Afrin - აფრინი ნაზალური სპრეი 0.05% 15მლ

განსაკუთრებული ფასი 10,58 GEL რეგულარული ფასი 21,15 GEL
მარაგშია
SKU
85346_1652

ჩვენება:მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის (სურდოს) მოვლენებით,მწვავე ალერგიული რინიტისას.

აფრინი®, 0,05 %, ნაზალური სპრეი

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენების წინ სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რამდენადაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართის, მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების სიზუსტით.

შეინახეთ ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა, კიდევ დაგჭირდეთ წასაკითხად.

თუ გჭირდებათ დამატებითი ცნობები ან რეკომენდაციები, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.

რაიმე არასასურველი რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 განყოფილებაში.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება 3 დღის განმავლობაში ან იგი გაუარესდება, უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს პრეპარატი აფრინი® და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ.

3. პრეპარატ აფრინის® გამოყენება.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები.

5. პრეპარატ აფრინის® შენახვა.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები.

  1. რას წარმოადგენს პრეპარატი აფრინი® და რისთვის გამოიყენება.

პრეპარატი აფრინი®, ნაზალური სპრეი, შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ოქსომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ოქსიმეტაზოლინი იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების, დანამატი წიაღების და ევტაქის მილის შევიწროებას, რასაც თან სდევს შეშუპების შემცირება და ცხვირით სუნთქვის შემსუბუქება.

სამკურნალწამლო პრეპარატის შემადგენლობაში დამხმარე ნივთიერებების (მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა და პოვიდონი K29-32) არსებობის ხარჯზე პრეპარატი აფრინი® ცხვირის არხებში შეყვანისას უფრო ბლანტი ხდება (გადაიქცევა გელად) და ცხვირის ლორწოვან გარსებზე უფრო ეფექტურად ჩერდება, ვიდრე წყალხსნარი.

კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად სამკურნალწამლო პრეპარატი მოქმედებას იწყებს 1 წუთის განმავლობაში და მოქმედებს 12 საათამდე.

გამოყენების ჩვენებები

სამკურნალწამლო პრეპარატი აფრინი® ნაჩვენებია გამოსაყენებლად მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში:

  • მწვავე რესპირატორული დაავადებებისას რინიტის (სურდოს) მოვლენებით;
  • მწვავე ალერგიული რინიტისას;
  • ვაზომოტორული რინიტის გამწვავებისას (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება ცხვირის გაჭედვა ან ჭარბი გამონადენი, რომლებიც არაა დაკავშირებული რაიმე ალერგიასთან ან ინფექციასთან);
  • სითხის გადინების აღდგენისთვის (დრენაჟი) ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებისას (სინუსიტებისას), ევსტაქიისას (სასმენი მილის ლორწოვანი გარსის და დაფის ღრუს ანთება), შუა ოტიტისას;
  • ცხვირის ღრუში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ შეშუპების თავიდან ასარიდებლად.

თუ გაუმჯობესება არ მოხდა 3 დღის განმავლობაში ან იგრძენით გაუარესება, საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

  1. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პრეპარატი აფრინი®:

  • თუ გაქვთ ალერგია ოქსიმეტაზოლინზე ან ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცელ-ჩანართის მე-6 განყოფილებაში;
  • თუ გაქვთ ატროფირებული (მშრალი) რინიტი;
  • თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • თუ ჩაგიტარდათ ტრანსფენიოდალური ჰიპოფიზექტომია;
  • თუ გქონდათ ქირურგიული ჩარევა ტვინის მყარ გარსზე (ანამნეზში);
  • თუ გაქვთ ცხვირის კარიბჭის მიდამოში კანის და ლორწოვანი გარსის ანთება.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ აფრინის® გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს, თუ გაქვთ:

- მომატებული თვალის შიდა წნევა,

- ქრონიკული გულის უკმარისობა,

- მწვავე გულსისხლძარღვთა დაავადებები ან მწვავე მარცხენა პარკუჭის უკმარისობა (რომელიც ვლინდება ქოშინით, სწრაფი დაღლით და ა.შ.),

- არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა),

- სტენოკარდია (დისკომფორტის გრძნობა ან მოჭერითი ტკივილი მკერდში),

- არითმია (გულის შეკუმშვის დარღვევა),

- ქრონიკული თირკმლის უკმარისობა,

- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია კლინიკური სიმპტომებით (შარდის შეკავება),

- გამოხატული ათეროსკლეროზი,

- ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება),

- შაქრიანი დიაბეტი,

- ფეოქრომოციტომა (ჰორმონალურ-აქტიური სიმსივნე),

- ტაქიკარდია (გულის შეკუმშვის სიხშირის გაზრდა),

- პორფირია (პიგმენტური დარღვევა),

- მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორების მიღების აუცილებლობა (მათ შორის წინა 2 კვირის და მათი შეწყვეტიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში), აგრეთვე ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და სხვა პრეპარატებისა, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მატებას;

- თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ (უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია აღწერილია ქვეგანყოფილებაში „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

აუცილებელია უფრთხილდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი აფრინი® არ არის განკუთვნილი 12 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის მისაღებად.

სხვა პრეპარატები და აფრინი®

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.

სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივი მიღების დროს იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროთილინის, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მიღების შეწყვეტიდან 14 დღიანი ინტერვალის ჩათვლით) ერთდროული გამოყენებისას - შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

ოქსიმეტაზოლინი ანელებს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შეწოვას და აგრძელებს მათ მოქმედებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, ამიტომ პრეპარატის მოხმარება ორსულებსა და მეძუძურ დედებში უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა არტერიული ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის მატება)არსებობისას ან პლაცენტარული სისხლის დინების (სისხლის მიმოქცევის დარღვევა პლაცენტაში, რომელიც გამოვლინდა ულტრაბგერითი გამოკვლევისას ან სხვა ხერხით) შემცირების ნიშნების გამოვლენისას. პრეპარატის დიდი დოზებით ხშირმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტარული სისხლის დინების შემცირება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან

რეკომენდებული დოზებით სწორი გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი აფრინი® გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე, თუმცა, ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, როგორიც არის თავბრუსხვევა, თავი მოარიდეთ ამ სახის საქმიანობებს.

პრეპარატი აფრინი® შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეუძლია გამოიწვიოს ლოკალური კანის რეაქციები.

  1. პრეპარატ აფრინის® გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები

1 შეფრქვევა ცხვირის ორივე ღრუში დღეში 1-2-ჯერ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები 12 წლის ზემოთ

დოზირების რეჟიმი იგივეა, რაც მოზრდილებში.

პრეპარატი აფრინი® უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არის რეკომენდებული დოზის გადამეტება.

შეყვანის გზა და ხერხი

მიიღება ინტრანაზალურად. ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ენერგიულად შევანჯღრიოთ სპრეის ფლაკონი. ნაზალური სპრეის პირველი გამოყენების წინ აუცილებელია მოვახდინოთ მისი <<კალიბრირება>> გამფრქვევის თავზე რამოდენიმეჯერ დაჭერის გზით.

გამოყენებისას დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში.

თერაპიის ხანგრძლივობა

პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 დღემდე. რეკომენდებულ დოზაში ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატი გამოიყენეთ არა უმეტეს 7 დღისა. თუ სიმპტომები ძლიერდება ან უკეთესობა არ დგება 3 დღის განმავლობაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის განმეორებითი კურსი შეიძლება ჩატარდეს რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც პრეპარატი არ გამოიყენება. პრეპარატის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას ცხვირის „გაჭედვის“ შეგრძნება შეიძლება ისევ გაჩნდეს ან გაუარესდეს. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

თუ პრეპარატი აფრინი® საჭიროზე მეტი გამოიყენეთ

ჭარბი ზედოზირების ან შემთხვევით მისი შიგნით მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს: გუგების გაფართოება ან შევიწროვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი (კანის ან ლორწოვანი გარსების სილურჯე), სხეულის ტემპერატურის მატება, სპაზმები, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა გახშირება), არითმია (გულის შეკუმშვათა სიხშირის, რითმის და თანმიმდევრობის დარღვევა), მომატებული არტერიული წნევა, ქოშინი, გულის გაჩერება, ჰალუცინაციები, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები, ფილტვების შეშუპება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება), არტერიული წნევის დაწევა, სუნთქვის გაჩერება და კომა).

შიგნით შემთხვევით მიღებისას ტარდება კუჭის გამორეცხვა და ინიშნება აქტივირებული ნახშირი.

თუ მიიღეთ ძალიან ბევრი პრეპარატი აფრინი®, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს უახლოესი საავადმყოფოს ექსტრენულ განყოფილებაში. შეძლებისდაგვარად თან წაიღეთ ფლაკონი, შეფუთვა და/ან ფურცელ-ჩანართი, რათა აჩვენოთ ექიმს, რომელი პრეპარატი მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ აფრინის® მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პრეპარატი აფრინი®

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული კითხვების არსებობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

  1. შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სხვა სამკურნალწამლო პრეპარატების მსგავსად, პრეპარატ აფრინს® შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველაში.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციებიდან - შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

  • კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში),
  • ჰალუცინაციები (განსაკუთრებით ბავშვებში),
  • სუნთქვის გაჩერება (ბავშვებში).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან:

არახშირად - შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 100-დან:

  • კვინკეს შეშუპება (ტუჩების, ქუთუთოების, პირის ლორწოვანის, ხორხის და სხ. შეშუპება),
  • ქავილი,
  • ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე,
  • ცემინება,
  • სისხლდენა ცხვირიდან.

იშვიათად - შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 1 000-დან:

  • შფოთვა,
  • გაღიზიანება,
  • ძილის დარღვევა (ბავშვებში),
  • უძილობა,
  • თავის ტკივილი,
  • თავბრუს ხვევა,
  • მხედველობის დარღვევა (თვალში მოხვედრისას),
  • არტერიული წნევის მატება,
  • გულისცემის შეგრძნება,
  • ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა გახშირება),
  • ცხვირის გაჭედვის შეგრძნება, რომელიც ჩნდება მას მერე, რაც გაივლის პრეპარატის მიღებისგან გამოწვეული ეფექტი (რეაქტიული ჰიპერემია),
  • გულისრევა.

ძალზე იშვიათად - შეიძლება წარმოეშვას არაუმეტეს 1 ადამიანს 10 000-დან:

  • მოუსვენრობა,
  • დაღლილობა,
  • ძილიანობა,
  • სედატიური ეფექტი.

უცნობია - არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოშობის სიხშირის გარკვევა შეუძლებელია:

  • ყელის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსების სიმშრალე,
  • ცხვირიდან გამოყოფილი სეკრეტის მოცულობის გაზრდა,
  • ეკზანთემა (გამონაყარი კანზე).

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

თუ პრეპარატ აფრინის® მიღებისას წარმოგეშვათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს ასევე ეხება არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით შევაგროვოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  1. პრეპარატ აფრინის® შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე, რათა ბავშვმა ვერ დაინახოს იგი. არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ (შენახვის ვადა), რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე სიტყვა „ვარგისია“-ს შემდეგ.

ვადის ამოწურვის თარიღს წარმოადგენს თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

არ ჩააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ მოიშოროთ თავიდან პრეპარატი, რომელიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები გარემის დაცვის საშუალებას იძლევა.

  1. შეფუთვის შემცველობა და სხვა ცნობები

პრეპარატი აფრინი® შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი; სპრეის 1 მლ შეიცავს 0,5 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, პოვიდონ-K29-32, ბენზალკონიუმის ქლორიდის 17%-იანი ხსნარი, მაკროგოლ-1450, ბენზილის სპირტი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა (ავიცელ RC-591), ლიმონის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატ აფრინის® გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ნაზალური სპრეი.

თეთრი ან თითქმის თეთრი გელისმაგვარი სუსპენზია დამახასიათებელი სუნით.

15მლ სპრეი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის 20 მლ ტევადობის ჰერმეტულად მოხუფულ გაუმჭვირვალე ფლაკონში, წვრილი გამფრქვევი დოზირების მექანიზმით და დამცავი თავსახურით, გადაჭიმული თერმოკუმშვადი აპკით პირველადი გახსნის კონტროლით. 1 ფლაკონი მუყაოს ყუთში გამოყენების ფურცელ-ჩანართთან ერთად.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy