ჰეპა-მერცი - Hepa-Merz 5 გ 10 მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 191,27 GEL რეგულარული ფასი 239,08 GEL
მარაგშია
SKU
93219_349

ჩვენება: ღვიძლის დეტოქსიფიკაციის უნარის დარღვევით გამოწვეული (მაგ. ღვიძლის ციროზი) გართულებებისა და თანმხლები დაავადების მკურნალობა.

ჰეპა-მერცი 5 გ/10 მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

აქტიური ნივთიერება: ორნითინ-ასპარტატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

·       საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

·       დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ფარმაცევტს.

·       ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი სხვა პირისათვის გადაცემა, ამან შესაძლოა ავნოს სხვა ადამიანებს, მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები მსგავსია. 

·       თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა მიემართოს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს დახმარებისთვის. ეს შეეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული. იხ. ნაწილი 4. 

ინსტრუქციაში მოცემულია:

1.   რა არის ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და რისთვის გამოიყენება იგი

2.   რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე

3.   ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5.   ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი

6.   შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.

1.   რა არის ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და რისთვის გამოიყენება იგი

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ამიაკის დეზინტოქსიკაციის სტიმულირების მიზნით შარდოვანას სინთეზის გაზრდის გზით ღვიძლში. გარდა ამისა, ის ეხმარება ქსოვილებში ამიაკის დეტოქსიკაციას, მათ შორის, ღვიძლის გარეთ (ექსტრაჰეპატურად).

გამოყენების ჩვენებები: 

ღვიძლის დეტოქსიფიკაციის უნარის დარღვევით გამოწვეული (მაგ. ღვიძლის ციროზი) გართულებებისა და თანმხლები დაავადების მკურნალობა ენცეფალოპათიის სიმპტომებით სისხლში ამიაკის მომატებული დონით ან მის გარეშე.

ასევე, იხილეთ: Hepa-Merz - ჰეპა მერცი 5გ 30 პაკეტი

2.  რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე?

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება

-    თუ პაციენტი ალერგიულია ორნითინ-ასპარტატის მიმართ

-    თუ სახეზეა თირკმლის მძიმე უკმარისობა (შრატის კრეატინინი > 3 მგ/100 მლ).  

სპეციალური სიფრთხილის ზომები ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღებისას

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს. 

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მაღალი დოზების გამოყენებისას უნდა მოხდეს შრატსა და შარდში შარდოვანას დონის კონტროლი. 

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში, გულისრევისა და ღებინების პრევენციის მიზნით, აუცილებელია ინფუზიის სიჩქარის ინდივიდუალური რეგულირება.

ბავშვები და მოზარდები

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისთვის, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები.

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და სხვა მედიკამენტები

უნდა მოხდეს ექიმის ან სამედიცინო პერსონალის ინფორმირება იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდა ან გეგმავს სხვა მედიკამენტის მიღებას. 

აქამდე უცნობია სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები. 

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მკაცრად უნდა იქნას დაცული ექიმის მითითებები კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის, ასევე, ალკოჰოლის აკრძალვის შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ორსულია, ან მეძუძური, ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად, ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. 

ორსულობის დროს ჰეპა-მერცის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენებას წყვეტს ექიმი. 

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად აქტიური ნივთიერება დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რისკ-სარგებელის ყურადღებით შეფასების შემდეგ. 

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

პაციენტის დაავადების გათვალისწინებით შესაძლოა შეიზღუდოს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარები ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარით მკურნალობის პერიოდში. 

3.  ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მიღების წესი

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად პაციენტს უკეთდება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ. ექიმი გადაწყვეტს რა რაოდენობით პრეპარატის მიღებაა საჭირო პაციენტისთვის და როდის.

გამოყენება მოზრდილებში:

რეკომენდირებული დოზა არის დღეში 4 ამპულა (20 გ ორნითინ-ასპარტატი/დღეში), თუ არ არის დანიშნული სხვაგვარად ექიმის მიერ.

ცნობიერების დარღვევის საწყის ეტაპზე (პრე-კომა) და ცნობიერების დაბინდვის (კომა) შემთხვევაში, დოზა მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება გაიზარდოს 8 ამპულამდე (40 გ ორნითინ-ასპარტატი) 24 საათის განმავლობაში. 

ინფუზიის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს ორნითინ-ასპარტატის 5  გ საათში (1 ფლაკონის ექვივალენტური). 

ინტრავენური თერაპია უნდა გაგრძელდეს (ზოგადად დაახლოებით 1 კვირა) კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდეგ ჰეპა-მერცის გრანულებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 4-6 კვირა. 

მიღების წესი

ინტრავენური გამოყენებისთვის.

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილია ვენაში ინფუზიისთვის და ინიშნება ინტრავენურად მუდმივი წვეთოვანი ინფუზიის სახით. ჩვეულებრივ, ინფუზიისთვის გამოიყენება მხრის ვენა.

ჰეპა-მერცის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად თავისუფლად შეიძლება შეერიოს ჩვეულებრივ ინტრავენურ ხსნარებს. აქამდე უცნობია რაიმე შეუთავსებლობები განზავებასთან დაკავშირებით. თუმცა ექიმმა უნდა მოამზადოს ხსნარი უშუალოდ გამოყენების წინ. 

საუკეთესო ვენური ტოლერანტობისათვის რეკომენდებულია არა უმეტეს 6 ამპულის განზავება 500 მლ საინფუზიო ხსნარში. 

დაუშვებელია ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეყვანა არტერიაში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისთვის, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი მონაცემები.

თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ორნითინ-ასპარტატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ტოქსიკურობის ნიშნები არ გამოვლენილა. 

ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია სიმპტომური მკურნალობის დაწყება. 

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს. 

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ეს მედიკამენტიც ასევე იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების სიხშირე განმარტებულია შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი ვითარდება 1-ზე მეტ პაციენტში 10-დან
ხშირი ვითარდება 1-ზე ნაკლებში 10-დან მაგრამ 1-ზე მეტში 100 პაციენტიდან
არახშირი ვითარდება 1-ზე ნაკლებში 100-დან, მაგრამ 1-ზე მეტში 1000-დან
იშვიათი ვითარდება 1-ზე ნაკლებში 1000-დან, მაგრან 1-ზე მეტში 10 000-დან
ძალიან იშვიათი ვითარდება 1-ზე ნაკლებში 10 000-დან
უცნობი სიხშირის განსაზღვრა ვერ მოხერხდა არსებული მონაცემების საფუძველზე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

არახშირი: გულისრევა

იშვიათი: ღებინება

უცნობია: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.

გვერდითი ეფექტები როგორც წესი გარდამავალი ხასიათისაა, არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას და ჩვეულებრივ ექვემდებარება დოზის შემცირებას.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. ეს შეეხება, ასევე, გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში მითითებული.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი ეხმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში. 

5.   ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შენახვის წესი

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

სინათლისაგან დასაცავად ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატო არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია მუყაოს შეფუთვაზე. ვადად ითვლება მოცემული თვის ბოლო დღემდე.

მოწოდებულია ერთჯერადი გამოყენებისთვის, ნარჩენი შიგთავსი უნდა განადგურდეს. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის შესახებ უნდა ეცნობოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6.   შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ჰეპა-მერცი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ორნითინ-ასპარტატი.

1 ამპულა 10 მლ მოცულობით შეიცავს 5 გ ორნითინ-ასპარტატს თხევად ხსნარში.

დამხმარე ნივთიერებაა საინექციო წყალი. 

ჰეპა-მერცი კონტენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფორმა და შეფუთვა:

გამჭვირვალე, უფეროდან ღია მოყვითალომდე შეფერილობის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. 

10 ამპულა. თითოეული 10 მლ მოცულობით. 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით. 

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy