ALLOCHOL - ალოხოლი 10 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება ჰეპატიტისას, ქოლანგიტისას, უკენჭო (არაკალკულოზური) ქოლეცისტიტისას, ჰიპოკინეტიკური ტიპის სანაღვლე გზების დისკინეზიისას, ატონური შეკრულობისას, პოსტქოლეცისტექტომური სინდრომისას.
ალოხოლი
სავაჭრო დასახელება:ალოხოლი
სამკურნალწამლო ფორმა:გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა:
ერთ ტაბლეტზე:
აქტიური ნივთიერებები:მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაღველი მშრალი - 80 მგ, ხმელი ნიორი - 40 მგ; ნახშირი აქტივირებული - 25 მგ; ჭინჭრის ფოთლები - 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები (ბირთვი):მაგნიუმის ოქსიდი (მაგნიუმის ჟანგი) – 11 მგ, კარტოფილის სახამებელი - 43 მგ, ტალკი - 3 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი) - 1 მგ, კალციუმის სტეარატი - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები (გარსი): საქაროზა (შაქარი) – 164 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი (მაგნიუმის კარბონატი ძირითადი) – 35 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური (აეროსილი) – 2 მგ, ტიტანის დიოქსიდი - 3 მგ, პოვიდონი (პოლივინილპიროლიდონი) – 2 მგ, ტალკი - 3 მგ, საღებავი ტროპეოლინი О – 0,04 მგ, ფუტკრის ცვილი - 0,2 მგ.
აღწერილობა:მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ღია ყვითელი ფერის გარსით. განივ კვეთაზე აისახება სამი ფენა: ბირთვი - ნაცრისფერი-შავი ფერის ჩართვებით; შუა ფენა - თეთრი ფერის და გარე ფენა - ღია ყვითელი ფერის.
იხილეთ ბლოგი: ალოხოლი — წამალი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:ნაღვლმდენი საშუალება
ATX-კოდი: A05AX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაღველმდენი (ხოლეკინეტიკური და ხოლერეტიკური) საშუალება, ამცირებს ლპობის და ფერმენტაციის პროცესებს ნაწლავებში. აძლიერებს ღვიძლის სეკრეტორულ ფუნქციას, რეფლექტორულად ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) ორგანოების სეკრეტორულ და მამოძრავებელ აქტიურობას.
აძლიერებს ნაღველისა და ნაღვლის მჟავების წარმოქმნას.
ნაღველის მოქმედება განპირობებულია რეფლექტორული გავლენით ღვიძლის პარენქიმის სეკრეტორულ ფუნქციაზე. ნაღველი ასევე აძლიერებს კნტ-ის სეკრეტორულ და მამოძრავებელ ფუნქციას.
ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ნიორი, აძლიერებენ კნტ-ის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას, ასტიმულირებენ ნაღვლის სეკრეციას.
ჭინჭრის ფოთლებს აქვთ ნაღვლისმდენი და ანთებისაწინააღმდეგო თვისებები.
აქტივირებული ნახშირი წარმოადგენს ადსორბენტს, რომელიც აკავშირებს ტოქსიკურ ნივთიერებებს კნტ-ში.
ფარმაკოკინეტიკა
ალოხოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ალოხოლის შემადგენელი ქოლის და ხენოდეზოქსიქოლის მჟავები განიცდიან მეტაბოლიზმს ღვიძლში: კონიუგირებენ ამინომჟავებთან, სეკრეტირდებიან ნაღველში, საიდანაც ისევ გამოიყოფა ნაწლავებში, შემდეგ ნაწილობრივ რეაბსორბირდებიან; დანარჩენი ნაწილი გამოიყვანება ნაწლავებიდან.
გამოყენების ჩვენებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ქრონიკული რეაქტიული ჰეპატიტისას, ქოლანგიტისას, უკენჭო (არაკალკულოზური) ქოლეცისტიტისას, ჰიპოკინეტიკური ტიპის სანაღვლე გზების დისკინეზიისას, ატონური შეკრულობისას, პოსტქოლეცისტექტომური სინდრომისას.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდებში შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით, როდესაც დედისთვის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგძნობელობა, კალკულოზური ქოლეცისტიტი, ობტურაციული სიყვითელე, მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე დისტროფია, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწავების ფაზაში), მწვავე პანკრეატიტი, საბავშვო ასაკი 12 წლამდე, საქაროზის/იზომალტოზის დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბაცია (რადგანაც შემადგენლობაში საქაროზაა).
სიფრთხილით
შაქრის დიაბეტი (პრეპარატის შემადგენლობა შეიცავს საქაროზას).
პრეპარატის გავლენა საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებაზე, რომლებიც ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვის უნარზე და საქმიანობის სხვა პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულებაზე, რომლებიც ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და სწრაფ რეაქციებს.
გამოყენების ხერხი და დოზები
შიგნით, ჭამის შემდეგ, 1-2 ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (ჭამის შემდეგ) 3-4 კვირის განმავლობაში.
განმეორებითი კურსები ტარდება 3-თვიანი ინტერვალით.
გვერდითი მოქმედება.
დიარეა, ალერგიული რეაქციები, „ღვიძლის“ ტრანსამინაზების აქტიურობის გაზრდა სისხლის შრატში.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია დიარეა, გულისრევა, გულძმარვა, კანის ქავილი. სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ურთიერთქმედება
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს, ქოლესტირამინს, ქოლესტიპოლი ამცირებს შეწოვას და ამცირებს პრეპარატის ეფექტს. ერთდროული მიღება არ არის მიზანშეწონილი.
გამოშვების ფორმა.
გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი კონტურული უჯრედული შეფუთვა.
კონტურულ უჯრედულ შეფუთვებში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციების თანაბარი რაოდენობით თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში.
შენახვის პირობები.
შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურისას.
შეინახეთ ბავშვებისაგან.
ვარგისობის ვადა.
4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account