ვაზელინი - Vaselin სამედიცინო 20გ

განსაკუთრებული ფასი 2,38 GEL რეგულარული ფასი 2,50 GEL
მარაგშია
SKU
93372_1874

ჩვენება: ხელების კანზე და ტუჩებზე ნახეთქებისა და ნაკაწრების მკურნალობა, ასევე კანის სიმშრალის მკურნალობა, გამოწვეული მასზე ორგანული გამხსნელების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც აზიანებენ ლიპიდების დამცავ ფენას.

სამედიცინო ვაზელინი

Vaselinum medicinalis

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: სამედიცინო ვაზელინი

მოქმედი ნივთიერება:

კომბინირებული პრეპარატი

წამლის ფორმა: მაზი

აღწერილობა:

ერთგვაროვანი, ძაფებად წელვადი მაზისმაგვარი უსუნო მასა, თეთრიდან ყვითელ ფერამდე. შუშის ფირფიტაზე წასმისას უნდა წარმოიქმნას თანაბარი არათხევადი და უბზარი აპკი. გამდნარ მდგომარეობაში უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამჭვირვალე მაფლუორესცირებელი უსუნო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დერმატოპროტექტორი.
იხილეთ ბლოგი: ვაზელინი — როდის შეიძლება ან არ შეიძლება მისი გამოყენება

ათქ კოდი:  D11AX

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვაზელინი - ეს არის მყარი და თხევადი ნახშირწყლების ნარევი, მიღებული ცერეზინის, პარაფინის, გასუფთავებული პეტროლატუმის ან მათი შენარევების ნავთობის გასუფთავებულ ზეთთან ან პეგროლატუმის გასუფთავებული შენარევის პარაფინულ დისტილატთან შედნობით. აკავებს ტენიანობას კანში, არ აძლევს მას აორთქლების საშუალებას, რადგან კანის ზედაპირზე ქმნის ოკლუზიურ (წყალ და ჰაერ გაუმტარ) საფარს. კანის სიმშრალისას ვაზელინი არა მარტო აბრილებს მას, არამედ აღწევს კანის ზედა ფენებში და ახდენს დაკარგული ლიპიდების აღდგენას, რომლებიც თამაშობენ ამ ფენაში სითხის დაკარგვის დამცავი ბარიერის როლს.  

ჩვენება

ხელების კანზე და ტუჩებზე ნახეთქებისა და ნაკაწრების მკურნალობა, ასევე კანის სიმშრალის მკურნალობა, გამოწვეული მასზე ორგანული გამხსნელების ზემოქმედების შედეგად  (აცეტონი, ბენზინი და ა.შ), რომლებიც აზიანებენ ლიპიდების დამცავ ფენას.

გამოიყენება სამედიცინო ინსტრუმენტებზე მათი შეღწევის გასაადვილებლად ორგანიზმის სხვადასხვა ადგილებსა და არხებში.

გამოიყენება ასევე მაზის დასამზადებელ საფუძვლად, რომლებიც გამოიყენება დერმატოლოგიაში, მათ შორის ეკზემისას კანის დასარბილებლად, ფსორიაზისას, ატოპიური დერმატიტისას. შესაძლებელია გამოყენება ტკიპის ნაკბენისას რათა გაიოლდეს მისი კანიდან მოცილება. 

გამოყენების წესი და დოზირება

წაისმევა თხელ ფენად ნახეთქებზე და ნაკაწრებზე, ხელის მტევნების მშრალ კანზე, ოყნის წვერზე ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტზე.

ტკიპის ნაკბენზე აუცილებელია მაშინვე წაისვათ ვაზელინი და ზემოდან დაიწებოთ პლასტირი, უჟანგდაბო მდგომარეობაში ტკიპი კვდება, და მარტივდება მისი ამოღება კანიდან.

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია ინდივიდუალური გადაუტანლობა

უკუჩვენება

ვაზელინი არ გამოიყენება მასაჟის გასაკეთებლად, ვინაიდან ახშობს ფორებს და შესაძლებელია გახდეს ფურუნკულების წარმოშობის მიზეზი. 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

20გ მაზი ტუბებში. 

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეფტოდ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy