Extractum Valerianae cum Menthae - ვალერიანის ექსტრაქტი პიტნით 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 4,84 GEL რეგულარული ფასი 6,72 GEL
მარაგშია
SKU
48348_640

ჩვენება:ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.

დამამშვიდებელი საშუალება
წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა: კატაბალახას სქელი ექსტრაქტი - 0,02გ; პიტნის ზეთი – 0,00025გ;
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მწვანე პიგმენტი.              
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს, ალკალოიდებს (ვალერინი, ხოტინინი); სედაციური მოქმედების ნივთიერებებს – ვალეპოტრიატებს, პიტნის ეთერზეთებს.
აღნიშნული შემადგენლობიდან გამომდინარე ,,კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით’’-ტაბლეტები ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას, ანელებს გულის რიტმს და აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.
პრეპარატის სამკურნალო მოქმედება ვლინდება სისტემატიური და ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ.
ჩვენება: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.  
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დასაშვებია სხვა სედაციურ საშუალებებთან ერთად გამოყენება, აძლიერებს საძილე და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას.
ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. პრეპარატის მაღალი დოზების სისტემატიური მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, მოდუნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.
შეფუთვა: #20 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.  
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy