THYROZOL - თიროზოლი 5მგ 100 ტაბლეტი

24,52 GEL
მარაგშია
SKU
57834_540

ჩვენება: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალოდ

თიროზოლი®

(THYROZOL®)

აპკით შემოგარსული ტაბლეტები, 5 მგ, 10 მგ

მოქმედი ნივთიერება: თიამაზოლი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც  ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

- შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

 - თუ თქვენ გაქვთ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ეს სამკურნალო პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, როდესაც მათი სიმპტომები თქვენის მსგავსია.

 - რაიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.  ეს ასევე ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. (იხილეთ პუნქტი 4). 

ეს გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: 

1. რა არის და რა შემთხვევებში  გამოიყენება სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®

2. რა უნდა იცოდეთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის® მიღებამდე 

3. როგორ მიიღება სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® 

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები 

5. როგორ ინახება სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® 

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია 

1. რა არის და რა შემთხვევებში  გამოიყენება სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს მოქმედ ნივთიერება თიამაზოლს. თიამაზოლი აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბ წარმოქმნას, მისი მიზეზის მიუხედავად. სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®  ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალოდ (მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის ჰორმონების ზედმეტ რაოდენობას) შემდეგ შემთხვევებში: 

- თუ თქვენ გჭირდებათ მედიკამენტოზური თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი წარმოქმნის გამო, განსაკუთრებით თუ გაქვთ მცირე ზომის ჩიყვი ან მისი არარსებობისას;

- თუ თქვენთვის იგეგმება ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევა; 

- თუ თქვენთვის იგეგმება მკურნალობა რადიოაქტიური იოდით, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის მძიმე ფორმების დროს; 

- რადიოაქტიური იოდით მკურნალობის შემდეგ, ამ  თერაპიის ზემოქმედების გამოჩენამდე. სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® აგრეთვე ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის განვითარების პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც აუცილებელია იოდის პრეპარატების გამოყენება (მაგალითად იოდის შემცველი საკონტრასტო პრეპარატების შეყვანით გამოკვლევის ჩატარებისას), კერძოდ: 

- თუ თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის მსუბუქი ფორმა თანმხლები სიმპტომების გარეშე; 

-თუ თქვენ გაქვთ ფარისებრ ჯირკვალში გარკვეული უბნები, რომლებიც წარმოქმნიან ჰორმონებს (მდგომარეობა სახელწოდებით „ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია“); 

- თუ ადრე გქონიათ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; 

- თუ გაუმჯობესება არ აღინიშნა ან გრძნობთ გაუარესებას, უნდა მიმართოთ ექიმს. 

ასევე, იხილეთ: თიროზოლი 10მგ 50 ტაბლეტი

2. რა უნდა იცოდეთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის® მიღებამდე

არ მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® შემდეგ შემთხვევებში: 

*  თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების (თიამაზოლის), მონათესავე ნაერთების (თიოშარდოვანას წარმოებულები) ან სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის® დამხმარე ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია ამ გამოყენების ინსტრქუციის მე-6 პუნქტში); * თუ ლაბორატორიული ტესტები აჩვენებს თქვენს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის შემცირებას (გრანულოციტოპენია); 

* თუ თქვენ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მიღების დაწყებამდე დაგისვეს ქოლესტაზის (ნაღვლის სადინრების დახშობა) დიაგნოზი;  

- თუ თქვენ ადრე გქონდათ დადგენილი ძვლის ტვინის დაზიანება თიამაზოლით ან კარბიმაზოლით მკურნალობის შემდეგ; 

- თუ ადრე გქონდათ პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი) თიამაზოლის ან კარბიმაზოლის მიღების შემდეგ. 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მიღების დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 აცნობეთ თქვენს მკურნალ  ექიმს, თუ ადრე თიამაზოლის მიღებისას გქონიათ მსუბუქი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ან ქავილი. თქვენი მკურნალი  ექიმი გადაწყვეტს, არის თუ არა მიზანშეწონილი თქვენთვის სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  დანიშვნა. 

მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ დიდი ზომის ჩიყვი (ისინჯება კისრის წინა ნაწილში) და ამავდროულად გაგიჭირდათ სუნთქვა, რადგანაც სამკურნალო პრეპარატმა თიროზოლმა® შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® შეზღუდული დროის განმავლობაში და ამავდროულად რეგულარულად გააკონტროლოს თქვენი მდგომარეობა.

 დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობა (გადაღლა), სხეულის მასის დაკლება, კუნთების და სახსრების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს სისხლძარღვების ანთების (ვასკულიტის) ნიშნები, ამ შემთხვევაში თქვენი მკურნალ ექიმს შეუძლია (საჭიროების შემთხვევაში) მოგცეთ რეკომენდაცია მკურნალობის შეწყვეტა. თუ თქვენ ხართ მემარჯვენე, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. როგორც წესი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები უკუგანვითარდება ნკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.  

დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს, თუ გაწუხებთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ყელში ჩახეხვის შეგრძნება ან ცხელება. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებისას (აგრანულოციტოზი). აგრანულოციტოზი ხშირად ვითარდება მკურნალობის პირველი ხუთი კვირის განმავლობაში და შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმისათვის  სერიოზული შედეგები.  დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ცხელება და ტკივილი მუცლის არეში, ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების სიმპტომები (მწვავე პანკრეატიტი). ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მიღების შეწყვეტის შესახებ. სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. რეპროდუქციული ასაკის ქალმა პაციენტებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. 

თუ თქვენ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის  მძიმე ფორმა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მაღალი დოზები (120 მგ-ზე მეტი დღეში). თქვენთვის ასევე რეკომენდებულია, რომ რეგულარულად ჩაიტაროთ ლაბორატორიული ტესტები, რათა გამოირიცხოს ძვლის ტვინის დაზიანების შესაძლებლობა სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მაღალი დოზების მიღებისას. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მიღება და დაგინიშნოთ სხვა  სამკურნალო პრეპარატი. 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ჩიყვის ზომა და ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციონირება არ იყოს საკმარისი, ამ შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადახედოს სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  რეკომენდებულ დოზას. თუმცა უნდა გავთვალისწინებული იქნას, რომ ზემოთ აღწერილი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ძირითადი დაავადების მიმდინარეობით. პაციენტს ასევე შეუძლია გაუუარესდეს თვალის გარკვეული პათოლოგიების მიმდინარეობა (კერძოდ, ენდოკრინული ორბიტოპათია), რაც არ არის დაკავშირებული სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღებასთან. 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის® მიღებისას შეიძლება თქვენი სხეულის მასა გაიზარდოს.   ეს ნორმალური მოვლენაა, რადგანაც სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®  გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზზე, რომლებიც აკონტროლებენ ადამიანის ორგანიზმის მიერ ენერგიის ხარჯვას. 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლთან®  ერთად სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იყენებთ პროდუქტებს/სამკურნალო პრეპარატებს,  რომლებიც შეიცავენ იოდს, რადგანაც ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  ეფექტურობაზე. თქვენი ექიმი შეარჩევს სამკურნალო პრეპარატის დოზას ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობისა და იოდის შემცველი საკვების მოხმარების დონის გათვალისწინებით. 

 აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას), რადგანაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებამ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  მიღებისას შეიძლება გავლენა მოახდინოს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტურობაზე. ანალოგიური ეფექტი შეიძლება აღინიშნოს სხვა სამკურნალო პრეპარატების  მიმართ. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლოდროს იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატების  მიღებას. 

ორსულობა და ძუძუთი კვება 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. 

რეპროდუქციული ასაკის ქალმა პაციენტებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები. 

თუ თქვენ ხართ ორსულად, თვლით, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღების დაწყებამდე. სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღება შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის დროს იმ შემთხვევებში, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®   არ ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ, რომლებიც შედიან  სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®    შემადგენლობაში

მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს, თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, რადგანავ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი® შეიცავს ლაქტოზას. 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®   შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს. 

3. როგორ მიიღება  სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®   

ყოველთვის მიიღეთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები,  მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს. 

სტანდარტული რეკომენდებული დოზები 

თქვენი მდგომარეობის შეფასების შემდეგ, თქვენი მკურნალი ექიმი შეარჩევს სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   ინდივიდუალურ დოზას. სტანდარტული რეკომენდებული დოზები  ქვემოთაა მოცემული. 

მოზრდილი პაციენტები 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   საწყისი სადღეღამისო დოზაა 10-40 მგ (პაციენტების ზოგიერთი კატეგორიისთვის შესაძლებელია დოზის გაზრდა) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებამდე. სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   დღიური შემანარჩუნებელი დოზაა 5-20 მგ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან კომბინაციაში, ან 2,5-10 მგ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დანიშვნის გარეშე. 

