Pileje Lactibiane - პილეჟე ლაქტიბიენ აიმედია 4 სტიკი
ჩვენება: მწვავე დიარეის, გასტროენტერიტით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა.
პილეჟე ლაქტიბიენ აიმედია 4 სტიკი
მწვავე დიარეის, გასტროენტერიტით გამოწვეული დისბაქტერიოზის მკურნალობა
შემადგენლობა:
1 ოროდისპერსული სტიკი შეიცავს: 30 მილიარდი 4 მიკრობიოტული შტამი (რძემჟავა ფერმენტები) - Bifidobacterium longum LA101; Lactobacillus helveticus LA102; Lactococcus lactis LA103; Streptococcus thermophilus LA104;
ფარმაკოლოგიური თვისებები:
· ლაქტიბიენ აიმედია წარმოადგენს კარგად ბალანსირებულ უმაღლესი ხარისხის ძლიერმოქმედ პრობიოტიკს, რომლის შემადგენლობაში შედის 30 მილიარდი ლაქტო და ბიფიდობაქტერიების 4 შტამი, რომლიც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის სწრაფად აღდგენასა და შენარჩუნებას.
· ხელს უშლის დუღილის პროცესების განვითარებას
· აფერხებს და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას
· უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას
ბიფიდო და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის, აღადგენენ ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს, მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში, არეგულირებენ PH გარემოს, ელექტროლიტურ ბალანსს, აფერხებენ ტოქსინების, ალერგენების და პათოგენების შეწოვას, არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აქვთ დეტოქსიკაციური მოქმედება - ახდენენ ტოქსიური ნივთიერებების და მეტაბოლიტების ნეიტრალიზებას.
ჩვენება:
· მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული)
· მწვავე ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტი
· ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეის მკურნალობა და პრევენცია;
· ნაწლავური დისბაქტერიოზი
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
დოზირება:
ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში - თითო სტიკი დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე, მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. აქვს ორცხობილას სასიამოვნო გემო, არ საჭიროებს წყლის მიყოლებას.
გამოშვების ფორმა:
N4 ოროდისპერსული სტიკი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
მწარმოებელი: ლაბორატორია პილეჟე - PiLeJe Laboratoire - საფრანგეთი.
ასევე, იხილეთ : Pileje - პილეჟე ბეიბიბიენ აიმედია 7 საშეტი
რაოდენობა | 4 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account