სიოფორი 850მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლისთვის.
სიოფორი850
850მგაპკიანიგარსითდაფარულიტაბლეტები
გამოიყენება ბავშვებში 10 წლის ასაკიდან და მოზრდილებში
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების და წყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .
- შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. დაუშვებელია მისი გადაცემა სხვა პირებისათვის. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
- რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი :
1. რას წარმოადგენს პრეპარატი სიოფორი 850 და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი სიოფორი 850
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. პრეპარატ სიოფორი 850-ის შენახვის პირობები
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
1.რას წარმოადგენს პრეპარატი სიოფორი 850 და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი სიოფორი 850
სიოფორი 850 შეიცავს მეტფორმინს და წარმოადგენს დიაბეტის სამკურნალო საშუალებას. ის მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები.
ინსულინი – ეს არის ჰორმონი, რომელსაც წარმოქმნის კუჭქვეშა ჯირკვალი და უზრუნველყოფს სისხლში არსებული გლუკოზის (შაქრის) მიტაცებას თქვენი ორგანიზმის უჯრედების მიერ. თქვენი ორგანიზმი იყენებს გლუკოზას ენერგიის მისაღებად ან ინახავს მას მომავალში გამოსაყენებლად.
თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ეს ნიშნავს, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი აწარმოებს არასაკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან თქვენი ორგანიზმი სათანადოდ ვერ იყენებს წარმოებულ ინსულინს. ამის შედეგად იზრდება სისხლში გლუკოზის დონე. სიოფორი 850 გეხმარებათ სისხლში გლუკოზის დონის ნორმასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონეზე დაქვეითებაში.
თუ ხართ მოზრდილი ასაკის ჭარბწონიანი პირი, პრეპარატ სიოფორი 850-ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება ასევე დაგეხმარებათ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-თან დაკავშირებული გართულებების განვითარების რისკის შემცირებაში. პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღებისას სხეულის მასა რჩება სტაბილური ან აღინიშნება მისი ზომიერი კლება.
ასევე, იხილეთ: Siofor - სიოფორი 850მგ 90 ტაბლეტი
რისთვის გამოიყენება პრეპარატი სიოფორი 850
სიოფორი 850 გამოიყენება
· პრედიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის მანიფესტური ფორმის განვითარების მაღალი რისკი (რომელსაც ასევე ეწოდება „ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი”), კერძოდ იმ პირების სამკურნალოდ, რომელთაც აღენიშნებათ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის (IGT) და უზმოდ პლაზმაში გლუკოზის შემცველობის დარღვევა (IFG), ასევე შემდეგ პირებში: ასაკი <60 წელი, სხეულის მასის ინდექსი ≥30 კგ/მ2, დიაბეტის ანამნეზი ახლო ნათესავებში, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, HDL ქოლესტერინის დაქვეითებული დონე, არტერიული ჰიპერტენზია, HbA1c ≥6.0%, ორსულთა დიაბეტი წარსულში;
· შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, სისხლში გლუკოზის დონის სათანადო კონტროლისთვის.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე მოზრდილებში სიოფორი 850-ის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (პერორალურ პრეპარატებთან ან ინსულინთან) კომბინაციაში.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ბავშვებში 10 წლის ასაკიდან, აგრეთვე მოზარდებში, სიოფორი 850-ის გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე ინსულინთან კომბინაციაში.
პრეპარატ სიოფორი 850-ით მკურნალობა ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს დიეტის და ფიზიკური დატვირთვის თანხლებით.
2.რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღებამდე
პრეპარატ სიოფორი850-ის მიღება არ შეიძლება :
► მეტფორმინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის შემთხვევაში (მითითებულია პარაგრაფში 6);
► თუ მნიშვნელოვნად შემცირებული გაქვთ თირკმელების ფუნქცია;
► თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ;
►თუ გაქვთ არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევით, ღებინებით, დიარეით, წონის სწრაფი კარგვით, ლაქტატაციდოზით (იხ. ქვემოთ „ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი“) ან კეტოაციდოზით. კეტოაციდოზი – ეს არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გროვდება ნივთიერებები სახელწოდებით „კეტონური სხეულები“ და რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს დიაბეტურ პრეკომამდე. კეტოაციდოზის სიმპტომებია ტკივილი მუცლის არეში, გახშირებული და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა და უჩვეულო ხილის სუნი პირიდან;
► თუ დაკარგეთ ძალიან დიდი რაოდენობით სითხე (გაუწყლოება), მაგალითად, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის ან მრავალჯერადი ღებინების შედეგად. გაუწყლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რომლის დროსაც იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“);
► თუ გაქვთ მძიმე ინფექციები, მაგალითად ფილტვების, სასუნთქი გზების ან თირკმელების ინფექციები. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რომლის დროს იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“);
► თუ ღებულობთ გულის მწვავე უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებს, ან ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე, თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვა (მაგალითად, შოკი) ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდება, რომლის დროსაც იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“);
► თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან,თუ :
►გჭირდებათ გამოკვლევის ჩატარება, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული, როდესაც სისხლში შეჰყავთ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები;
► გჭირდებათ ფართო ქირურგიული ჩარევა.
