დეკო - Deco 2000 2000 სე 36 კაფსულა
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის და მისი დონის შენარჩუნებისთვის.
დეკო 2000
დამხმარე ნივთიერებები:
მზესუმზირის ზეთი, E ვიტამინი, ხარის საკვებად გამოსაყენებელი ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
სამკურნალწამლო ფორმა:
ჟელატინის რბილი კაფსულები
შემადგენლობა:
თითოეული ჟელატინის რბილი კაფსულა შეიცავს 2000 სე ქოლეკალციფეროლს (50 მკგ ვიტამინ D3-ს)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინი D და მისი ანალოგები
ათქ კოდი: A11CC05
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ვიტამინი D ზრდის კალციუმისა და ფოსფატის შეწოვას ნაწლავში. ვიტამინ D3-ის მიღება ხელს უშლის ბავშვებში რაქიტისა და მოზრდილებში ოსტეომალაციის განვითარებას. ასევე, ხელს უშლის კალციუმის უკმარისობით გამოწვეულ პარათირეოიდული ჰორმონის დონის გაზრდას, რაც იწვევს ძვლის ქსოვილის რეზორბციის გაზრდას.
ძვლებისა და ნაწლავის ლორწოვანის გარდა ბევრ სხვა ქსოვილს აქვს D ვიტამინის რეცეპტორები, რომლებსაც უკავშირდება კალციტრიოლი, D ვიტამინის აქტიური ჰორმონალური ფორმა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ვიტამინი D სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში მილის საშუალებით. D ვიტამინის მიღება საკვებთან ერთად პოტენციურად ზრდის მის აბსორბციას. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები ცირკულირებს სისხლში სპეციფიკურ გლობულინთან შეკავშირებული სახით. ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება ღვიძლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად (25(OH)D3), კალციდიოლად ჰიდროქსილირების გზით. შემდეგ ის გარდაიქმნება 1.25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლად თირკმელებში. 1.25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი წარმოადგენს აქტიურ მეტაბოლიტს, რომელიც პასუხს აგებს კალციუმის შეწოვის გაძლიერებაზე. არამეტაბოლიზებული D ვიტამინი გროვდება ცხიმებსა და კუნთოვან ქსოვილში. ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ შრატში პირველადი დეპო-ფორმის მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 7 დღეში. 25(OH)D3 ნელა გამოიყოფა შრატში ნახევარგამოყოფის მნიშვნელოვანი პერიოდით, რომელიც შეადგენს 50 დღეს. ქოლეკალციფეროლი და D ვიტამინის სხვა ფორმები ძირითადად გამოიყოფა ნაღველსა და განავალში. ნაღველსა და განავალში გამოყოფილი D ვიტამინის მცირე პროცენტი შეიძლება აღმოჩენილი იქნას შარდში.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის და მისი დონის შენარჩუნებისთვის.
დოზირება და მიღება:
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში 5 წლის ასაკიდან: საპროფილაქტიკო დოზას წარმოადგენს 500-1000 სე დღე-ღამეში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. სამკურნალო დოზა რეკომენდებულია 5000-6000 სე დღე-ღამეში, თუმცა სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით.
მოზრდილები: ჩვეულებრივ საპროფილაქტიკო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 500-1000 სე დღე-ღამეში. სამკურნალო დოზის სახით რეკომენდებულია გამოყენება D ვიტამინის 5000-6000 სე დღე-ღამეში. სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით.
ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში: D ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1000 სე. ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომელებიც იმყოფებიან დაცემის და მოტეხილობების დიდი რისკის ქვეშ, რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს 2000 სე დღე-ღამეში.
მიღების მეთოდი:
დეკო 2000 მიიღება პერორალურად. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები:
· პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია დამხმარე ნივთიერებების პარაგრაფში.
· ჰიპერკალციემიის ან/და ჰიპერკალციურიის გამომწვევი დაავადებები ან/და მდგომარეობები
· ნეფროლითიაზის (თირკმელებში კენჭების) შემთხვევაში
· ნეფროკალცინოზის შემთხვევაში (კალციუმის მარილების ექტოპური დაგროვება თირკმელების პარენქიმაში, თირკმელების კალციფიკაცია)
· D ჰიპერვიტამინოზის შემთხვევაში
· თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში
განსაკუთრებული მითითებანი და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
დეკო 2000 სიფრთხილის ზომების დაცვით უნდა დაინიშნოს სარკოიდოზის მქონე პაციენტებში, რომელიც წარმოადგენს იმუნური სისტემის პათოლოგიური ფუნქციონირებით გამოწვეულ დაავადებას, ვინაიდან D ვიტამინის აქტიურ ფორმაში გადასვლა შეიძლება რისკის შემცველი იყოს გაძლიერებული მეტაბოლიზმის გამო. ამ ჯგუფის პაციენტებში საჭიროა შრატსა და შარდში კალციუმის შემცველობის მონიტორინგი.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო საშუალებებით.
ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში საჭიროა შრატში კალციუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი შრატის კრეატინინის გაზომვით. შემდგომი დაკვირვება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში საგულე გლიკოზიდებით ან დიურეზულებით თანმხლები თერაპიის შემთხვევაში, ასევე პაციენტებში თირკმელებში კენჭების წარმოქმნის მიმართ მიდრეკილების მაღალი რისკით. ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (300 მგ-ზე მეტი (7.5 მმოლი)/24 საათი) ან თირკმელების დაზიანებული ფუნქციის ნიშნების არსებობისას საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
დეკოს რბილი კაფსულა სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება თირკმელების ზომიერი ან მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე საჭიროა კალციუმისა და ფოსფატის დონეზე მისი ეფექტის მონიტორინგი. გასათვალისწინებელია რბილი ქსოვილების კალციფიკაციის რისკი. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში D ვიტამინი ქოლეკალციფეროლის ფორმით ჩვეულებრივ არ მეტაბოლიზდება. შესაბამისად, უნდა იქნას გამოყენებული D ვიტამინის სხვა ფორმები.
დეკოში (2000 სე) D ვიტამინის შემცველობა უნდა იქნას გათვალისწინებული D ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების დანიშვნისას. D ვიტამინის დამატებითი დოზები საჭიროებს მკაცრ სამედიცინო დაკვირვებას. ამ შემთხვევაში, საჭიროა შრატში კალციუმის დონის და შარდში კალციუმის ექსკრეციის ხშირი მონიტორინგი.
კალციუმის დანამატების დამატებით მიღების აუცილებლობა განიხილება ინდივიდუალურად. კალციუმის დანამატები მიიღება მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კალციუმის დონისა და შარდში კალციუმის ექსკრეციის ხშირი მონიტორინგი.
ორსულებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 400 სე, თუმცა, D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს უფრო მაღალი დოზები. ორსულობის პერიოდში მედიკამენტის დოზა და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
პრეპარატში სორბიტოლის შემცველობის გამო ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
ფოსფატების ინფუზია არ უნდა დაინიშნოს D ჰიპერვიტამინოზით გამოწვეული დაბალი ჰიპერკალციემიის დროს, რადგან არსებობს მეტასტაზური კალციფიკაციის საშიშროება.
თიაზიდური დიურეზულები ამცირებს შარდში კალციუმის გამოყოფას. თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს. შესაბამისად, თიაზიდურ დიურეზულებთან ერთდროულად გამოყენების პერიოდში შრატში კალციუმის დონე უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
ფენიტოინისა და ბარბიტურატების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს D ვიტამინის ეფექტი, რადგან ის ზრდის მეტაბოლიზმის სიჩქარეს.
D ვიტამინის დოზის გადაჭარბება ფუტკარას პრეპარატებთან ან სხვა საგულე გლიკოზიდებთან ერთად შეიძლება იწვევდეს ჰიპერკალციემიას მისი ინოტროპული მოქმედების გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს ფუტკარას პრეპარატების ტოქსიკურობისა და მძიმე არითმიის რისკი. საჭიროა ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) და შრატში კალციუმის დონის გულდასმით მონიტორინგი.
გლუკოკორტიკოიდულ სტეროიდებს შეუძლია გაზარდოს D ვიტამინის მეტაბოლიზმისა და გამოყოფის სიჩქარე. გლუკოკორტიკოიდული სტეროიდების ერთდროულად გამოყენების პერიოდში შეიძლება საჭირო იყოს დეკოს კაფსულების დოზის გაზრდა.
რიფამპიცინს შეუძლია შეამციროს ქოლეკალციფეროლის ეფექტიანობა, რადგან იწვევს ღვიძლის ფერმენტების ინდუქციას.
ვინაიდან იზონიაზიდი თრგუნავს ქოლეკალციფეროლის მეტაბოლურ მოქმედებას, მას შეუძლია შეამციროს ქოლეკალციფეროლის ეფექტიანობა.
ქოლესტირამინთან, იონმიმოცვლით ფისებთან, როგორიცაა კოლესტიპოლი, ან საფაღარათო საშუალებებთან, როგორიცაა პარაფინის ზეთი, ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს D ვიტამინის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ორლისტატმა შეიძლება პოტენციურად გავლენა მოახდინოს ქოლეკალციფეროლის შეწოვაზე, რადგან ის იწვევს ცხიმების შეწოვის დარღვევას.
ციტოტოქსიკური საშუალება აქტინომიცინი და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება იმიდაზოლი გავლენას ახდენს D ვიტამინის მოქმედებაზე 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს თირკმლის ფერმენტის 25-ჰიდროქსივიტამინ D-1-ჰიდროქსილაზას საშუალებით 1.25-დიჰიდროვიტამინ D-ში გარდაქმნის ინჰიბირების გზით.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 400 სე, თუმცა, D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მაღალი დოზები. ორსულობის პერიოდში მედიკამენტის დოზირება და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში, რომელიც აუცილებელია განიხილოს ბავშვისთვის დამატებითი D ვიტამინის დანიშვნისას.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
D ვიტამინი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ცნობილი არ არის დეკო 2000-ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიხშირის შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (<1/10 - >1/100), არახშირი (<1/100 - ≥1/1000), იშვიათი (<1/1000 - ≥1/10,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
იმუნური სისტემის დაავადებები
უცნობია: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება, ხახის შეშუპება
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
არახშირი: ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბება შეიძლება იწვევდეს D ჰიპერვიტამინოზს. D ვიტამინის სიჭარბე იწვევს სისხლში კალციუმის პათოლოგიურად მაღალ დონეს, რაც საბოლოოდ შეიძლება იწვევდეს რბილი ქსოვილებისა და თირკმელების მძიმე დაზიანებას.
ქოლეკალციფეროლის მწვავე და ქრონიკული დოზის გადაჭარბება იწვევს ჰიპერკალციემიას, შრატსა და შარდში კალციუმის მომატებულ კონცენტრაციებს.
ჰიპერკალციემიის სიმპტომები (შრატსა და შარდში კალციუმის მომატებული კონცენტრაციები) მოიცავს: უმადობას, წყურვილს, გულისრევას, ღებინებას, ხშირად ადრეულ დიარეას შეკრულობის თანხლებით, ტკივილს მუცლის არეში, კუნთების სისუსტეს, დაღლილობას, ფსიქიკურ დარღვევებს, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ძვლების ტკივილს, ნეფროკალცინოზს, მძიმე შემთხვევებში კენჭებს თირკმელებში, თირკმლის უკმარისობას, რბილი ქსოვილების კალციფიკაციას, ცვლილებებს ეკგ-ზე, პანკრეატიტს, გულის არითმიის ჩათვლით.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა: D ვიტამინით ინტოქსიკაციით გამოწვეული ჰიპერკალციემიის დასარეგულირებლად საჭიროა რამდენიმე კვირა. ჰიპერკალციემიის სამკურნალოდ D ვიტამინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია D ვიტამინის დანამატების, D ვიტამინის სხვა ფორმით, მაგალითად საკვებში მიღებისგან თავის შეკავება, და მზის სხივების ზემოქმედებისგან თავის არიდება. ასევე, განიხილება კალციუმის დაბალი შემცველობის ან კალციუმის გარეშე საკვების მიღება.
შეფუთვა:
36 ჟელატინის რბილი კაფსულა გამოდის მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვა:
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა: 24 თვე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ: Amvilab - ამვილაბი ვიტამინი D3 2000 სე
Units | 36 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account