პანტომეკოლი პლიუსი - Pantomekol Plus კრემი 30გ
ჩვენება: დაინფიცირების საშიშროების მქონე მცირე ჭრილობების დამუშავება და მკურნალობა, კანის ინფიცირებული ზედაპირული დაზიანებები; ძუძუს თავების ნახეთქები ძუძუთი კვების პერიოდში.
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
პანტომეკოლი პლუსი, 5,25% + 0,802%, გარეგანი გამოყენების კრემი
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: დექსპანთენოლი + ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი.
1 გ კრემი შეიცავს დექსპანთენოლს - 52,5 მგ, ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის 20% ხსნარს ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატზე გადაანგარიშებით - 8,02 მგ.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია თავში 6.1.
3. წამლის ფორმა
გარეგანი გამოყენების კრემი.
თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის კრემი.
ასევე, იხილეთ: ბეპანთენი - Bepanthen პლუსი კრემი 30გ
4. კლინიკური მონაცემები
4.1. გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი პანტომეკოლი პლუსი გამოიყენება მოზრდილებში და 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დაინფიცირების საშიშროების მქონე მცირე ჭრილობების დამუშავება და მკურნალობა, როგორებიც არის, დაჟეჟილობები, ნაკაწრები, მცირე განაჭრები და ნაფხაჭნები, ნახეთქები, მსუბუქი დამწვრობები; კანის ინფიცირებული ზედაპირული დაზიანებები; ძუძუს თავების ნახეთქები ძუძუთი კვების პერიოდში.
ქრონიკული ჭრილობების, მაგალითად, წვივის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, ასევე პოსტოპერაციული ჭრილობების დროს.
4.2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
დოზირების რეჟიმი
კრემი თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში 1 ან რამდენჯერმე ჩვენებების მიხედვით.
მეძუძურმა დედებმა ძუძუს თავის ინფიცირებულ ზედაპირზე კრემი უნდა წაისვან ბავშვის ჭამის შემდეგ.
ბავშვები
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ინფიცირების ადგილზე უსვამენ თეთრეულის გამოცვლის ან წყლის პროცედურის შემდეგ.
გამოყენების წესი
გარეგანად.
4.3. უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა დექსპანთენოლის, ქლორჰექსიდინის და/ან თავში 6.1 ჩამოთვლილი პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ყურის დაზიანებულ დაფის აპკზე დატანა;
- მძიმე, ღრმა და ძალიან დაბინძურებული ჭრილობების შემთხვევაში (ასეთი დაზიანებები საჭიროებენ ექიმის ჩარევას).
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
არ დაუშვათ თვალებში, ყურბში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრა. პანტომეკოლი ® პლუსი არ უნდა იქნას გამოყენებული კანის გაღიზიანებების სამკურნალოდ, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ინფიცირებისკენ (მაგალითად, მზისგან დამწვრობა).
კანის ერთიდაიგივე მონაკვეთზე ხშირად დატანამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
პრეპარატი განკუთვნილია მცირე ჭრილობების დამუშავებისა და მკურნალობისთვის, მოერიდეთ დიდი რაოდენობით დატანას. დიდი ფართობის, ძალიან დაბინძურებული და ღრმა ჭრილობები, ასევე ნაკბენი და ნაჩხვლეტი ჭრილობები საჭიროებენ ექიმის ჩარევას (ტეტანუსის საშიშროება).
თუ გარკვეული დროის განმავლობაში ჭრილობის ზომები უცვლელად დიდი რჩება, ან ჭრილობა 10-14 დღის განმავლობაში არ ხორცდება, ასეთ შემთვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა. ეს საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ ჭრილობის კიდეები ძალიან გაწითლებულია (ჰიპერემიულია), ჭრილობა შუპდება, ვითარდება ძლიერი ტკივილი ან დაზიანებას ახლავს ცხელება (სეფსისის საშიშროება).
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნივთიერებებთან.
შესაძლო ურთიერთქმედების (ანტაგონიზმი ან ინაქტივაცია) პრევენციისთვის, სხვა ანტისეპტიკურებთან ერთად არ გამოიყენოთ.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პრეპარატი პანტომეკოლი პლუსის გამოყენება ორსულობის დროს ნებადართულია. თუმცა მოერიდეთ კრემის კანის ფართო მონაკვეთებზე გამოყენებას.
ლაქტაცია
პრეპარატი პანტომეკოლი პლუსის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში ნებადართულია. თუმცა მოერიდეთ კრემის კანის ფართო მონაკვეთებზე გამოყენებას. თუ პრეპარატი გამოიყენება ლაქტაციის დროს ძუძუს თავების ნახეთქების დასამუშავებლად, ძუძუთი კვების წინ საჭიროა მისი ჩამობანა.
4.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, მექანიზმებთან მუშაობაზე და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
4.8. არასასურველი რეაქციები
არასასურველი რაექციების შეჯამება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორებიც არის კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაციების შესახებ პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის "სარგებელი-რისკის" შეფარდების უწყვეტი მონიტორინგის მიზნით. მედიცინის მუშაკებისთვის რეკომენდებულია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით.
4.9. ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკები და მადეზინფიცირებელი საშუალებები; ბიგუანიდები და ამიდინები.
ათქ კოდი: D08AC52.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი. კანის უჯრედებში დექსპანთენოლი სწრაფად გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად, რომელიც A კოფერმენტის შემადგენელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაზიანებული კანის საფარის როგორც ფორმირებაში, ასევე შეხორცებაში; ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ახდენს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას. ქლორჰექსიდინი - ანტიმიკრობული პრეპარატი, წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას. ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, მათ შორის Staphylococcus spp., Enterococcus spp., Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Streptococcus spp., ასევე საფუარის მაგვარი სოკოების და დერმატოფიტების მიმართ. აქტივობას ინარჩუნებს სისხლის, ჩირქის, სხვადასხვა სეკრეტისა და ორგანული ნივთიერებების არსებობისას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
კრემი პანტომეკოლი პლუსი ჭრილობის ზედაპირს იცავს ინფექციებისგან, თრგუნავს ინფექციის პროცესის მიმდინარეობას და აჩქარებს შეხორცებას.
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა აღწერილი არ არის.
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
პროპილენგლიკოლი
მაკროგოლის ცეტოსტეარატი
ცეტოსტეარილის სპირტი [ცეტილის სპირტი არა უმეტეს 60%, სტეარილის სპირტი არა ნაკლებ 40%]
თხევადი პარაფინი
ვაზელინი
ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი
კალიუმის დიჰიდროფოსფატი
გასუფთავებული წყალი
6.2. შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
6.3. ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)
2 წელი.
6.4. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
6.5. პირველადი შეფუთვის სახეობა და შიგთავსი
25, 30 ან 50 გ ალუმინის ტუბებში პოლიმერული მასალის სახრახნი ბუშონებით ან პოლიეთილენის ლამინირებულ ტუბებში პოლიმერული მასალის სახრახნი ბუშონებით.
თითოეულ ტუბს ფურცელ-ჩანართთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
6.6. სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები პრეპარატით
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account