ფიტოსტიმოლინი - Fitostimoline 15 % 32 გ კრემი
ჩვენება: რეკომენდებულია წყლულებისა და ნაწოლების სამკურნალოდ.
ფიტოსტიმოლინი 15% კრემი
Fitostimoline
შეფუთვის ჩანართი
ფიტოსტიმოლინი® 15% კრემი
Triticum Vulgare-ს წყლიანი ექსტრაქტი
ფარმაცევტული კლასი
შემახორცებელი საშუალება
სამკურნალო ჩვენებები
ფიტოსტიმოლინი® 15% კრემი რეკომენდებულია წყლულებისა და ნაწოლების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
გამოყენებისას სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდით, შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის განვითარება. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნოს სხვა და შესაფერისი თერაპია იქნეს დანიშნული. იგივე შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკრობების შემთხვევაში.
ურთიერთქმედებები
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახლახანს მიიღეთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, ისეთიც კი, რომელსაც არ სჭირდება სამედიცინო დანიშნულება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ურთიერთქმედებები ან შეუთავსებლობები დაფიქსირებული არ ყოფილა.
განსაკუთრებული ინსტრუქციები
ფიტოსტიმოლინი® 15% კრემი შეიცავს ცეტილისა და სტეარილის სპირტს. მას შეუძლია გამოიწვიოს ლაქების გაჩენა კანზე (ანუ კონტაქტური დერმატიტი).
ორსულობა და მეძუძურობა
ფიტოსტიმოლინი® 15% კრემის გამოყენება, დაბრკოლების გარეშე, შესაძლებელია ორსულობის ან მეძუძურობის დროს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
ფიტოსტიმოლინი® 15% კრემის გამოყენება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე.
დოზის მიღების წესი, რეჟიმი და ხანგრძლივობა
მკურნალობა გულისხმობს დღეში სულ მცირე ორჯერ კრემით დამუშავებას. დამუშავება, სიმპტომის ზომის, გავრცელებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, შეიძლება შემცირდეს უბრალო აბსორბირების მასაჟამდე, ან, შემოთავაზებული მიღების წესის მიხედვით, საჭირო გახდეს მთელი ზონის დაფარვა.
გამოყენების წესი:
წაისვით შესაბამის უბანზე საჭირო რაოდენობის კრემი და დააფარეთ სტერილური დოლბანდი, საჭიროების შემთხვევაში, იმავე კრემით გაჟღენთილი, რათა შენარჩუნებული იქნას საფენის სირბილე და სიგლუვე. შემდგომი გადახვევებისას, გარდა კონკრეტული უკუჩვენებებისა, დაზიანებული ადგილის წინასწარი გაწმენდა შესაძლებელია სტერილიზებული წყლით, რადგან კრემი სრულად ჰიდროდისპერსირდება და არ ტოვებს ნარჩენებს.
ჭარბი დოზის მიღება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
ფიტოსტიმოლინის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ფიტოსტიმოლინსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები არ არის მითითებული.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, დაიცავით შეფუთვის ჩანართში არსებული ინსტრუქციები.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდება, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არაა მითითებული წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, ინფორმაცია მიაწოდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი
შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ვრცელდება დაურღვეველ შეფუთვაში წარმოდგენილ და სწორად შენახულ პროდუქტზე.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ პროდუქტი არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
პრეპარატების გაუვნებელყოფა არ შეიძლება გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატები. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შემადგენლობა
100 გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: Triticum vulgare-ს წყლიანი ექსტრაქტი (200მგ/100მლ მშრალი ნარჩენი) 15გ.
დამხმარე კომპონენტები: 2-ფენოქსიეთანოლი; მაკროგოლ 400; მაკროგოლ 1500; მაკროგოლ 3000; მაკროგოლ 4000; თხევადი პარაფინი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა
კრემი.
32გ ტუბი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account