კბილის წვეთები 25მლ

4,71 GEL
მარაგშია
SKU
86047_640

ჩვენება:კბილის ტკივილი,კარიესი.

კბილის წვეთები
Guttae odontagicae

შემადგენლობა:
პიტნის ზეთი, ქაფური, ეთილის სპირტი 95%, კატაბალახას ნაყენი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა  კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი _ მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.

ჩვენება:

> კბილის ტკივილი;
> კარიესი.

უკუჩვენება:

კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.

მიღების წესი და დოზირება:

5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.

გამოშვების ფორმა:
15, 25 მლ ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვის წესი:

სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy