თურმანიძის მალამო დამწვრობისთვის 30გ
ჩვენება: I, II, III ხარისხის დამწვრობა, მოყინვა, ეპილაციის, პირსინგის და ტატუს შემდგომი დროს კანის მოვლა.
თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის
შემადგენლობა:
მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ვარდის ზეთი, კალციუმის კარბონატი, კალენდულა/გულყვითელა.
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. მალამო აცილებს ასუფთავებს ჭრილობას ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში
- I, II, III ხარისხის დამწვრობა
- მოყინვა
- გამოყელვა
- წითელი ქარი
- სხივური თერაპიით გამოწვეული დამწვრობა (რადიაციული დერმატიტი) პროფილაქტიკა და მკურმალობა
- კანის სახვადასხვა სახის გაღიზიენაბა
- ეპილაციის, პირსინგის და ტატუს შემდგომი დროს კანის მოვლა
გამოყენების წესი და დოზირება:
დამწვარ/დაზიენებულ ზედაპირს ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ პრეპარატით გაჟღენთილ მიტკალს (სასურველია) ან სამფენოვან დოლბანდს, შემდეგ დავაფიქსირებთ ნახვევით, რომლის გამოცვლა რეკომენდებულია 24 სთ-ში ერთხელ. მსუბუქ შემთხვევებში მალამოს შეიზილეთ/წაისვით პირდაპირ კანის ზედაპირზე.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებში. არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი
ვარგისიანობის ვადა; 3 წელი
შენახვის ფორმა:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ტუბის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.
წამლის ფორმა: 30 გ. ალუმინის ტუბი
აფთიაქიდან გაცემის ფორმა: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა ურეცეპტოდ
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account