პალმიტოლი ცხვირის წვეთები 30მლ
ჩვენება:ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს,ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება.
პალმიტოლი
შემადგენლობა : A პალმიტატი (0.01 %)
D-პანთენოლი (0.05 %)
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბატი 20, დინატრიუმი EDTA, ბენზალკონიუმი ,ქლორიდი,გლიცერინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს ,ინარჩუნებს ტენიანობას.
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
გამოყენების ჩვენებები:
• ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება ;
• ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება ;
•ენდოსკოპიური გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება ;
•ატროფიული რინიტი (ოზენე)
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები :
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
გამოყენების წესი და დოზირება :
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ . 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-5 ჯერ დღეში .
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 12-25 °C .მოარიდეთ ბავშვებს .
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account