ბავშვები და მოზარდები (3-17 წლის ასაკის)

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   საწყისი დღიური დოზაა 0.5 მგ პაციენტის სხეულის 1 კგ წონაზე. ექიმს შეუძლია შემანარჩუნებელი დოზის კორექცია (შემცირება) პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, და ასევე მიიღოს გადაწყვიტილება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დამატებითი დანიშვნის შესახებ. 

2 წლისა და 2 წლამდე ასაკის ბავშვები

 2 წლისა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის განვითარების თავიდან ასაცილებლად იოდის პრეპარატების გამოყენების შემდეგ (მაგალითად, გამოკვლევის დროს იოდის შემცველი საკონტრასტო პრეპარატების შეყვანისას), თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®   დღიური დოზით 10-20 მგ პერქლორატის დამატებითი მიღებით 10 დღის განმავლობაში (იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ორგანიზმიდან ორგანიზმიდან გამოყოფამდე). 

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები  

აცნობეთ თქვენს მკურნალ  ექიმს თუ აღმოგაჩნდებათ ღვიძლის დაავადება. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის® დოზის შემცირების შესახებ.

 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები 

აცნობეთ თქვენს მკურნალ  ექიმს თუ აღმოგაჩნდებათ თირკმლების დაავადება. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის® დოზის შემცირების შესახებ. 

 მკურნალობის ხანგრძლივობა 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და დიაგნოზზე. თქვენი მკურნალი ექიმი შეგატყობინებთ მკურნალობის დაგეგმილი ხანგრძლივობის შესახებ. როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობაა:

 -ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის კონსერვატიული მკურნალობისა (ქირურგიული ჩარევის გარეშე): 6 თვიდან 2 წლამდე; 

- ქირურგიული ჩარევისთვის მომზადებისას: ოპერაციამდე 3-4 კვირის განმავლობაში; 

-რადიოაქტიური იოდით მკურნალობისთვის მზადებისას: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზებამდე; 

-რადიოაქტიური იოდით მკურნალობის ჩატარების შემდეგ: 4-6 თვის განმავლობაში,  ამ თერაპიის ეფექტის გამოჩენამდე. 

გამოყენების მეთოდი

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დილით საუზმის შემდეგ მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგალითად, ნახევარი ჭიქა წყალი). ტაბლეტზე გამყოფი ხაზი საშუალებას გაძლევთ გაყოთ ტაბლეტი ორ თანაბარ დოზად. 

თუ თქვენ იღებთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   ერთ ტაბლეტზე მეტს დღეში, სადღეღამისო დოზა შეიძლება დაიყოს რამდენიმე დოზად, რომლებიც მიიღება თანაბარი ინტერვალებით დღის განმავლობაში. 

თუ თქვენ მიიღეთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   დანუშნულზე მეტი ტაბლეტები  პრეპარატის უფრო მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

 თუ თქვენ შეცდომით მიიღეთ სამკურნალო პრეპარატის თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო დიდი დოზა, ამან არ უნდა გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. თუმცა, თუ რეგულარულად აჭარბებდით რეკომენდებულ დოზას, უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

დოზის სისტემატურად გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განგივითარდეთ შემდეგი სიმპტომები: მომატებული მგრძნობელობა/სიცივის აუტანლობა, დაღლილობის გრძნობა, კანის სიმშრალე, ყაბზობა, სხეულის მასის მომატება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება, ფარისებრი ჯირკვლის ზომების გადიდება. 

ამ შემთხვევაში, თქვენმა მკურნალმაე ქიმმა შეიძლება მოახდინოს სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®  დოზა, რომელსაც იღებთ ან დაგინიშნოთ დამატებით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები.

 თუ დაგავიწყდათ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღება 

თუ დაგავიწყდათ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღება, არ უნდა მიიღოთ ორმაგი დოზა შემდგომ მიღებაზე. მიიღეთ რეკომენდებული დოზა თქვენს ჩვეულ დროს მეორე დღეს. 

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

 ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, სამკურნალო პრეპარატმა თიროზოლმა®   შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები ზოგიერთ პაციენტში. სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მიღებისას (ზოგჯერ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ), პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ შემდეგი არასასურველი რეაქციები:

-  ძალიან ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს): 

* სხვადასხვა სიმძიმის კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება). უმეტეს შემთხვევაში, ეს რეაქციები მსუბუქად მიმდინარეობენ და ქრებიან მკურნალობის გაგრძელებისას. 

- ხშირი (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): 

* სახსრების ტკივილი (ართრალგია). 

- არახშირი (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): 

* თუ გაქვთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ყელში ჩახეხვის შეგრძნება ან ცხელება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს სისხლში გარკვეული უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებისას (აგრანულოციტოზი). 

- იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):

 * გემოვნების შეგრძნების დარღვევა ან დაკარგვა (დისგევზია, აგევზია); 

* ცხელება. 

-ძალიან იშვიათი (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს): 

*  სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის უჯრედების საერთო რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ლიმფური კვანძების ანთება (გენერალიზებული ლიმფადენოპათია); 

* ჰორმონების ფუნქციონირების დარღვევა, რომლებიც აკონტროლებენ სისხლში გლუკოზის დონეს, რასაც თან ახლავს გლუკოზის დონის მკვეთრი დაქვეითება (ინსულინური ავტოიმუნური სინდრომი); 

* ნერვული ბოჭკოების ანთება ან მგრძნობელობის  დარღვევები (ნევრიტი, პოლინეიროპათია); 

* სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება (გადიდება); 

* ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის ანთება (ქოლესტაზური სიყვითლე, ტოქსიკური ჰეპატიტი). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება სამკურნალო პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.

 * ალერგიული რეაქციების მძიმე ფორმები, მათ შორის კანისმხრივი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), თმის ცვენა, კანისა და შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი ავტოიმუნური დაავადება (ერითემატოზური მგლურა).

- უცნობია (განვითარების სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე): 

* პანკრეასის ანთება (მწვავე პანკრეატიტი) 

* სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი) 

ბავშვები და მოზარდები

 არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვლინდება ბავშვებში და მოზარდებში, მოზრდილი პაციენტების არასასურველი რეაქციების ანალოგიურია.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ 

თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, იმათი ჩათვლით, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით  პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში. 

5. როგორ ინახება სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®   

 შეინახეთ სამკურნალო პრეპარატი თიროზოლი®   ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გადის შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

 შეინახეთ ტენიანობისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი. 

არ უნდა მოხდეს ამ პრეპარატის უტილიზაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან მისი გადაგდება ჩამდინარე წყალში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ ხდება იმ სამკურნალო პრეპარატების უტილიზაცია, რომლებიც საჭირო აღარაა. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

6. შეფუთვის შემცველობა შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია 

რას შეიცავს სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   ტაბლეტები? 

* სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   მოქმედი ნივთიერებაა თიამაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 5 მგ ან 10 მგ თიამაზოლს.

*  დამხმარე ნივთიერებები: 

დოზირება 5 მგ: 

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი - 2 მგ, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი C) - 2 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 2 მგ, ჰიპრომელოზა 2910/15 - 3 მგ, ტალკი 6 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა - 10 მგ, სიმინდის სახამებელი- 20 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი - 200 მგ. 

აპკის გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172) - 0.04 მგ, დიმეტიკონი 100 - 0.16 მგ, მაკროგოლი 400 - 0.79 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) - 1.43 მგ, ჰიპრომელოზა 2910/15 – 3,21 მგ. 

დოზირება 10 მგ: 

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი - 2 მგ, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი C) - 2 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 2 მგ, ჰიპრომელოზა 2910/15 - 3 მგ, ტალკი 6 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა - 10 მგ სიმინდის სახამებელი- 20 მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი - 195 მგ. 

აპკის გარსი: რკინის ყვითელი ოქსიდი (E 72) - 0,54 მგ, რკინის წითელი ოქსიდი (E 172) - 0,004 მგ, დიმეტიკონი 100 - 0,16 მგ, მაკროგოლი 400 - 0,79 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) – 0,89 მგ, ჰიპრომელოზა 2910/15 – 3,21 მგ. 

სამკურნალო პრეპარატი თიროზოლის®   ტაბლეტების გარეგნობა და შეფუთვის შემცველობა დოზირება 5 მგ: ღია ყვითელი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკით შემოგარსული ტაბლეტები, გამყოფი ღარით ორივე მხარეს.

 დოზირება 10 მგ: ნაცრისფერ-ნარინჯისფერი მრგვალი, ორმხრივამოზნექილი აპკის გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ღარით ორივე მხარეს.

შეფუთვა: 10 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში; 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრქუციასთან ფურცელთან მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 25 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრქუციასთან ფურცელთან მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy