Anucur - ანუკური აპლიკატორი ჰემოროიდული პრობლემებისთვის 1 ცალი
• AnuCure
Cold applicator
• AnuCure - ჰემოროის ინოვაციური კრიოგენული თერაპია
საერთაშორისო დასახელება: Cold applicator, Medical Device class I
გამოშვების ფორმა: • AnuCure- აპლიკატორი კონტეინერით, შეფუთვაში ლუბრიკანტთან კომბინაციაში.
შემადგენლობა:
აპლიკატორში მოთავსებული კრიოგენული ნივთიერების შემადგენლობა: 70% წყალი, 25% პროპილენგლიკოლი, 5% ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა. კომბინაცია იძლევა საშუალებას ყინული შენარჩუნდეს 10 წუთის მანძილზე.
ლუბრიკანტის შემადგენლობა: 99.05% გლიცეროლი, 0.5% წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოროის სამკურნალო საშუალება. Cold applicator, Medical Device class I
ფარმაკოლოგიური თვისებები:
• AnuCure ინოვაციური ადგილობრივი კრიოთერაპიის ხარჯზე სწრაფად და ეფექტურად ხსნის ჰემოროის ყველა ძირითად სიმპტომს: ტკივილი და ქავილი უკანა ტანის არეში, სისხლდენა, ჰემოროიდული კვანძების ანთება; ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას. ლუბრიკანტის შემადგენლობაში შემავალ გლიცეროლს აქვს გამოხატული ანტისეპტიკური თვისებები.
ჩვენებები: • AnuCure გამოიყენება შიგნითა და გარეთა ჰემოროის, ასევე ჰემოროის კომბინირებული ფორმების სამკურნალოდ.
მკურნალობის კურსი: • AnuCure გამოიყენება 2-ჯერ დღეში, 3 კვირის მანძილზე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია AnuCure-ს გამოყენება 6 თვის მანძილზე.
გამოყენების წესი:
1. გამოყენებამდე • AnuCure-ს აპლიკატორი კონტეინერით თავსდება საყინულეში 2 საათით.
2. მკურნალობის მიზნით: ჰემოროის გარეგანი კვანძების სამკურნალოდ • AnuCure-ს აპლიკატორის ოვალური ბოლო 10 წთ-ით თავსდება გარეგანი კვანძების ანთებად ქსოვილებზე. ჰემოროის შიგნითა კვანძების სამკურნალოდ • AnuCure-ს აპლიკატორის მოგრძო ცხვირი 10 წთ-ით თავსდება სწორ ნაწლავში.
ჰემოროის შიგნითა კვანძების სამკურნალოდ
ჰემოროის გარეთა კვანძების სამკურნალოდ
3. გამოყენების შემდეგ აუცილებელია • AnuCure-ს აპლიკატორის წყლით და საპნით გარეცხვა (არ შეიძლება ცხელი წყლის გამოყენება); ასევე შეიძლება აპლიკატორის ნებისმიერი ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება.
განსაკუთრებული მითითებები:
• • AnuCure-ს აპლიკატორის ცხვირის ფორმის შემუშავებისას გათვალისწინებულია სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები და ოპტიმალურია თითოეული პაციენტისთვის ასაკის, სიმაღლის და წონისაგან დამოუკიდებლად.
• გამოიყენება ორსულებში - არშეიწოვება, არ აქვს გვერდითი ეფექტები, დაზიანებულ ქსოვილებთან კონტაქტურია მხოლოდ სიცივე.
მწარმოებელი:Manufactured by AnuCure Laboratories Division of Cryotherapy Products Inc; Florida, USA.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account