თიდაზინი - Tidazin დარჩიას მალამო 40გ

Rating:
100% of 100
განსაკუთრებული ფასი 11,40 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
მარაგშია
SKU
93460_3720

ჩვენება: სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, დამწვრობები - I II ხარისხი, სხივური და ქიმიური დამწვრობები  გაღიზიანებული ბავშვის კანი (გამოყელვა).

თიდაზინი (დარჩიას მალამო)

ადგილობრივი გამოყენების, მცენარეული პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა:

·        გულყვითელას ნაყენი

·        კრაზანას ნაყენი

·        მზესუმზირის ზეთი

·        ფუტკრის ცვილი

·        პროპოლისი

ასევე, იხილეთ: Green Ointment - მწვანე მალამო M 20გ

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

პრეპარატი შეიცავს ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, საპონინებს, მთრთილავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვა.

ახასიათებს ეპითელური ქსოვილის სწრაფი რეგენერაცია და გრანულაციური ქსოვილის განვითარება. გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელს უწყობს შეხორცების პროცესის დაჩქარებას.

დანიშნულება:

1.       დამწვრობები - I II ხარისხი, სხივური და ქიმიური დამწვრობები (მზით დამწვრობა) გაღიზიანებული ბავშვის კანი (გამოყელვა)

2.       სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, ჩირქოვანი პოსტოპერაციული ჭრილობები,  ნაწოლები, ბუასილის კვანძების ანთება, წყლულები, დიაბეტური ანგიოპათიები, მწერების ნაკბენები.

3.       ფურუნკული, კარბუნკული, აბსცესი, მასტიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია,  ნახეთქები ძუძუს თავებზე, ქუსლებზე და ხელებზე.

უკუჩენება:

მომატებული მგრძნობელობა მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის დადგენილი.

გამოყენების მეთოდი და დოზირება :

ორმაგ სტერილურ მარლაზე დავიტანოთ მალამო (1-2მმ სიქეზე), დავაფინოთ დაზიანებულ უბანს და მსუბუქად შევახვიოთ ბინტით. 24 საათის შემდეგ ვხსნით ნახვევს და ვამყოფებთ სახვევისგან თავისუფალ მდგომარეობაში 1-2 სთ. ყოველ ჯერზე ნახვევის შეცვლისას ჭრილობა უნდა გაიწმინდოს ძველი მალამოს ნარჩენებისგან.  ძლიერი დამწვრობების დროს (II-IIIა ხარისხი) მკურნალობის დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ დაზიანებულ უბანს  ვამუშავებთ 2%-იანი ბრილიანტის მწვანეთი. შეხვევამდე 2-3 ჯერ. 

მსუბუქი დამწვობების დროს (მათ შორის გამოყელვა) მალამო მსუბუქად წავუსვათ უშვალოდ დაზიანებულ უბანს და მოვარიდოთ მზის სხივებს.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის,  და ბუასილის დროს მალამო გამოიყენება ტამპონის მეშვეობით. მასტიტის და აბსცესის დროს კომპრესთან ერთად, კვანძის მთლიანობის დარღვევის შემდეგ კომპრესი იცვლება ყოველ 8 საათში.

გამოშვების ფორმა:

30-40 გრ. ალუმინის ან პოლიმერული მასალის ტუბი - ფლაკონი, მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და გრილ ადგილას

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy