Digoxin - დიგოქსინი 0.25 მგ 40 ტაბლეტი
ჩვენება:გულის უკმარისობის დროს არსებული წინაგულების მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმა, გულის უკმარისობის შორს წასული ფორმის დროს სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
საერთაშორისო დასახელება:
DIGOXIN
მოქმედი ნივთიერება: დიგოქსინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საგულე გლიკოზიდი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.
1 ტაბ.
დიგოქსინი ....................... 0.25 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიგოქსინი წარმოადგენს სათითურას ჯგუფის საგულე გლიკოზიდს. მიოკარდიუმზე თავისი უშუალო ზემოქმედებით იგი ზრდის მისი შეკუმშვის ძალას, იწვევს გულის სისტორულ და წუთმოცულობის მომატებას, აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს რეფრაქტერულ პერიოდს და ანელებს გულისცემის სიხშირეს. დიგოქსინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ელიმინირდება თირკმელებით. მისი მოქმედება აღინიშნება შეყვანიდან 1-2 საათის შემდეგ და აღწევს მაქსიმუმს შეყვანიდან 6-8 საათის შემდეგ.
ჩვენებები:
გულის უკმარისობის დროს არსებული წინაგულების მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმა;
გულის უკმარისობის შორს წასული ფორმის დროს სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატის დოზირება ინდივიდუალუარია. დოზირებისას ყურადსაღებია ავადმყოფის სხეულის წონა, კრეატინინის კლირენსი, დაავადების სიმძიმე.
მოზრდილებში:
პირველი დოზა შეადგენს 0.5 მგ-დან 0.75 მგ-მდე, შემდგომში ყოველ 6-8 საათში ერთხელ ინიშნება 0.125 მგ-დან 0.375 მგ-მდე, კლინიკური გაუმჯობესების სიმპტომების მიღებამდე. ავადმყოფებისათვის სხეულის წონით 70 კგ საერთო დატვირთვის დოზა შეადგენს 0.75 მგ-დან 1.25 მგ-მდე.
ბავშვებში:
2-დან 5 წლამდე ასაკის: საერთო დოზა შეადგენს 30-40 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი - საერთო დოზის 25-35%.
5 წლის ასაკიდან 10 წლამდე: საერთო დოზა შეადგენს 20-35 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი -საერთო დოზის 25-35%.
10 წლის ასაკის ზევით: საერთო დოზა შეადგენს 10-15 მკგ/კგ, შემანარჩუნებელი - საერთო დოზის 25-35%.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენების დროს შესალებელია განვითარდეს გულის რითმის დარღვევა (ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ესტრასტოლები, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების ციმციმი და თრთოლვა), ბრადიკარდია.
ასევე შესაძლებელია განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კოლაფსი, სისუსტე, უძილობა, მხედველობის დარღვევა (სქანტოფსია ან არამკაფიო მხედველობა), ფსიქიური დარღვევები, დეპრესია, კრუნჩხვები, იშვიათად ვითარდება კანის ალერგიული რეაქციები.
აღნიშნული სიმპტომები მოწმობს ჭარბი დოზირების შესახებ. ბავშვებში გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე მოზრდილებში. უფრო ხშირად ვითარდება გულის რითმის დარღვევა და ცვლილებები ცენტრალური ნევრული სისტემის მხრივ.
სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების დროს მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, ანტრივენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
*პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ციმციმი;
*ჰიპოკალიემია და ჰიპერკალციემია;
*უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში გათვალისწინებული ელექტროკარდიოვერსია;
*ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს. დიგოქსინი გადადის დედის რძეში. დედის რძეში მისი სიმცირის მიუხედავად იგი ინიშნება სიფრთხილით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი.
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტი ვალდებულია შეატყობინის ექიმს არსებული დავადებების შესახებ (მაგალითად, მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება, გულისა და ფილტვების ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, წინაგულების ციმციმი, ჰიპოთირეოზი).
მოხუცებულ ავადმყოფებში სხეულის მცირე წონით ან თირკმელების უკმარისობით საჭიროა პრეპარატის დოზების კორექცია.
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს (მაგალითად, მაკროლიდები), საჭიროა აცნობონ ამის შესახებ ექიმს, ვინაიდან ამ დროს მატულობს დიგოქსინის ბიოშეღწევადობა.
იშვიათად, დიგოქსინის გამოყენების დროს, შესაძლებელია ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, მაგალითად, დიარეის დროს. რაც იწვევს საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერებას.
ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას დიგოქსინით, დაუშვებელია ინტრავენურად კალციუმის მარილების შეყვანა.
პრეპარატის მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე: პრეპარატი არ მოქმედებს ყურაღდების კონცენტრაციაზე.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კალციუმის და სხვა საშუალებების, რომლებიც ამცირებენ კალიუმის კონცენტრაციას სისხლის შრატში (ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი, კორტიკოსტეროიდები) ინტრავენური შეყვანა იწვევს გულის რითმის დარღვევას.
ბეტა-ადრენოლიზური საშუალებები და კალციუმის ანტაგონისტები დიგოქსინთან ერთად იწვევენ ბრადიკარდიას.
ადრენალინი, ორციპრენალინი, სალბუტამოლი და სხვა სიმპათომიმეტიკური ამინები, იწვევენ სინუსური კვანძის აგზნებას, ხოლო დიგოქსინით ნამკურნალებ ავადმყოფებში -გულის რითმის დარღვევას.
არ არის რეკომენდებული დიგოქსინთან ისეთ პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც მოქმედებენ კალციუმის ცვლაზე, მაგალითად. პარათირეოიდული ჯირკვლების ჰორმონები, მათი სინთეზური ანალოგები, ან ვიტამინ D-ს მაღალი დოზები.
ამიოდარონი, ქინიდინი, პროპაფენონი, ვერაპამილი, ინდომეტაცინი და იტრაკონაზოლი იწვევენ დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებას სისხლში.
პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ დიგოქსინის შეწოვას.
მანეიტრალიზებელი საშუალებები: კოალინი, ნეომიცინი და კოლესტირამინი თრგუნავენ დიგოქსინის შეწოვას.
ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიგოქსინს, აღენიშნებათ ცვლილებები ეკგ-ზე.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
რაოდენობა | 40 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account