ასეთი გამოკვლევის ან ოპერაციის ჩატარების დროს, ასევე, გარკვეული დროის განმავლობაში მათი ჩატარების შემდეგ არ უნდა მიიღოთ სიოფორი 850. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა შეწყვიტოთ სიოფორი 850-ის მიღება და როდის უნდა გააგრძელოთ პრეპარატით მკურნალობა. აუცილებელია მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვა.
ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი |
პრეპარატ სიოფორი 850-ს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოქმედება სახელწოდებით ლაქტატაციდოზი, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში. ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი ასევე მაღალია არაკონტროლირებადი დიაბეტის მქონე პირებში, სერიოზული ინფექციური დაავადებების, ხანგრძლივი შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, გაუწყლოების (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ), ღვიძლის დაავადებების დროს, ასევე, ნებისმიერი მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმს მიეწოდება არასაკმარისი რაოდენობის ჟანგბადი (როგორიცაა გულის მძიმე ხარისხის მწვავე დაავადება). თუ თქვენს შემთხვევაში ადგილი აქვს ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებას, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. შეწყვიტეთ სიოფორი850-ის მიღება ხანმოკლე დროის განმავლობაში ისეთი მდგომარეობისას, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გაუწყლოებასთან (ორგანიზმის მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობით სითხის დაკარგვა), როგორიცაა: მძიმე ღებინება, დიარეა, ცხელება, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება, ან თუ იღებთ ჩვეულებრივზე ნაკლებ სითხეს. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს ლაქტატაციდოზის ზოგიერთი სიმპტომის გამოვლენისას, რადგან აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლოა მიგვიყვანოს კომამდე. ლაქტატაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება: § ღებინება § კუჭის ტკივილი (ტკივილი მუცლის არეში) § კუნთების კრუნჩხვა § ზოგადი მდგომარეობის დარღვევა, ძლიერი დაღლილობის თანხლებით § სუნთქვის გაძნელება § სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება |
ლაქტატაციდოზის დროს საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სტაციონარში. |
პრეპარატ სიოფორი 850-ით მკურნალობისას თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია წელიწადში სულ მცირე ერთხელ ან უფრო ხშირად ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში ან/და თირკმელების ფუნქციის გაუარესებისას.
თავისთავად სიოფორი 850-ის გამოყენება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი დაქვეითება). მაგრამ არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი სიოფორი 850-ის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი ან მეგლიტინიდები). თუ დაგეწყოთ ჰიპოგლიკემიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის ან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შეჭამეთ ან დალიეთ რამე შაქრის შემცველი – როგორც წესი, ეს შველის.
პრეპარატ სიოფორი 850-ის და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
თუ დაგჭირდათ სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების შეყვანა, მაგალითად, რენტგენოგრაფიული ან ტომოგრაფიული გამოკვლევის დროს, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ სიოფორი850-ის მიღება გამოკვლევის ჩატარებამდე ცოტახნით ადრე და არ მიიღოთ პრეპარატი გამოკვლევის ჩატარების პერიოდში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღება და როდის გააგრძელოთ პრეპარატით მკურნალობა (იხ. ზემოთ „აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან“).
აცნობეთ ექიმს, თუ პრეპარატ სიოფორი 850-თან ერთად იღებთ/იყენებთ, ახლახანს იღებდით/იყენებდით ან შეიძლება მიგეღოთ/გამოგეყენებინათ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის უფრო ხშირი კონტროლი და თირკმელების ფუნქციის შემოწმება, ან სიოფორი 850-ის დოზის კორექცია მკურნალი ექიმის მიერ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს აცნობოთ შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
► პრეპარატები, რომლებიც აძლიერებს შარდის წარმოქმნას (დიურეზულები);
► ტკივილის და ანთების სამკურნალო პრეპარატები (აასს და ცოგ-2-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
► ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის დროს (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტები);
► ბეტა-2-აგონისტები, მაგალითად, სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ);
► კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, კანის მძიმე ანთების ან ბრონქული ასთმის სამკურნალოდ);
► დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატები;
► პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს სისხლში პრეპარატ სიოფორი 850-ის კონცენტრაცია, განსაკუთრებით თუ თირკმელების ფუნქცია არის დაქვეითებული (ასეთი პრეპარატებია: ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი).
პრეპარატ სიოფორი850-ის ალკოჰოლთან ერთად მიღება
პრეპარატ სიოფორი 850-ით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან, რადგან ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“), განსაკუთრებით დასუსტებულ ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. აღნიშნული ასევე ეხება ალკოჰოლის შემცველ სამკურნალო საშუალებებსაც.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა
ორსულობის დროს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა უნდა განხორციელდეს ინსულინით.
ძუძუთიკვება
მოცემული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
თავისთავად სიოფორი 850-ის მიღება არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი დაქვეითება). ეს ნიშნავს, რომ ის არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სიოფორი 850-ის მიღებისას შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგალითად, სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი ან მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია სისუსტე, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, მხედველობის ან ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თავი შეიკავეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან.
3.როგორ უნდა მიიღოთ პრეპარატი სიოფორი 850
ყოველთვის მიიღეთ მოცემული პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ სიოფორი 850-ის გამოყენება ვერ შეცვლის ცხოვრების ჯანსაღი წესის სარგებელს. გააგრძელეთ ექიმის ყველა მითითების დაცვა დიეტასთან დაკავშირებით და განაგრძეთ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში.
რეკომენდებული დოზა :
ჩვეულებრივი საწყისი დოზა მოზრდილებისთვის: პრეპარატ სიოფორი 850-ის აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3000 მგ-ს, განაწილებული 3 მიღებაზე.
თუ დარღვეული გაქვთ თირკმელების ფუნქცია, მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ჩვეულებრივი საწყისი დოზა 10წლისასაკიდანბავშვებისათვისდამოზარდებისათვის: პრეპარატ სიოფორი 850-ის აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში (რაც შეესაბამება 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში) ან 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი ერთხელ დღე-ღამეში (ასეთი დოზირება შეუძლებელია პრეპარატ სიოფორი 850-ით).
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2000 მგ-ს, განაწილებული 2-3 მიღებაზე.
10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის განსაკუთრებული დანიშნულებით, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისია.
თუასევეიღებთინსულინს, ექიმი მოგცემთ მითითებებს, თუ როგორ დაიწყოთ პრეპარატ სიოფორი 850-ით მკურნალობა.
მონოთერაპია(პრედიაბეტი )
პრედიაბეტის მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტის მიღება (850მგ); საჭიროებისას, დოზის გაზრდა შეიძლება დღე-ღამეში ორჯერ მიღებამდე (850 მგ ორჯერ დღე-ღამეში).
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
დოზის თანდათანობით გაზრდის შემთხვევაში პრეპარატი უკეთ აიტანება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა სისხლში გლუკოზის დონის და რისკის ფაქტორების რეგულარული კონტროლის საფუძველზე.
მონიტორინგი
► მკურნალმა ექიმმა უნდა განახორციელოს სისხლში გლუკოზის შემცველობის რეგულარული კონტროლი და შეარჩიოს პრეპარატ სიოფორი 850-ის დოზა სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით. რეგულარულად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე, ხანდაზმული პირებისთვის;
► პრეპარატ სიოფორი 850-ით მკურნალობის დროს თქვენმა მკურნალმა ექიმმა თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა უნდა შეამოწმოს წელიწადში სულ მცირე ერთხელ ან უფრო ხშირად - თუ ხართ ხანდაზმული პირი ან/და გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
სიოფორი850-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების წესი
ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს აგარიდებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ გვერდით მოქმედებებს.
არ დაღეჭოთ და არ დაფშვნათ ტაბლეტები. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
· თუ თქვენ იღებთ პრეპარატს ერთხელ დღე-ღამეში, მიიღეთ ის დილით (საუზმეზე);
· თუ თქვენ იღებთ პრეპარატს ორჯერ, მიიღეთ ის დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე);
· თუ თქვენ იღებთ პრეპარატს სამჯერ, მიიღეთ ის დილით (საუზმეზე), შუადღეს (სადილზე) და საღამოს (ვახშამზე).
ტაბლეტზე არსებული გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაადვილებლად, თუ გიჭირთ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა.
თუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოგეჩვენათ, რომ პრეპარატ სიოფორი 850-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ სიოფორი850-ის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ სიოფორი 850-ის საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება განგივითარდეთ ლაქტატაციდოზი. ლაქტატაციდოზის სიმპტომებს მიეკუთვნება ღებინება, ნაწლავის კოლიკა (მუცლის ტკივილი) კუნთების სპაზმით, ზოგადი განწყობის დარღვევა ძლიერი დაღლილობის თანხლებით, ასევე, გაძნელებული სუნთქვა. სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის და გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება. აღნიშნული სიმპტომებისას, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა სტაციონარში, რადგან ლაქტატაციდოზმა შესაძლოა მიგვიყვანოს კომამდე. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ სიოფორი850-ის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით მოქმედებებს:
მნიშვნელოვანი გვერდითი მოქმედებები ან სიმპტომები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ და სიფრთხილის ზომები მათი გამოვლენისას :
სიოფორი 850-ს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოქმედება - ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ სიოფორი 850-ის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შეიძლება მიგვიყვანოს კომამდე.
სხვა შესაძლო გვერდითი მოქმედება :
გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ძალიან ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს )
► საჭმლის მონელების დარღვევა, როგორიცაა შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), შეუძლოდ ყოფნა (ღებინება) დიარეა, ნაწლავის კოლიკა (ტკივილი მუცლის არეში) და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი მოქმედებები უფრო ხშირად ვლინდება პრეპარატ სიოფორი 850-ით მკურნალობის დასაწყისში. მათი შესუსტების მიზნით რეკომენდებულია დღიური დოზის გაყოფა რამდენიმე მიღებაზე, ასევე, ტაბლეტების მიღება ჭამის დროს ან მაშინვე ჭამის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუსიმპტომებიარქრება , შეწყვიტეთსიოფორი850-ისმიღებადამიმართეთმკურნალექიმს.
გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად(შეიძლება აღენიშნოს10-დან1პაციენტს )
► გემოს აღქმის დარღვევა.
► სისხლში ვიტამინი B12-ის დაქვეითებული ან დაბალი დონე (სიმპტომები შეიძლება იყოს ძლიერი დაღლილობა (გადაღლა), ენის ტკივილი ან სიწითლე (გლოსიტი), კანზე ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), კანის სიფერმკრთალე ან სიყვითლე). თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ გარკვეული ანალიზები თქვენი სიმპტომების მიზეზის დასადგენად, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან ჯანმრთელობის მისგან დამოუკიდებელი სხვა პრობლემებით.
გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლებააღენიშნოს10 000-დან1პაციენტს )
► კანის რეაქციები, როგორიცაა კანის გაწითლება (ერითემა), ქავილი ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება);
► ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების დარღვევა ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება დაღლილობის, მადის დაკარგვის, სხეულის მასის კარგვის, კანისა და თვალის გუგების გაყვითლების თანხლებით ან მის გარეშე). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას, შეწყვიტეთ სიოფორი850-ის მიღება და მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დამატებითი გვერდითი მოქმედებები ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შეზღუდული მონაცემების თანახმად, მათში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ხასიათით და სიმძიმის ხარისხით მოზრდილებში აღნიშნული მოვლენების მსგავსია.
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5.პრეპარატ სიოფორი 850-ის შენახვის პირობები
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. თუ სიოფორი 850 დაენიშნა ბავშვს, მშობლებმა ან მომვლელმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მოცემული პრეპარატის გამოყენებას.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერა „ვარგისია”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6.შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ სიოფორი 850-ის შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 662.9 მგ მეტფორმინს.
სხვა კომპონენტები:
ჰიპრომელოზა, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur) [მცენარეული], მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
პრეპარატ სიოფორი850-ის აღწერა და შეფუთვა
მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.
ბლისტერი დამზადებულია გამჭვირვალე, მყარი პვქ ფირისა და მასთან შედუღებული ალუმინის მაგარი ფოლგისგან.
სიოფორი 850 გამოდის შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 30, 60, 90 ან 120 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
შესაძლოა, ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account