LactaPrev - ლაქტაპრევი წვეთები 15მლ

განსაკუთრებული ფასი 41,68 GEL რეგულარული ფასი 43,88 GEL
მარაგშია
SKU
72979_2099

ჩვენებები:რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტაზის უკმარისობა და ნაწლავური კოლიკა. 

ლაქტაპრევი
ფერმენტი ლაქტაზა, საკვები დანამატი - 15მლ წვეთები
ლაქტაპრევი -საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტაზის უკმარისობა და ნაწლავური კოლიკა. გამოიყენება პერორალურად დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად.
ლაქტაპრევი შეიცავს მაღალაქტიურ, მცენარეული წარმოშობის ლაქტაზას, რომელიც მიღებულია Aspergillus oryzae-სგან. Aspergillus oryzae- წარმოადგენს ლაქტაზის სტაბილურ ბიოლოგიურ წყაროს. ლაქტაპრევი მდგრადია კუჭის მჟავე არეში და ინარჩუნებს აქტივობას PH მკვეთრი ცვალებადობის დროსაც.
ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს ლაქტოზის ჰიდროლიზს რძეში. ლაქტაპრევი გამოიყენება ძუძუთი ან ხელოვნური კვების დროს.
როდესაც უკვე ფერმენტი ლაქტაზა საკმარისად გამომუშავდება, შეგვიძლია ნელნელა შევწყვიტოთ საკვები დანამატის მიღება.ამ პერიოდში თუ სიმპტომები გამწვავდება უნდა დავუბრუნდეთ საწყის დოზირებას.
ლაქტაპრევი შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან: მისი მთავარი კომპონენტია - ფერმენტი ლაქტაზა.
ბოთლი შეიცავს: ( 15მლ) ლაქტაზას 8.535 მლ, გლიცერინს - 3.750 მლ, წყალს - 2.580 მლ.

შემადგენლობა: ლაქტაზა - 56.9%, გლიცერინი - 25%, წყალი - 17.2%, სტაბილიზატორი- კალიუმის ქლორიდი- 0.9%.
ლაქტაპრევი რეკომენდებულია დაემატოს რძეს, რომელიც არის ზომიერად თბილი ან ოთახის ტემპერატურის ( არა ცივი და ცხელი რძისთვის).
ყოველთვის გაითვალისწინეთ გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც მოცემულია ანოტაციაში.
ლაქტაპრევი გამოყენებული შეიძლება იყოს, როგორც ხელოვნური კვების ფორმულაში, ასევე ძუძუთი კვების დროს ( დედის რძით).
დედის რძით: 60-90მლ დედის რძე ჩაასხით სტერილურ ჭურჭელში, დაამატეთ 5-6 წვეთი ლაქტაპრევი და მიეცით ახალშობილს, ძუძუთი კვების დაწყებამდე, შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძეთ ძუძუთი კვება.
ხელოვნური კვების ფორმულა: საკვები მოამზადეთ ინსტრუქციის შესაბამისად, 60-90მლ-ს დაამატეთ 5-6 წვეთი ლაქტაპრევი, დარწმუნდით რომ იგი რეკომენდებულ ტემპერატურაზეა. მიღებამდე აურიეთ მასა.
დამზადებული ნარევი ინახება მაცივარში 4 საათის განმავლობაში.
გამონაკლისის შემთხვევაში, როდესაც ბავშვი უფრო მეტ დისკომფორტს გრძნობს, საკვები დანამატის წვეთები შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 9 წვეთით ცხრილში მითითებული დოზირების მიხედვით.
ლაქტაპრევი უნდა მოიხსნას თანდათანობით, დაიწყეთ მითითებული დოზის თითო წვეთით შემცირება, სანამ მთლიანად ამოიღებთ მას. თუ კოლიკა ისევ გაუგრძელდა სასურველია დაუბრუნდეთ საწყის სქემას.
თუ ჩივილები არ მოიხსნა, სასურველია მიმართოთ ექიმს.
15მლ ლაქტაპერვით შესაძლებელია მომზადდეს 37 კვება.

ასაკი

რძის რაოდენობა ერჯერადი მიღების

დროს მლ-ში

კოლიპრევის რაოდენობა თითოეული  კვების დროს ლაქტაზას რაოდენობა თითოეული მიღების დროს ALU*
0–2 კვირა 60–90 5 წვეთი 750
3–4 კვირა 120 6 წვეთი 900
1–2 თვე 150 8 წვეთი 1200
3–4 თვე 180 9 წვეთი 1350

*1ALU=0.333მკლ    ALU -ლაქტაზის ერთეული
1 მლ=20 წვეთი   1წვეთი =150 ALU

გვერდითი ეფექტი: ინდივიდუალური მგრძნობელობა ლაქტაპრევის შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25 °С-ზე. გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში.

შეფუთვა: 15მლ ბოთლი, წვეთების სახით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy