ნო-სპაზმა - No-Spasma 20 ტაბლეტი
ჩვენება: შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ღვიძლის და თირკმლების ჭვალი, ნევრალგია, მიალგია, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, დისმენორეა.
NO-SPASMA⃰
ნო- სპაზმა
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნო-სპაზმა (NO-SPASMA⃰)
კომბინირებული პრეპარატი
წამლის ფორმა: პერორალური გზით მისაღები ტაბლეტი
აღწერა: თეთრი მრგვალი ტაბლეტი ერთ მხარეს ნაპრალით.
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი 20 მგ
პარაცეტამოლი 500 მგ
შემავსებელი: საჭირო რაოდენობით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანალგეზიური და ანტიპირეტული საშუალებები, ანილიდები
ათქ კოდი: N02BE51
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
პარაცეტამოლს ახსიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი ხასიათდება მიოტროპული, სპაზმოლიზური მოქმედებით შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე და იწვევს მათ მოდუნებას. პრეპარატში შემავალი ამ ორი კომპონენტის კომბინირებული მოქმედება უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მოდუნებას და ტკივილის კუპირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ჩვენება:
შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ღვიძლის და თირკმლების ჭვალი, ნევრალგია, მიალგია, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, დისმენორეა.
უკუჩვენება:
ნაწლავების ანთება, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ღვიძლის და თირკმლების დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ (ან ექიმის რეკომენდაციით).
დისმენორეის დროს ნო-სპაზმას ტაბლეტების მიღება ხდება ტკივილის დაწყებისას. ექიმის რეკომენდაციით მიღება გრძელდება სიმპტომების სრულ მოხსნამდე.
გვერდითი მოვლენები:
გულის რევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, იშვიათად ალერგიული რეაქციები, ანემია, თრომბოციტოპენია, მეთჰემოგლობინემია.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული, აგრეთვე არ შეიძლება მიღება დეჰიდრატაციის შემთხვევაში, თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ავადმყოფებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
№10 შემოუგარსავი ტაბლეტი განთავსებული ალუმინის ბლისტერზე. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
Units | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account