიუმის დიკლოფენაკი)

შემადგენლობა :

თითოეული ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება(-ები ):

ნატრიუმის დიკლოფენაკი USP 50 მგ

არააქტიური ნივთიერება(-ები ):

სიმინდის სახამებელი - 43.50 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა - 30 მგ

პოვიდონი - 3.0 მგ

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი - 1.0 მგ

გასუფთავებული ტალკი - 6.0 მგ

მაგნიუმის სტეარატი - 4.50 მგ

ნატრიუმის ქროსკარმელოზა - 6.0 მგ

ლაქტოზა - 15.0 მგ

გარსი :

დამცავი გარსი - 3.0 მგ

ნაწლავში ხსნადი გარსი - 11.40 მგ

იზოპროპილის სპირტი - 205 მგ

სანსეტის ყვითელი ლეიქი - 0.60 მგ

მეთილენ ქლორიდი - 245 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

ნატრიუმის დიკლოფენაკი არის არასტეროიდული საშულება, ფენილაცეტის მჟავის დერივატივი, ანალგეზიური, ანტიპირეტული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

ნატრიუმის დიკლოფენაკი ახდენს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის და გამოთავისუფლების ინჰიბირებას, რომლებიც ცნობილია, რომ ისინი ჩართული არიან ანთების, ტკივილის და ცხელების პათოგენეზში.

გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტები შემოგარსულია ისე, რომ აბსორბცია ხდება კუჭნაწლავის ტრაქტში და პიკური პლაზმური კონცენტრაცია პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მიიღწევა. სულ მცირე 99% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს და მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდით.

ჩვენება :

რევმატიზმის ანთებითი და დეგენერაციული ფორმები, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეო-ართრიტი, მტკივნეული პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ანთება და შეშუპება, დისმენორეა.

უკუჩვენება :

გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტები (ნატრიუმის დიკლოფენაკი) იკრძალება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკის მიმართ და პაციენტებში, რომლებსაც რეაქცია აქვთ ასპირინსა და ასპირინის ტიპის მედიკამენტებზე, ასთმის, მწვავე რინიტისა და ურტიკარიის შემთხვევებში. ნატრიუმის დიკლოფენაკი კატეგორიულად იკრძალება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული და გამოიყენება დიდი სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.

წამლებთან ურთიერთქმედება :

სერიოზული ურთიერთქმედება არის გამოვლენილი დიკლოფენაკის მაღალი დოზით მეტოტრექსატთან ერთად გამოყენების შემთხვევაში.

ლითიუმის კონცენტრაცია სისხლში იზრდება გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტების მიღების შედეგად.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :

გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტების (ნატრიუმის დიკლოფენაკი) უსაფრთხო გამოყენება ორსულებში არ არის დაფიქსირებული.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების რეგულარული გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში შეიძლება გახდეს ფეტალური არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის მიზეზი და შესაძლოა ახალშობილის პულმონური ჰიპერტენზიის განვითარების მიზეზი იყოს. შესაძლოა, გამოიწვიოს მშობიარობის დაწყების და თვითონ მშობიარობის პროცესის გახანგრძლივება.

გამოტოვებული დოზა:

თუ დოზა გამოტოვეთ, უნდა მიიღოთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მომდევნო დოზის დრო ახლოვდება, დავიწყებული დოზა უნდა გამოტოვოთ. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებული დოზის ხარჯზე.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მექანიზმებზე მომუშავე პერსონალზე :

გამოიყენეთ პრეპარატი სიფრთხილით სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს, გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით.

დოზირება და მიღების წესი :

მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა :

მიიღეთ 25-50 მგ სამჯერ დღეში. ტაბლეტი უნდა იქნას მიღებული მთლიანად ჭამის დროს ან მის შემდეგ. თავდაპირველად, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე დღეში და შეიძლება შემცირდე 75-დან 100 მგ-მდე დღეში შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ან გრძელვადიანი და შემანარჩუნებელი თერაპიის დროს. ნატრიუმის დიკლოფენაკი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები :

პროდუქტის თანდაყოლილი პოტენციალის გათვალისწინებით შეიკავოს სითხე ორგანიზმში, პაციენტებში გულის უკმარისობის რისკი იზრდება.

გამოვლენილია სისხლდენა კუჭის ან ნაწლავის წყლულიდან - გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტებით (ნატრიუმის დიკლოფენაკი) თერაპია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ ასეთ შემთხვევებში. კანზე გამონაყარი და კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს. თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შეშუპება, ნერვოზულობა, ქავილი, ტინიტუსი, უძილობა, ბუნდოვანი მხედველობა და სხვა ოკულარული რეაქციები, პერიფერიული ედემა, ზოგადი სისუტე, სიყვითლე, ტრანსზამინაზების დონის მომატება, ძილიანობა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ბრონქოსპაზმი) შეიძლება გამოვლინდეს. რეკომენდებულია სისხლის ანალიზი და ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი სამკურნალო საშუალებისგან გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტებით (ნატრიუმის დიკლოფენაკი) ხანგრძლივი თერაპიის დროს, რადგანაც დაფიქსირებულია სისხლის დისკრაზია. გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტები (ნატრიუმის დიკლოფენაკი) სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ სისხლდენის პრობლემები, გულსისხლძარღვთა დაავადება და მათ, რომლებიც ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს. პაციენტებმა, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ასპირინის მიმართ ზოგადად, არ უნდა მიიღონ გახანგრძლივებული მოქმედების ნატრიუმის დიკლოფენაკის ტაბლეტები (ნატრიუმის დიკლოფენაკი).

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა.

ასევე მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

დოზის გადაჭარბების ცნობილი სიმპტომები და მისი მკურნალობის ძირითადი ნიშნები :

იხილეთ „გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები.“ მკურნალობა სიმპტომურია.

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები :

შეინახეთ 300С-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

შეფუთვა :

50 მგ 10 ტაბლეტი შეფუთულია ალუ-პვს ბლისტერში. ორი ბლისტერი მოთავსებულია დაბეჭდილი მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით თანდართულ ინსტრუქციას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე, იხილეთ : Diclo-Denk - დიკლო-დენკი 50მგ 20 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy