Indapamide - ინდაპამიდი 2.5მგ 30 ტაბლეტი

4,36 GEL
მარაგშია
SKU
79368_411

ჩვენებება: ინდაპამიდი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

 ინდაპამიდი    (Indapamide)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ინდაპამიდი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ინდაპამიდი

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედი ნივთირება: ინდაპამიდი 2.5მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი-K30, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E171.

აღწერა:

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა
ჰიპოტენზიური საშუალება (დიურეზული, ვაზოდილატატორი).  ფარმაკოლოგიური მახასიათებლებით ახლოა თიაზიდურ დიურეტიკებთან (ნატრიუმის იონების რეაბსორბციის დარღვევა ჰენლეს მარყუჟის კორტიკალურ სეგმენტში). ზრდის შარდთან ერთად ნატრიუმის, ქლორის, მცირე რაოდენობით კალიუმის და მაგნიუმის იონების გამოყოფას. მცირებს არტერიების კედლების“ ტონუსს  და აქვეითებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. იწვევს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობაზე (ტრიგლიცერიდები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები); არ მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე (მათ შორის თანმხლები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში). აქვეითებს სისხლძარღვის კედლის მგრძნობელობას ნორადრენალინის და ანგიოტენზინ II-ს მიმართ, ასტიმულირებს  E2 პროსტაგლანდინის სინთეზს, აქვეითებს თავისუფალი და სტაბილური დამჟანგავი რადიკალების პროდუქციას.
ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება პრიველი კვირის ბოლოსთვის, ინახება 24 საათის განმავლობაში ერთჯერადი მიღების ფონზე.
ფარმაკოკინეტიკა.
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ბიომისაწვდომლობა - მაღალი (93%). საკვების მიღება ოდნავ ანელებს აბსორბციის სიჩქარეს, მაგრამ არ მოქმედებს  შეწოვილი ნივთიერების რაოდენობაზე. შიგნით მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სათში. განმეორებითი მიღებებისას პლაზმაში პრეაპრატის კონცენტრაციის მერყეობა ორ დოზას შორის ინტერვალში მცირდება. წონასწორული კონცენტრაცია მყარდება რეგულარული მიღებიდან 7 დღის შემდეგ. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-24 საათს (საშუალოდ 18 საათი), პლაზმის ცილებთან კავშირი - 79%. უკავშირდება აგრეთვე სიხლძარღვის კედლის გლუვი კუნთების ელასტინს. აქვს მაღალი განაწილების მოცულობა, აღწევს ჰისტოჰემატურ ბარიერებში (მათ შორის პლაცენტურში), აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. თირკმელებით გამოიყოფა 60-80% მეტაბოლიტების სახით (უცვლელი სახით გამოიყოფა დაახლოებით 5%), ნაწლავით  - 20%. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. არ კუმულირდება.

მიღების ჩვენება
არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან სულფონამიდის სხვა წარმოებულების მიმართ, ლაქტოზის აუტანლობა, გალაქტოზემია, გლკოზის/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი; თირკმლის მძიმე უკმარისობა (ანურიის სტადია), ჰიპოკალიემია, ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის); ერთდროული მიღება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეაპრატებთან.

სიფრთხილით: ინიშნება  ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის, ასევე,   წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევისას, ჰიპერპარათირეოზისას, ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივების მქონე პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებიც იღებენ დამხმარე თერაპიას სხვა ანტიარითმული საშუალებებით, შაქრიანი დიაბეტისას დეკომპენსაციის სტადიაში, ჰიპერურიკემიისას (განსაკუთრებით, თანმხლები პოდაგრისა და ურატული ნეფროლითიაზისას).

გამოყენების მეთოდი და დოზები:
შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით. დოზა შეადგენს 2.5მგ (1 ტაბლეტი) დღეში. თუ 4-8 კვირის შემდეგ მკურნალობა არ იწვევს სასურველ თერაპიულ ეფექტს, პრეპარატის დოზის მომატება რეკომენდებული არ არის (იზრდება გვედითი მოვლენების განვითარების რისკი  ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერების გარეშე). ამის მაგივრად მედიკამენტური მკურნალობის სქემაში რეკომენდებულია სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების ჩართვა, რომელიც დიურეტიკს არ წარმაოდგენს. როცა მკურნალობის დაწყება აუცილებელია ორი პრეპარატით, ინდაპამიდის დოზა რჩება 2,5მგ დილით დღეში ერთხელ.

გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ანორექსია, პირის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი მუცელში, შესაძლებელია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება, იშვიათია პანკრეატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასთენია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო, უძილობა, დეპრესია; იშვიათად-მომატებული დაღლილობა, საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა. 
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ფარინგიტი, სინუსიტი, იშვიათად-რინიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ჰიპოკალიემია), არითმიები, გულისცემის აჩქარება.
საშარდე სისტემის მხრივ: ხშირი ინფექციები, ნიქტურია, პოლიურია.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ჰემორაგიული ვასკულიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია,  ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის მომატება, ჰიპერკრეატინინემია, გლუკოზურია.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის აპლაზია და ჰემოლიზური ანემია.
სხვა: სისტემური წითელი მგლურას გამწვავება.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, წყალ-ელექტრულიტური ბალანსის დარღვევები, ზოგიერთ შემთხვევაში - არტერიული წნევის უზომო დაქვეითება, სუნთქვის დათრგუნვა. ღვიძლის ციროზით დაავადებულებში შესაძლებელია ღვიძლისმიერი კომის განვითარება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, სიმპტომური თერაპია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სალურეტიკები, საგულე გლიკოზიდები, გლუკო და მინერალ-კორტიკოიდები, ტეტრაკოზაკტიდი, ამფოტერიცინ B (ი/ვ), საფაღარათო საშუალებები ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული მიღებისას იზრდება დიგიტალისური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი; კალციუმის პრეპარატებთან ერთად - ჰიპერკალციემიის. მეტფორმინთან -შესაძლებელია რძემჟავა აციდოზის გაღრმავება.
ზრდის სისხლის პლაზმაში ლითიუმის იონების კონცენტრაციას (აქვეითებს შარდით გამოყოფას), ლითიუმი ახდნეს ნეფროტოქსიკურ მოქმედებას.
ასტემიზოლი, ერითრომიცინი ი/ვ, პენტამიდინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი, ანტიარითმიული პრეპარატები I ა კლასის (ქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, ბრეტილის ტოზილატი, სოტალოლი) შეიძლება იწვევდნენ არითმიის განვითარებას “პირუეტის” სახით, “ტორსადეს დე პოინტეს”.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები,  გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებები, ტეტრაკოზაქტიდი, სიმპათომიმეტიკები აქვეითებენ ჰიპოტენზიურ ეფექტს, ბაკლოფენი - ზრდის.
კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან კომბინაცია შეიძლება ეფექტური იყოს ზოგიერთი კატეგორიის ავადმყოფში, თუმცა, ამასთან სრულად გამორიცხული არ არის ჰიპო ან ჰიპერკალიემიის რისკი, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები აძლიერებენ არტერიული ჰიპოტენზიის ან/და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს (განსაკუთრებით თირკმლის არტერიის სტენოზის შემთხვევაში).
ზრდის თირკმლის ფუნქციის დარღვევის განვითარების რისკს იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების მაღალი დოზების გამოყენებისას (ორგანიზმის გაუწყლოება). იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების მიღებამდე ავადმყოფებში აუცილებელია სითხის დანაკარგის აღდგენა.
იმიპრამინური (ტრიციკლური) ანტიდეპრესანტები და ანტიფსიქოზური სამკურნალწამლო საშუალებები (ნეიროლეპტიკები) ზრდიან ჰიპოტენზიურ მოქმედებას და ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების რისკს. 
ციკლოსპორინი ზრდის ჰიპერკრეატინინემიის განვითარების რისკს.
აქვეითებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (კუმარინის ან ინდანდიონის წარმოებულები) შედედების ფაქტორების კონცენტრაციის მომატებით მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით და ღვიძლში მათი პროდუქციის მომატებით (შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია).
ზრდის ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადას, რომელიც ვითარდება არამადეპოლიზირებელი მიორელაქსანტების მოქმედებით.

განსაკუთრებული მითითებები
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, საფაღარათე პრეპარატებს, ჰიპერალდოსტერონიზმის ფონზე, ასევე ხანდაზმული ასაკის პირებში ნაჩვენებია კალიუმის იონებისა და კრეატინინის შემცველობის კონტროლი. 
ინდაპამიდის მიღების ფონზე საჭიროა სისხლის პლაზმაში  კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის იონების სისტემატური კონტროლი (შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტური დარღვევები), pH-ის გლუკოზის კონცენტრაციის, შარდმჟავას და ნარჩენი აზოტის განსაზღვრა.
მეტ-ნაკლებად ინტენსიური კონტროლი ნაჩვენებია ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით განვითარებული შეშუპებებით ან ასციტით-მეტაბოლური ალკალოზის, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის რისკი), გულის იშემიური დაავადებისას, ასევე ხანდაზმულ პირებში.
მომატებული რისკის ჯგუფს ასევე მიეკუთვნება QT ინტერვალის გახანგრძლივების მქონე პაციენტები (თანდაყოლილი ან რაიმე პათოლოგიური პროცესის ფონზე განვითარებული).
კალიუმის კონცენტრაციის პირველი გასინჯვა სისხლში უნდა ჩატარდეს მკურნალობის პირველ კვირას.
ინდაპამიდის მიღების ფონზე ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს შედეგი ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოზისა.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის არსებობისას.
მნიშვნელოვანმა დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).
ავადმყოფებში აუცილებელია წყლის დანაკარგის კომპენსირება და მკურნალობის დასაწყისში თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
ინდაპამიდი შეიძლება დადებით რეაქციას იძლეოდეს დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას.
არტერიული ჰიპერტენზიისა და ჰიპონატრიემიის მქონე პაციენტებში (დიურეტიკების მიღების ფონზე) აუცილებელია აგფ ინჰიბიტორების მიღების დაწყებამდე 3 დღით ადრე დიურეზულების მიღების შეწყვეტა (აუცილებლობისას დიურეტიკების მიღება შეიძლება განახლდეს ოდნავ მოგვიანებით), ან დაინიშნოს აგფ ინჰიბიტორების საწყისი მცირე დოზები.
სულფონამიდის წარმოებულებმა შეიძლება გაამწვავონ სისტემური წითელი მგლურას მიმდინარეობა (აუცილებელია მხედველობაში ჰქონდეთ ინდაპამიდის დანიშვნისას).
ბავშვებში ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გავლენა ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია არტერიული წნევის ცვლილებებთან, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების დამატებისას. ამის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილების მართვის და მექამიზმებთან მუშაობის შესაძლებლობა, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.

გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 2,5მგ.
აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი ბლისტერში პვქ-ალ 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
სია ბ.
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, 15-25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy