Menovasine - მენოვაზინი სპრეი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 4,97 GEL რეგულარული ფასი 6,90 GEL
მარაგშია
SKU
64669_136
გამოყენების ჩვენებები: - ნევრალგია - კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილი (მიალგია, ართრალგია) - ქავილით მიმდინარე დერმატოზები

გამოყენების ინსტრუქცია

მენოვაზინი
MENOVASIN

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა: გ/100 მლ
აქტიური ნივთიერებები:
მენთოლი 2,5 გ
ნოვოკაინი (პროკაინი) 1,0 გ
ანესთეზინი 1,0 გ
არააქტიური სუბსტანცია:
ეთანოლი 70% 100 მლ ხსნარის მიღებამდე.

აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე სითხე მენთოლის სუნით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ათქ კოდი: D04AB

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.
პრეპარატში შემავალი მენთოლი კანზე დატანისას იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას და კანის ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოებას, ახდენს სიცივის შეგრძნებით მიმდინარე ტკივილგამაყუჩებელ და ქავილის შემამსუბუქებელ მოქმედებას. აძლიერებს პროკაინის და ანესთეზინის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.
პროკაინი - ადგილობრივი სააანესთეზიო საშუალება ზომიერად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ახდენს ნატრიუმის არხების დაბლოკვას, რითიც აფერხებს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებში იმპულსების აღმოცენებას და მათ გადაცემას ნერვული ბოჭკოებით.
ანესთეზინი – ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებაა ზედაპირული ანესთეზიისათვის. ხელს უშლის ტკივილის იმპულსების წარმოქმნას ნერვულ დაბოლოებებში და მათი ნერვული ბოჭკოებით გატარებას.

გამოყენების ჩვენებები:
- ნევრალგია
- კუნთოვანი და სახსროვანი ტკივილი (მიალგია, ართრალგია)
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები

მიღების წესი და დოზირება:
მენოვაზინი გამოიყენება გარეგანად დღეში 2-3-ჯერ კანის მტკივნეული ადგილების დასაზელად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არაუმეტეს 3-4 კვირისა. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი.
ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში იშვიათად შესაძლოა განვითარდეს – ზოგადი სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის კომპონენტები (პროკაინი, ანესთეზინი) ასუსტებენ სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიული მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენება დაზიანებულ და ალერგიის ნიშნების მქონე კანზე, სახის კანზე.
სიფრთხილით გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მონაცემები არ მოიპოვება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:
არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა:
100 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი გამფრქვევი საცმის და დამცავი ხუფის მქონე პოლიეთილენის ფლაკონში.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
სს "თბილქიმფარმი"
საქართველო, თბილისი, წულაძის ქ. #34
ტელ: +99532 277 85 87

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy