კასტენოლი - Kastenoli ხსნარი 25მლ
ჩვენება: გამოიყენება კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს.
კასტენოლი
KASTENOLI
სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
რეზორცინი _ 2,03გ, ბორმჟავა _ 0,203გ, ფენოლი _ 1,016გ, ეთანოლი 95% _ 3,05მლ, გამოხდილი წყალი _ 25,0მლ-მდე.
აღწერა :
თეთრი ან მოყვითალო ფერის, ფენოლისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე.
ასევე, იხილეთ : egisept - ეგისეპტი სპრეი 65გ
მოხმარების წესი :
კასტენოლი გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს. არ გამოიყენება ხელის სადეზინფექციოდ.
საერთო მონაცემები: კასტენოლი გამოიყენება კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს.მას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ბორის მჟავას აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერილი , სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ფენოლი ანადგურებს ყველა ინფექციურ აგენტს, კანზე ტოვებს დამცავ ბარიერს, რომელიც აჩერებს უჯრედული პარაზიტების აქტივობას.
რეზორცინი აფერხებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების გამრავლებას და გავრცელებას.
ეთანოლი არის ანტისეპტიკური , ანტიმიკრობული საშუალება.
გამოყენების წესი:
გამოიყენება ანტისეპიკის მიზნით ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად. დაიტანება განუზავებელი ხსნარი 5წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა უნდა განმეორდეს ორჯერ. დატანის შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს კასტენოლის გამოყენების შეწყვეტას.
უსაფრთხოება:
კასტენოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
არ არის სასურველი ხსნარის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე)
მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე ზედაპირებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.
შეფუთვა: 25მლ ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლი-ეთილენის საცობით და თავსახურით.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია კასტენოლის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account