FRAXIPARINE - ფრაქსიპარინი(ჰეპარინი) 0.8მლ 10 ცალი

განსაკუთრებული ფასი 263,10 GEL რეგულარული ფასი 378,50 GEL
მარაგშია
SKU
40467_1690
FRAXIPARINE - ფრაქსიპარინი(ჰეპარინი) 0.8მლ 10 ცალი

გამოყენების ინსტრუქცია

 

ფრაქსიპარინი™ / ფრაქსიპარინი ფორტე™ / ფრაქსოდი™

 

ნადროპარინი

 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ფრაქსიპარინი [კალციუმის ნადროპარინის საინექციო ხსნარი (9500 ანტი-Xa სე Ph.Eur./მლ)]

წინასწარ შევსებული შპრიცები:

- 0,2 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 1900 ანტი-Xa სე

- 0,3 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 2850 ანტი-Xa სე

- 0.4 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 3800 ანტი-Xa სე.

 

გრადუირებული წინასწარ შევსებული შპრიცები:

- 0,6 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 5700 ანტი-Xa სე

- 0,8 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 7600 ანტი-Xa სე

- 1 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 9500 ანტი-Xa სე.

 

მრავალდოზიანი ფლაკონები:

- 2 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 19000 ანტი-Xa სე

- 5 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 47500 ანტი-Xa სე

- 15 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 142500 ანტი-Xa სე.

 

ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი [კალციუმის ნადროპარინი ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19 000 ანტი-Xa სე PH.Eur./მლ)]

 

გრადუირებული წინასწარ შევსებული შპრიცები:

- 0,6 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 11400 ანტი-Xa სე

- 0.8 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 15200 ანტი-Xa სე

- 1 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 19000 ანტი-Xa სე.

 

მრავალდოზიანი ფლაკონები:

- 5 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 95000 ანტი-Xa სე.

- 15 მლ ხსნარი, რომელიც ეკვივალენტურია 285000 ანტი-Xa სე.

 

სამკურნალო ფორმა

საინექციო ხსნარი.

 

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

ფრაქსიპარინი [კალციუმის ნადროპარინი საინექციო ხსნარი (9500 ანტი-Xa სე/მლ)]

თრომბოემბოლიური დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:

  • ზოგად ან ორთოპედიულ ქირურგიასთან დაკავშირებული
  • მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (სუნთქვის უკმარისობა და/ან რესპირატორული ინფექციები და/ან გულის უკმარისობა), ჰოსპიტალიზირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

 

თრომბოემბოლიური დარღვევების მკურნალობა.

ჰემოდიალიზის დროს თრომბის წარმოქმნის პრევენცია.

არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა.

 

ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი  [კალციუმის ნადროპარინის  ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19000 ანტი-Xa სე/მლ)]

თრომბოემბოლიური დარღვევების მკურნალობა.

 

დოზირება და მიღება

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დოზირების სპეციფიურ ინსტრუქციებს თითოეული დაბალ მოლეკულური ჰეპარინისთვის, რადგან სხვადასხვა საზომი ერთეული (ცალობა ან მგ) გამოიყენება დოზების გამოსათვლელად. აქედან გამომდინარე, ნადროპარინი არ უნდა გამოიყენონ მონაცვლეობით სხვა დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან ერთად მიმდინარე მკურნალობის დროს. დამატებით, ყურადღება უნდა მიექცეს ნადროპარინის სწორი  სამკურნალო ფორმის გამოყენებას, ერთჯერადი ან ორმაგი სიძლიერის, რადგან ეს უარყოფით გავლენას მოახდენს დოზირების რეჟიმზე.

 

გრადუირებული შპრიცები განკუთვნილია გამოსაყენებლად, როდესაც საჭიროა დოზის დარეგულირება სხეულის წონის შესაბამისად.

ნადროპარინი არ არის განკუთვნილი კუნთშიდა ინექციისთვის.

 

თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი საჭიროა ნადროპარინით მკურნალობის მანძილზე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

 

სპეციფიკური რეკომენდაციები დაკავშირებული  ნადროპარინის დოზირების დროსთან სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის ან ლუმბალური პუნქციის დროს დაცული უნდა იყოს (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

 

კანქვეშა ინექციის ტექნიკა:

კანქვეშა ინექციის ჩვეულებრივი ადგილი არის მუცლის კედლის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, მაგრამ შეიძლება ბარძაყის გამოყენება ალტერნატივის სახით. წინასწარ შევსებული შპრიცების გამოყენებისას ხსნარის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, ჰაერის ბუშტი არ უნდა გამოიდევნოს შპრიციდან ინექციის წინ. ნემსი უნდა შეიყვანონ პერპენდიკულარულად თითებს შორის მოქცეულ კანის ნაკეცში, რომელიც უნდა ეჭიროთ ნაზად, მაგრამ მტკიცედ ინექციის დასრულებამდე. ინექციის ადგილის დაზელვა არ არის საჭირო.

 

პოპულაციები

  • მოზრდილი

თრომბოემბოლიური დარღვევების პროფილაქტიკა

ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9500 ანტი-Xa სე/მლ)]-  - ზოგადი ქირურგია

 

ფრაქსიპარინის  რეკომენდებული დოზაა 0.3 მლ (2850 ანტი-Xa სე) კანქვეშ შეყვანილი, ოპერაციამდე 2-4 საათით ადრე, შემდეგ კი დღეში ერთხელ მომდევნო დღეებში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე  შვიდი დღის განმავლობაში და რისკის მთელი პერიოდის განმავლობაში, სანამ პაციენტი არ გადავა ამბულატორიულ მკურნალობაზე.

 

-              ორთოპედიული ქირურგია

FRAXIPARINE შეჰყავთ კანქვეშ და დოზა რეგულირდება სხეულის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. ეს ეფუძნება 38 ანტი-Xa სე სამიზნე დოზას კგ სხეულის წონაზე და იზრდება 50%-ით ოპერაციიდან მეოთხე დღეს. საწყისი დოზა ინიშნება ოპერაციამდე 12 საათით ადრე, ხოლო მეორე დოზა ოპერაციის დასრულებიდან 12 საათის შემდეგ. შემდეგ მკურნალობა გრძელდება დღეში ერთხელ რისკის პერიოდის განმავლობაში და სანამ პაციენტი არ გადავა ამბულატორიულ მკურნალობაზე. მინიმალური პერიოდია 10 დღე.

 

სხეულის წონა (კგ)

ოპერაციამდე 12 საათით ადრე და 12 საათის შემდეგ, შემდეგ კი დღეში ერთხელ პოსტოპერაციულ მესამე დღემდე

მეოთხე პოსტოპერაციული დღიდან მოყოლებული

ინექციის მოცულობა (მლ)

ანტი-Xa სე

ინექციის მოცულობა (მლ)

ანტი-Xa სე

<50

50-69

≥70

0.2

0.3

0.4

1,900

2,850

3,800

0.3

0.4

0.6

2,850

3,800

5,700

  • მაღალი რისკის მქონე პაციენტები ინტენსიურ თერაპიაში (სუნთქვის უკმარისობა და/ან რესპირატორული ინფექცია და/ან გულის უკმარისობა)

ფრაქსიპარინი ინიშნება კანქვეშ დღეში ერთხელ. დოზა უნდა დარეგულირდეს სხეულის წონის მიხედვით ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს თრომბოემბოლიის რისკის პერიოდში.

 

 სხეულის წონა (კგ)

დღეში ერთხელ

ინექციის მოცულობა (მლ)

ანტი-Xa სე

≤70

>70

0.4

0.6

3,800

5,700

 

თრომბოემბოლიური დარღვევების მკურნალობა

თრომბოემბოლიური დარღვევების მკურნალობისას პერორალური ანტიკოაგულაციური თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, თუ არ არის უკუნაჩვენები. ფრაქსიპარინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს, ვიდრე  საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის სამიზნე მაჩვენებელი არ მიიღწევა.

 

ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9500 ანტი-Xa სე/მლ)]

რეკომენდებულია ფრაქსიპარინის კანქვეშ შეყვანა დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში) ჩვეული ხანგრძლივობით 10 დღის განმავლობაში. დოზა უნდა დარეგულირდეს სხეულის წონის მიხედვით ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ეფუძნება სამიზნე დოზას 86 ანტი-Xa სე  კგ სხეულის წონაზე.

 

სხეულის წონა (კგ)

ორჯერ დღეში ჩვეული ხანგრძლივობით 10 დღის განმავლობაში

ინექციის მოცულობა (მლ)

ანტი-Xa სე

<50

50-59

60-69

70-79

80-89

≥90

0.4

0.5

0.6

0.7

0.8

0.9

3,800

4,750

5,700

6,650

7,600

8,550

ფრაქსიპარინი ფორტე და ფრაქსოდი [ნადროპარინის კალციუმის ორმაგი სიძლიერის საინექციო ხსნარი (19000 ანტი-Xa სე/მლ)]

რეკომენდებულია ფრაქსიპარინი ფორტეს ან ფრაქსოდის კანქვეშ შეყვანა დღეში ერთხელ, 10-დღიანი ჩვეულებრივი პერიოდის განმავლობაში. დოზა რეგულირდება პაციენტის წონის მიხედვით, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება 171 ანტი-Xa სე  კგ სხეულის წონაზე.

