Caripazim IQ - კარიპაზიმი IQ ფლაკონი 1 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 7,33 GEL რეგულარული ფასი 9,81 GEL
მარაგშია
SKU
85798_304

ჩვენება:კომპლექსურ თერაპიაში შემაერთებელი ქსოვილის დეგენერაციულ - დისტროფიული ცვლილებების მკურნალობისთვის.

პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
გამოშვების ფორმა:პარასამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია
გამოშვების ფორმა:
კარიპაზიმი IQ 
მოსამზადებლად 10 მლ მოცულობის მინის ფლაკონში, თავდახურულია 300 პე ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის რეზინის საცობით და მოხუფულია ალუმინის ჩაჩით. ფლაკონზე აწებებენ ეტიკეტს. სამი (3) ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ფარმაკო – თერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის პარასამკურნალო საშუალება პროტეოლიზური აქტივობით.
1 ფლაკონის შემადგენლობა:
პაპაინი Papain - 300 პე აქტივობა
ლაქტოზა Lactose Monohydrate - 300 პე აქტივობამდე
აღწერილობა:
თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი ან იგი მცი ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ეფექტურობა:
პროდუქტის ეფექტურობას განაპირობებს აქტიური ინგრედიენტი, 9ვრია ფერმენტების კომპლექსი - პაპაინი პროტეოლიზური აქტივობით – 300 - პე.
კარიპაზიმი IQ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ფაგოციტოზს, აფერხებს ჰიალურონიდაზას აქტივობას და აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას.
გამოყენების ჩვენებები:
კომპლექსურ თერაპიაში შემაერთებელი ქსოვილის დეგენერაციულ - დისტროფიული ცვლილებების მკურნალობისთვის.
გამოყენების წესი:
კარიპაზიმი IQ ფლაკონში შეაქვთ 5 - 10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი და 1 – 2 წვეთი დიმექსიდი. შეჰყავთ ელექტროფორეზული მეთოდით მხოლოდ დადებითი პოლუსიდან.
გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები შეყვანის ადგილზე, რის შემთხვევაშიც ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას.
უკუჩვენებები:
პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; დაუშვებელია კარიპაზიმი IQ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა.
დოზის გადაჭარბება არ არის გამოვლენილი. ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან: კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
მოარიდეთ ბავშვებს;
პრასამკურნალო საშუალება არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარებასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე; პარასამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდში თამბაქოსაAდაA ალკოჰოლის მოხმარების გავლენა პრეპარატის მოქმედებაზე არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°C -დან +8°C -მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის ამოწურვის ქილი შემდეგ და ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
მწარმოებელი:
სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy