Protargol - პროტარგოლი ხსნარი 2% 15მლ
ჩვენება: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი.
პროტარგოლის ხსნარი 2% წვეთები
სარეგისტრაციო ნომერი:
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: პროტარგოლის ხსნარი 2% წვეთები (Solutio Protargoli 2%)
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ვერცხლის პროტეინატი (Silver Proteinicum) ძირითადი სინონიმები: Argentoproteinum, Argentum Proteinicum, Protargolum, Strong Protargin, Strong Protein Silver, Strong Silver Protein.
წამლის ფორმა: ხსნარი.
შემადგენლობა 100 მლ-ზე აქტიური ნივთიერება: ვერცხლის პროტეინატი - 2,0 გ. დამხმარე ნივთიერებები: დისტილირებული წყალი - 100 მლ-მდე. აღწერილობა: უსუნო, მომწარო ან მწკლარტე გემოს მქონე ყავისფერი ხსნარი. პროტარგოლი შედგება ცილებისაგან, რომლებიც შეიცავენ 7,8-8,3% ვერცხლის იონებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური ხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები პროტარგოლის ხსნარი მიეკუთვნება ანტისეპტიკური ხსნარების ჯგუფს. წარმოადგენს ვერცხლის კოლოიდურ პრეპარატს. დაშლისას წარმოქმნის ვერცხლის იონების მცირე კონცენტრაციას. ფლობს მთრიმლავ, ანტისეპტიკურ და ანტიმიკრობულ მოქმედებას. ცილებთან აქტიური დაკავშირების უნარს განაპირობებს ვერცხლის მთრიმლავი თვისება, რაც აუცილებელია ანთების მეორე ფაზაში დაავადების სამკურნალოდ. ვერცხლის ანტიმიკრობული თვისებები აიხსნება მისი იონების უნარით დაბლოკოს ბაქტერიების ფერმენტების SH- ჯგუფები, ისინი თრგუნავენ ფოსფატების ათვისებას, ბაქტერიული უჯრედების დნმის ფუნქციას, აინჰიბირებენ ორგანული და არაორგანული ნივთიერებების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტს ბაქტერიის უჯრედში მათ დნმ-თან დაკავშირებით. ვერცხლი ავლენს მაღალ ბაქტერიოციდულ აქტივობას ზოგიერთი აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
დაუზიანებელ კანზე და ლორწოვან გარსზე წასმისას ვერცხლის შეწოვა არ ვლინდება. ვერცხლი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს ჭრილობიდან სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, რადგანაც ის ცუდად უკავშირდება ცილებს კანის დაზიანებულ უბანზე. ორგანიზმში შეღწეული ვერცხლი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით ნაწლავებიდან.
გამოყენების ჩვენება ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი.
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
გამოიყენება ადგილობრივად ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებზე წასასმელად. პრეპარატის 1-2 წვეთი ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოქმედება
ლორწოვანი გარსის მსუბუქი გაღიზიანება, რაც გამოიხატება წვის, ქავილის, ხორხის, ცხვირის სავალი გზების ტკივილის სახით.
ჭარბი დოზირება
ვერცხლის შემცველი პრეპარატების ჭარბი დოზის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგია - კანის (ნაცრისფერი-ცისფერი), ლორწოვანი გარსების, შინაგანი ორგანოების, თვალების პიგმენტაციის სახით. სამკურნალო დოზებში პრეპარატი არ ფლობს რაიმე ტოქსიკურ ზემოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პროტარგოლის 2%-იანი ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული 3-5 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პირის სიმშრალე, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია, ასევე კანისა და ლორწოვანი გარსების ფერის შეცვლა მონაცისფრო-მოცისფრო ფრად. პროტარგოლის 2%-იანი ხსნარი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან უმრავლეს შემთხვევაში პროტარგოლის 2%-იანი ხსნარის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, ურთიერთზემოქმედების მონაცემები მოწოდებული არ არის. მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ თქვენ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს.
შეფუთვა 15 მლ პლასტმასის, შუქგაუმტარ ფლაკონში საწვეთურით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, შუქისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ვარგისობის ვადა - 18 თვე
აფთიაქიდან გაცემის წესი. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account