მოლისანი ელექსირი 500მლ

განსაკუთრებული ფასი 29,55 GEL რეგულარული ფასი 40,64 GEL
მარაგშია
SKU
50065_2281
მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს....

მოლისანი ელექსირი - ზღვის ვარდისფერი მარილით

მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთუერებათა ცვლას. ხელს უწყობს შხამების, წიდების, დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს. მოლისანი ელექსირი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ხელს უშლის ალერგიულ რეაქციებს და დერმატიტებს, ამცირებს მათ ინტენსივობას.მოლისანი ელექსირი არეგულირებს არტერიულ წნევას, ხსნის სტრესს, თავის ტკივილს, აწესრიგებს ძილს, მკვეთრად ანელებს ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური შინაგანი და ადგილობრივი გამოყენების მცენარეული ელექსირი მოლისანი.

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.

უკუჩვენება: ინდივიდუალური შეუთავსებლობა, ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დემინერალიზებული წყალი, ზღვის ვარდისფერი (ჰიმალაის) მარილი, მცენარეული ეთერზეთები: ჩაის ხე, ევკალიპტი, პიტნა, მანუკა, ლიმონი, კანუკა, შაშკვლავი, ფორთოხალი, ცერეცო.

შინაგანად მისაღებად გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ეროზიები ∗ კოლიტი ∗ დიარეა ∗ შეკრულობა ∗ ნაწლავების ფუნქწციის დარღვევა ∗ მეტეორიზმი ∗ ჰიპერტონიული დაავადება ∗ კვებითი ინტოქსიკაცია ∗ დაქვეითებული იმუნიტეტი ∗ ძვალ-სახსრების ტკივილი ∗ წითელი ქარი.

შინაგანი დაავადებების მკურნალობის მიზნით მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური მაქსიმალური თერაპიული დოზა მიჩნეულია 70 მლ.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ეროზიები: მოლისანი ელექსირი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე 15-20 მლ. დღეში 3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში. ეს ხელს უწყობს რეაბილიტაციას კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. უკვე მეორე დღეს საგრძნობლად მცირდება ტკივილი, გულძმარვა, ნორმალიზდება მოტორიკა.
მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას თბილი (37°-39°) ცოცხალი წყალის მიღება.

დიარეა: მოლისანი ელექსირი მიღება 30-50 მლ ოდენობით, ზოგჯერ საჭიროა პროცედურის გამეორება 15-20 წუთის შემდეგ. .

შეკრულობა: იმ შემთხვევებში, თუ არ არის კუჭნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოების დაზიანება და კუჭის ევაკუაცია არის ნორმის ფარგლებში მოლისანი ელექსირი მიღება 10-15 მლ დღეში 5-6 ჯერ, 15-20 წუთში მიიღება თბილი (37°-39°) ცოცხალი წყალი 200- 250 მლ ოდენობით.

ცოცხალი წყალი უნდა დაილიოს ჭამამდე 30 წუთით ადრე. სასურველია ამ დროს ბოსტნეულის სალათების ჭამა, საუკეთესოა კომბოსტოს სალათი.

ნაწლავების ფუნქციის დარღვევა: მიზანშეწონილია მოლისანი ელექსირის მიღება 20-30 მლ ოდენობით, მხოლოდ 2 საათში 200-250 მლ თბილი (37°-39°) ცოცხალი წყალის დალევა.

მეტეორიზმი (გაზების წარმოქმნა): ვახშმამდე 30 წუთით ადრე მოლისანი ელექსირი მიიღება 20-30 მლ ოდენობით. როგორც წესი, 3-4 დღეში ხდება მდგომარების ნორმალიზება. სასურველია არ ჭამოთ ტკბილეულობა ძილის წინ. მიზანშეწონილია საკვების ულუფის შემცირება და საუკეთესოა ცილოვანი საკვების მიღება.

შინაგანი დაავადებების მკურნალობის მიზნით მოლისანი ელექსირი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღიური მაქსიმალური თერაპიული დოზა მიჩნეულია 70 მლ.

ჰიპერტონული დაავადება: მოლისანი ელექსირი ხელს უწყობს წნევის ნორმალიზაციას მისი მიღებისას 2-3 კვირის განმავლობაში.
მოლისანი ელექსირი მიიღება დილას უზმოზე, ჭამის წინ 30 წუთით ადრე 20-25 მლ-ის ოდენობით და ძილის წინ.

მოლისანი ელექსირი აუმჯობესებს პაციენტის განწყობას, ქრება ან მცირდება თავის ტკივილი, შუილი ყურებში.
მოლისანი ელექსირი ხელს უწყობს სისტოლური წნევის დაწევას წყლის სვეტის 10-20 მმ, ზოგჯერ წყლის სვეტის 40 მმ.

ხშირ შემთხვევებში მოქმედების დადებითი ეფექტი საგრძნობია მოლისანი-ელექსირის მიღებიდან უკვე 1-2 საათში.

სავლებად ან გამორეცხვის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ანგინა ∗ ქრონიკული ტონზილიტი ∗ ფარინგიტი ∗ ლარინგიტი ∗ ყელის ტკივილი ∗ სინუსიტი ∗ გრიპი ∗ სურდო ∗ რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა ∗ სტომატიტი ∗ გინგივიტი ∗ პაროდონტოზი ∗ კბილის ტკივილი ∗ არასასიმოვნო სუნი პირის ღრუში ∗ ვირუსული პოლიპები ცხვირში ∗ ყურის ტკივილი ∗ ჰერპესი

კანზე და ლორწოვანზე ხმარების დროს დოზა შეზღუდული არ არის.

ანგინა, ქრონიკული ტონზილიტი, ყელის ტკივილი, ლარინგიტი, სინუსიტი, პაპილომა ვირუსი ცხვირში: სამი დღის განმავლობაში დღეში 5-6 ჯერ და აუცილებლად ჭამის შემდეგ, ყელი უნდა გამოვივლოთ თბილი მოლისანი-ელექსირით. სურდოს შემთხვევაში, გამოირეცხეთ ცხვირ-ხახაც. ყოველი გამორეცხვის, 25-30 წუთის შემდეგ, დალიეთ 100 - 200 მლ. სუფთა კარგი ხარისხის წყალი, ან თბილი (37°-39°) ცოცხალი წყალი.

გარდა ამისა დაავადების პირველი დღიდანვე ნუშისებური ჯირკვლები უნდა ჩაირეცხოს თბილი მოლისანით. ჩარეცხვა მოსახერხებელია სამედიცინო შპრიცით ნემსის გარეშე. გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

პირველივე დღეს დაიწევს ტემპერატურა, დაავადება გადის 2-3 დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში მომდევნო დღეს. ერიდეთ გაცივებას, ისაუბრეთ დაბალ ხმაზე, სასარგებლოა “C” და “B” ჯგუფის ვიტამინებისა და პოლივიტამინების მიღება. მოერიდეთ ცხარე და უხეშ საკვებს.

როგორ გამოვივლოთ სწორად ყელი მოლისანი ელექსირით? გამოსავლები მოლისანი უნდა იყოს საკმაოდ ცხელი 37°-40°. მოლისანის
გაცხელება შეიძლება მისი ჩასხმით ფინჯანში და მისი მოთავსებით ცხელ წყალში. გაითვალისწინეთ, რომ გაცხელბული მოლისანი მალე კარგავს თავის თვისებებს და არ ინახება. გააცხელეთ მხოლოდ პროცედურებისთვის აუცილებელი რაოდენობა.

სასარგებლოა ასევე მოლისანი ელექსირით ცხვირ ხახის გამოვლება, ამისათვის მოლისანი ელექსირი უნდა დაისხათ ხელის გულზე, და შეისრუტოთ ცხვირით. ხსნარის ტემპერატურა უნდა იყოს 37° - 40°. თუ ცხვირის გამოვლებისას მისი ლორწოვანი დაგეშუშხათ შეიძლება მოლისანის ოდნავ განზავება ცხელი ანადუღარი წყლით. სასურველია გამოვლება ჩაატაროთ ჭამის შემდეგ, პროცედურის დამთავრებისას გარკვეული დრო არაფერი არ უნდა შეჭამოთ ვინაიდან ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაგეყაროთ.
თუ გინდათ მიიღოთ მნიშვნელოვანი ეფექტი ყელი უნდა გამოივლოთ 4-5 ჯერ დღეში ან უფრო ხშირადაც.

ყურის ტკივილი: ყური ფრთხილად გამოიბანეთ თბილი მოლისანი- ელექსირით, ბამბით ამოიშრეთ სითხის ნარჩენები. დაიდეთ თბილი მოლისანით გაჟღენთილი ტილო და დაითპუნეთ. გამონადენი და ჩირქი მოიწმინდეთ მოლისანში დასველებული ბამბით. გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ერიდეთ გაცივებას, არ მოიხოცოთ ცხვირი, უმკურნალეთ სურდოს.

გრიპი, ვირუსი: პირველ დღეს რეკომენდირებულია უჭმელობა (ორგანიზმმა არ უნდა დახარჯოს ენერგია საკვების გადასამუშავებლად, არამედ უნდა მიმართოს იგი ვირუსებთან საბრძოლველად). პერიოდულად დღეში 6-8 ჯერ უნდა გამოივლოთ ცხვირი, პირი, ყელი თბილი მოლისანით. თუ ცხვირის გამორეცხვა გიჭირთ, მოლისანი შეგიძლიათ განაზავოთ ანადუღარ წყალში (2 ნაწილი მოლისანი + 1 ნაწილი თბილი 9

წყალი). გრიპი გადის 1-2 დღეში, მსუბუქდება მისი შედეგებიც, განსაკუთრებით მოლისანს თუ ნანო ვერცხლს და ცოცხალი წყალს დაახმართ.

სურდო: 2-3 -ჯერ მოლისანით გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ თანდათანობით შესრუტვით. ბავშვებს ცხვირში უნდა ჩაუწვეთოთ მოლისანი ელექსირი პიპეტით. დღის განმავლობაში შეიძლება პროცედურის რამოდენიმეჯერ განმეორება საჭიროების მიხედვით. ბანალური სურდო გადის 10-20 წუთში.

მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკა. გაცივებები ეპიდემიის დროს: პერიოდულად კვირაში 3-4 ჯერ, საჭიროებისამებრ კი ყოველდღე, დილა- საღამოს, (სამსახურიდან დაბრუნებისას) მოლისანი ელექსირით გამოირეცხეთ
პირის ღრუ და ცხვირის ღრუ და ყელი. ინფექციურ ავადმყოფთან კონტაქტისას, პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში ყოფნისას ეს პროცედურები ჩაიტარეთ დამატებით. სასურველია სახლში ხელ-პირი დაიბანოთ პრეპარატ მოლისანით. იღუპება მიკრობები, ბაქტერიები, შესაძლებელია დაავადების აცილება. პროფილაქტიკის დროს სასურველია ნანო ვერცხლის და ცოცხალი წყალის მიღება.

ჰერპესი: გამოირეცხეთ პირისა და ცხვირის ღრუ მოლისანი ელექსირით. ჰერპესის შემცველი ბუშტუკები მოაცილეთ მოლისანით დასველებული ბამბით.
შემდგომ, დღის განმავლობაში 7-8 ჯერ 3-4 წუთით დაიფინეთ დაზიანებულ ადგილზე მოლისანის ტამპონი.გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

მკურნალობის დროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას და დააჩქარებს ჰერპესის მოშორებას ნანო ვერცხლის და ცოცხალი წყალის მიღება.

სტომატიტი, პარადონტიტი, გინგივიტი, კბილის ტკივილი: ამ დაავადებას იწვევს ბაქტერიები ან ვირუსები, უხარისხო ბჟენი, გვირგვინი, ნალექი კბილებზე. ამისათვის პირველ რიგში უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა. რეგულარულად და სწორად გაისუფთაოთ კბილები, ყოველი ჭამის შემდეგ საჭიროა რამდენჯერმე 1-2 წუთით გამოივლოთ მოლისანი ელექსირით კბილები და პირის ღრუ. პირის ღრუს დაზიანებულ ლორწოვანზე 5 წუთის განმავლობაში დაიდეთ მოლისანი ელექსირიანი ბამბის ლილვაკი. სასარგებლოა პერიოდულად ღრძილების მასაჟი. გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

კბილის ტკივილის დროს 10-20 წუთის განმავლობაში გამოივლეთ პირის ღრუ მოლისანი ელექსირით. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. პროფილაქტიკის მიზნით შესაძლებელია მოლისანის ყოველდღიურად გამოყენება. გაითვალისწინეთ რომ მოლისანი მცენარეული საშუალებაა და მოითხოვს ინტენსიურ გამოყენებას.

მცირდება და წყდება სისხლდენა ღრძილებიდან, თანდათანობით ცილდება ქვები, ქრება უსიამოვნო სუნი. კბილის ტკივილი კი გადის შედარებით მალე.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy