Viscoflu - ვისკოფლუ ნაზალური სპრეი 30მლ
ჩვენება:ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტის გასათხიერებლად და მექანიკური გამოდევნისთვის ცხვირის ღრუდან.
ვისკოფლუ
ნაზალური სპრეი
NaCl 3%
N-აცეტილცისტეინი 6%
დეკონგენსტანტი და გამათხიერებელი
30 მლ ბოთლი, ნაზალური დისპენსერით და დამცავი თავსახურით.
1. ინედნტიფიკაცია, შემადგენლობა და თერაპიული ჩვენება.
1.1. აღწერა და თერაპიული ჩვენება:
ვისკოფლუ ნაზალური სპრეი არის მედიქალ დივაისი 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარით, დაბალანსებული pH-ით და 6% N-აცეტილცისტეინით. გამოიყენება ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტის გასათხიერებლად და მექანიკური გამოდევნისთვის ცხვირის ღრუდან (მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული რინიტების დროს; ბლანტი, სქელი გამონადენისას; ვაზომოტორული რინიტისას) და პარანაზალური სინუსებიდან (მწვავე და ქრონიკული სინუსიტები), აუმჯობესებს ზედა სასუნთქი გზების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების მიმდინარეობას და კურსს.
1.2. უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები:
ვისკოფლუს გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ვისკოფლუს გამოყენება ორსულებში დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
1.3. შემადგენლობა:
30 მლ ბოთლი შეიცავს: N-აცეტილცისტეინი 1.8გ, ნატრიუმის ქლორიდი 0.9გ. შემავსებლები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.
1.4. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვისკოფლუ სწრაფად ამცირებს სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწოს წებოვნებასა და სიმკვრივეს. გამოიყენება ბლანტი ლორწოს წებოვნების შემცირების და ცხვირის ღრუდან გამოყოფისთვის.
ჰიპერტონული ხსნარი ქმნის ოსმოსურ წნევას, რომელიც განაპირობებს ჭარბი სეკრეტის დრენირებას ცხვირის ღრუდან და სინუსებიდან.
N-აცეტილცისტეინი – აცეტილცისტეინი ბუნებრივი ამინომჟავა L-ცისტეინის N-აცეტილირებული წარმოებული. იწვევს დისულფიდური ბმების დარღვევას ლორწოვანის გლიკოპროტეინებში სულფჰიდრილურ ჯგუფებს შორის და ავლენს მუკოლიზური ეფექტს მუკოიდურ და ლორწოვან - ჩირქოვან სეკრეტებზე.
2. გამოშვების ფორმა: სითხე 30 მლ შუშის ბოთლში, ვერტიკალური ნაზალური დისპენსერით და დამცავი თავსახურით.
3. გამოყენების მეთოდი
სწორად გამოყენებისთვის: მოხადეთ დამცავი თავსახური, დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად და ფრთხილად მოთავსეთ დისპენსერი ცხვირის ნესტოში. დააჭირეთ ორი თითი დისპენსერის ფუძეზე ნაჭდევებს 2-3 ჯერ. გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში. გაწმინდეთ დისპენსერი და მოარგეთ დამცავი თავსახური. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
3.1. დოზირება, გამოყენების მეთოდი და ხანგრძლივობა.
რეკომენდებული დოზირებაა 2-3 შესხურება თითო ნესტოში ორჯერ ან 3-ჯერ დღეში არაუმეტეს 10 დღისა, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმწვავეზე. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამოდენიმეჯერ, მინიმუმ ერთ კვირიანი შუალედების დაცვით მკურალობის კურსებს შორის. ვარგისია გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
3.2. გვერდითი ეფექტები
ჰიპერტონულმა ხსნარმა შეიძლება შესხურებისას გამოიწვიოს ბუნებრივი წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამოდენიმე წუთის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
4. შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C), მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლის და ტენისგან მოშორებით. პროდუქტი არ გამოიყენება, თუ ბოთლი გახსნილი ან დაზიანებულია.
5. სიფრთხილის ზომები
სპრეის გამოყენების შემდეგ ვისკოფლუ ნაზალურ სპრეის აქვს გოგირდის სუნი, რაც არანაირად არ ცვლის მის თვისებებს. გაწმინდეთ დისპენსერი ყოველი გამოყენების შემდეგ. მოარგეთ დამცავი თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ტოპიკური პროდუქტის პროლონგირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. თუ ეს ეფექტი გამოვლინდა, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. სითხე არ გადაყლაპოთ. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. ერთი და იგივე ბოთლის (დისპენსერის) გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ განაპირობებს ინფექციის ტრანსმისიას.
6. განადგურება
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესაბამისად.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account