 

სხეულის წონა (კგ)

დღეში ერთხელ ჩვეული ხანგრძლივობით 10 დღის განმავლობაში

ინექციის მოცულობა (მლ)

ანტი-Xa სე

<50

50-59

60-69

70-79

80-89

≥90

0.4

0.5

0.6

0.7

0.8

0.9

7,600

9,500

11,400

13,300

15,200

17,100

 

შედედების პრევენცია ჰემოდიალიზის დროს

ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9500 ანტი-Xa სე/მლ)]

ჰემოდიალიზის დროს შედედების პრევენციისთვის, ფრაქსიპარინის დოზა უნდა იყოს ოპტიმიზირებული თითოეული ინდივიდუალური პაციენტისთვის, ასევე დიალიზის ტექნიკური პირობების გათვალისწინებით.

ფრაქსიპარინი ჩვეულებრივ შეჰყავთ ერთჯერადი დოზის სახით არტერიულ ხაზში ყოველი სესიის დასაწყისში. პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რეკომენდებულია შემდეგი საწყისი დოზები სხეულის წონის მიხედვით და, როგორც წესი, საკმარისია ოთხსაათიანი სესიისთვის:

 

 სხეულის წონა (კგ)

შეჰყავთ არტერიულ ხაზში დიალიზის დაწყებისას

ინექციის მოცულობა (მლ)

ანტი-Xa სე

<50

50-69

≥70

0.3

0.4

0.6

2,850

3,800

5,700

სისხლდენის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში დოზა უნდა განახევრდეს.

დამატებითი უფრო მცირე დოზა შეიძლება დაინიშნოს დიალიზის დროს ოთხ საათზე მეტი ხანგრძლივობის სესიებისთვის. დიალიზის შემდგომ სესიებზე დოზა უნდა დარეგულირდეს საჭიროებისამებრ მიღებული ეფექტის მიხედვით.

პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ ცალკეული დიალიზის სესიის განმავლობაში სისხლდენის ან შედედების ნიშნების გამოსავლენად დიალიზის წრეში.

 

არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q კბილოვანი  მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

ფრაქსიპარინი [ნადროპარინის კალციუმის საინექციო ხსნარი (9500 ანტი-Xa სე/მლ)]

რეკომენდებულია ფრაქსიპარინის კანქვეშ შეყვანა დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში). მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა ექვსი დღე. კლინიკურ კვლევებში პაციენტებში არასტაბილური სტენოკარდიით და არა-Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტით, ფრაქსიპარინი შეიყვანეს კომბინაციაში 325 მგ-მდე ასპირინთან ერთად დღეში.

საწყისი დოზა შეყავთ ბოლუსური ინექციის სახით ინტრავენურად (ი/ვ) და შემდგომი დოზებით კანქვეშა ინექციით. დოზა უნდა დარეგულირდეს სხეულის წონის მიხედვით ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად,  რომელიც ეფუძნება სამიზნე დოზას 86 ანტი-Xa სე კგ სხეულის წონაზე.

 

სხეულის წონა (კგ)

საწყისი / ბოლუსი

კანქვეშა ინექცია

(ყოველ 12 საათში)

ანტი-Xa სე

<50

0.4 მლ

0.4 მლ

3,800

50-59

0.5 მლ

0.5 მლ

4,750

60-69

0.6 მლ

0.6 მლ

5,700

70-79

0.7 მლ

0.7 მლ

6,650

80-89

0.8 მლ

0.8 მლ

7,600

90-99

0.9 მლ

0.9 მლ

8,550

≥ 100

1.0 მლ

1.0 მლ

9,500

 

  • ბავშვები და მოზარდები

ნადროპარინი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკმარისი მონაცემები, რათა დადგინდეს დოზა 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში.

 

  • ხანდაზმულები

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თირკმელების ფუნქციის დარღვევაა. რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის შეფასება მკურნალობის დაწყებამდე (იხილეთ თირკმლის უკმარისობა და ფარმაკოკინეტიკა).

 

  • ირკმლის უკმარისობა

თრომბოემბოლიური დარღვევების პროფილაქტიკა

დოზის შემცირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი).

თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობა ასოცირდება ნადროპარინის გაზრდილ ექსპოზიციასთან. ამ პაციენტებს აქვთ თრომბოემბოლიის და სისხლდენის გაზრდილი რისკი.

თუ ექიმმა მიიჩნია დოზის შემცირება მიზანშეწონილად, სისხლდენის და თრომბოემბოლიის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი და 50 მლ/წთ ნაკლები), დოზა უნდა შემცირდეს 25-დან 33%-მდე (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

 

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დოზა უნდა შემცირდეს 25-დან 33%-მდე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

 

თრომბოემბოლიური დარღვევების, არასტაბილური სტენოკარდიის და არა-Q-კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა

დოზის შემცირება არ არის საჭირო პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი).

თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა ასოცირდება ნადროპარინის გაზრდილ ექსპოზიციასთან. ეს პაციენტები არიან თრომბოემბოლიის და სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ.

თუ ექიმმა მიიჩნია დოზის შემცირება მიზანშეწონილად, სისხლდენის და თრომბოემბოლიის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე მეტი ან ტოლი და 50 მლ/წთ ნაკლები), დოზა უნდა შემცირდეს 25-დან 33%-მდე (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

ნადროპარინი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკა).

 

  • ღვიძლის უკმარისობა

არ ჩატარებულა კვლევები ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

უკუჩვენებები

ნადროპარინი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

- ჰიპერმგრძნობელობა ნადროპარინის ან ნადროპარინის ინექციების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

- თრომბოციტოპენიის არსებობა ანამნეზში ნადროპარინთან ერთად (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები)

- აქტიური სისხლდენა ან სისხლდენის გაზრდილი რისკი ჰემოსტაზის დარღვევებთან დაკავშირებით, დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის გარდა, რომელიც არ არის გამოწვეული ჰეპარინით

- ორგანული დაზიანება, რომელსაც დიდი ალბათობით ახლავს სისხლდენა (როგორიცაა აქტიური პეპტიკური წყლული)

- ჰემორაგიული ცერებროვასკულარული შემთხვევა

- მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი

- თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პაციენტებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას თრომბოემბოლიური დარღვევების, არასტაბილური სტენოკარდიისა და არა-Q კბილოვანი მიოკარდიუმის ინფარქტისთვის.

- მრავალდოზიანი ფლაკონები შეიცავს ბენზილის სპირტს და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჯვარედინი რეაქტიულობა

ჯვარედინი რეაქტიულობა ჰეპარინებსა და LMWH-ს შორის კარგად არის დოკუმენტირებული. დაგვიანებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ჯვარედინი რეაქტიულობა არაფრაქციულ ჰეპარინებსა და LMWH-ს შორის.

 

LMWH-ით თერაპიის დაწყებამდე ფრთხილად უნდა შეფასდეს არაფრაქციული ჰეპარინის მიმართ წინა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები..

ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია

ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის შესაძლებლობის გამო, თრომბოციტების რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს ნადროპარინით მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

აღწერილია თრომბოციტოპენიის იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ მძიმე, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს არტერიულ ან ვენურ თრომბოზთან. ასეთი დიაგნოზი უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგ სიტუაციებში:

- თრომბოციტოპენია

- თრომბოციტების დონის ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემცირება (30-დან 50%-მდე საბაზისო მნიშვნელობასთან შედარებით)

- საწყისი თრომბოზის გაუარესება თერაპიის დროს

- თრომბოზი, რომელიც ვითარდება მკურნალობის დროს

- დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია.

ამ შემთხვევაში ნადროპარინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ეს ეფექტები, სავარაუდოდ, იმუნო-ალერგიულ ხასიათს ატარებს და პირველი მკურნალობის შემთხვევაში აღინიშნება ძირითადად თერაპიის მე-5 და 21-ე დღეს შორის, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ბევრად უფრო ადრე, თუ არსებობს ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის ისტორია. თუ ანამნეზში არსებობს თრომბოციტოპენია, რომელიც განვითარდა ჰეპარინთან ერთად (ან სტანდარტული ან დაბალმოლეკულური ჰეპარინი), საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იყოს გათვალისწინებული ნადროპარინით მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა თრომბოციტების რაოდენობის ფრთხილი კლინიკური მონიტორინგი და შეფასება ყოველდღიურად. თუ თრომბოციტოპენია განვითარდა, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

როდესაც თრომბოციტოპენია ვითარდება ჰეპარინთან ერთად (ან სტანდარტული ან დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი), უნდა განიხილებოდეს ჩანაცვლება სხვადასხვა ანტითრომბოზული კლასით. თუ მიუწვდომელია, მაშინ შეიძლება განიხილებოდეს ჩანაცვლება სხვა დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინით, თუ საჭიროა ჰეპარინის შეყვანა. ასეთ შემთხვევებში თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს მინიმუმ ყოველდღიურად და მკურნალობა უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე, ვინაიდან აღწერილია საწყისი თრომბოციტოპენიის შემთხვევები, რომლებიც გაგრძელდა ჩანაცვლების შემდეგ (იხ. უკუჩვენებები).

ინ ვიტრო თრომბოციტების აგრეგაციის ტესტებს მხოლოდ შეზღუდული მნიშვნელობა აქვს ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის დიაგნოზში.

სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ნადროპარინის გამოყენებისას შემდეგ სიტუაციებში, რადგან ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლდენის გაზრდილ რისკთან:

- ღვიძლის უკმარისობა

- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

- პეპტიური წყლულის ან სხვა ორგანული დაზიანების ანამნეზში სისხლდენის ალბათობა

- ქორიო-ბადურას სისხლძარღვთა დარღვევა

- თავის ტვინის, ზურგის ან თვალის ოპერაციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

ირკმლის უკმარისობა

ცნობილია, რომ ნადროპარინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, რაც იწვევს ნადროპარინის ექსპოზიციის გაზრდას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ფარმაკოკინეტიკა - თირკმლის უკმარისობა). თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი და სიფრთხილით უნდა ივყნენ მოპყრობილნი.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა დოზის შემცირება პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსი 30-დან 50 მლ/წთ-მდე, უნდა ეფუძნებოდეს ექიმის შეფასებას ცალკეული პაციენტის სისხლდენის რისკისა და  თრომბოემბოლიის რისკის ურთიერთ გათვალისწინებით (იხ. დოზირება და მიღების წესი).

ხანდაზმულები

მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის შეფასება (იხ. უკუჩვენებები).

ჰიპერკალიემია

ჰეპარინს შეუძლია დათრგუნოს ალდოსტერონის თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეცია, რაც იწვევს ჰიპერკალემიას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კალიუმის მომატებული დონე პლაზმაში ან მისი რისკი, აგრეთვე პაციენტებში  შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, უკვე არსებული მეტაბოლური აციდოზით ან პაციენტებში, ვინც იღებს წამლებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია (მაგ. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs).

ჰიპერკალიემიის რისკი, როგორც ჩანს, იზრდება თერაპიის ხანგრძლივობასთან ერთად, მაგრამ ჩვეულებრივ შექცევადია.

რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში უნდა მოხდეს პლაზმის კალიუმის დონის მონიტორინგი.

სპინალური/ეპიდურალური ანესთეზი/ზურგის წელის პუნქცია და თანმხლები პრეპარატები

სპინალური/ეპიდურალური ჰემატომების განვითარების რისკი იზრდება შიდა ეპიდურალური კათეტერების ან სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ჰემოსტაზზე, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თრომბოციტების ინჰიბიტორები ან სხვა ანტიკოაგულანტები. რისკი ასევე იზრდება ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურალური ან ზურგის პუნქციის დროს.

 

ამიტომ, ნეიროაქსიალური ბლოკადისა და ანტიკოაგულანტული თერაპიის ერთდროული დანიშვნა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალური სარგებლის/რისკის ფრთხილად შეფასების შემდეგ შემდეგ სიტუაციებში:

  • პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ნეიროაქსიალური ბლოკადის სარგებელი ფრთხილად უნდა იყოს დაბალანსებული რისკებთან.
  • პაციენტებში, რომლებსაც გეგმავენ გეგმიური ქირურგიის ჩატარებას ნეიროაქსიალური ბლოკადით, ანტიკოაგულაციური თერაპიის სარგებელი ფრთხილად უნდა იყოს დაბალანსებული რისკებთან.

 

სპინალური ლუმბალური პუნქციის, სპინალური ანესთეზიის ან ეპიდურალური ანესთეზიის მქონე პაციენტებში, ნადროპარინის ინექციას შორის პროფილაქტიკური დოზებით ან 24 საათი სამკურნალო დოზებით და სპინალური/ეპიდურალური კათეტერის ან ნემსის ჩადგმას ან ამოღებას შორის უნდა გაიაროს მინიმუმ 12 საათმა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის შეიძლება განიხილებოდეს უფრო გრძელი ინტერვალები.

პაციენტები უნდა იყვნენ ხშირი მონიტორინგის ქვეშ ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებსა და სიმპტომებზე. თუ აღინიშნება ნევროლოგიური კომპრომისი, საჭიროა სასწრაფო მკურნალობა.

სალიცილატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და თრომბოციტების საწინააღმდეგო საშუალებები

ვენური თრომბოემბოლიური დარღვე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy