კოკლუსედალი ნორისონი(ინფ)ს.N10

განსაკუთრებული ფასი 47,15 GEL რეგულარული ფასი 49,63 GEL
მარაგშია
SKU
59932_2687

ჩვენება: მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.

კოკლუსედალი ნურისონი 

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRES ELERTE

მწარმოებელი ქვეყანა: საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: რექტალური სანთელი #10

შემადგენლობა: გრინდელი 10მგ, ჰელზემიუმი 5მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.

კლინიკო-თერაპიული ჯგუფი: ხველების სამკურნალო მცენარეული საშუალებები

ორი მცენარის საუკეთესო კომბინაცია ხველისა და ბრონქული სეკრეტის შესამცირებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოკლუსედალი ნურისონი არის ერთადერთი ხველის საწინააღმდეგო რექტალური სანთელი, რომელიც გამოიყენება ჩვილებში 1 თვის ასაკიდან.გრინდელის და ჰელზემიუმის სინერგიული მოქმედებით მცირდება ლორწოს სეკრეცია სასუნთქ გზებში.

გრინდელის ახასიათებს ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

 ჰელზემიუმი მსუბუქი სედაციური მოქმედების შედეგად ავლენს დამამშვიდებელ ეფექტს.

ჩვენებები: მშრალი ან სველი ხველის სიმპტომური მკურნალობა ზემო სასუნთქი გზების ინფექციების და მწვავე ბრონქოპულმონალური დაავადებების დროს.

უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ კოკლუსედალი ნურისონი თუ ახლო წარსულში აღინიშნებოდა ანალური ხვრელის ან სწორი ნაწლავის დაზიანება (გამოყენების გზასთან დაკავშირებული წინააღმდეგჩვენება).

სიფრთხილის ზომები: ცხელების ან სქელი, ჩირქოვანი ნახველის გამოვლენისას, ან ბრონქების/ფილტვების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება:

 გამოიყენება რექტალურად 1-2 სუპოზიტორია დღეში.

 ნაჩვენებია 1 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო გვრდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს გამოყენების გზასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეფექტები.

შენახვის პიორბები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 250C მაღალ ტემპერატურაზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy