ცელესტოდერმი-V - Celestoderm V 0.1% 30გ კრემი გარამიცინით
ჩვენება: კანის დაავადებები, რომლებიც ექვემდებარება ძლიერი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ბაქტერიული სუპერინფექციის არსებობისას, რომელიც გამოწვეულია გენამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად
(CELESTODERM-V® with GARAMYCIN®)
სავაჭრო დასახელება: ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ბეტამეთაზონი და ანტიბიოტიკები
შემადგენლობა:
1 გრამი კრემი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი 1,000მგ ბეტამეტაზონის ვალერატის 1,220მგ სახით და გენტამიცინი 1,000მგ (1000სე) გენტამიცინის სულფატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ვაზელინი თეთრი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ქლოროკრეზოლი, ფოსფორის მჟავა, ფოსფორის მჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
აღწერა. თეთრი ან თითქმის თეთრი, ერთგვაროვანი, რბილი კონსისტენციის კრემი, რომელიც არ შეიცავს უცხო ჩანართებს.
გამოშვების ფორმა. კრემი.
ასევე, იხილეთ: ცელესტოდერმი - Celestoderm V 0.1% მალამო გარამიცინით 30გ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოყენებისთვის. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ათქ კოდი D07С C01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეთაზონი
ბეტამეთაზონის ვალერატი-სინთეზური გლუკოკორტიკოიდი ადგილობრივი გამოყენებისთვის. პრედნიზოლონის წარმოებულ ბეტამეთაზონს ახასიათებს მაღლი გლუკოკორტიკოიდული აქტივობა და მხოლოდ მინიმალური მინერალკორტიკოიდული თვისებები. ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედების გამო ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა ბეტამეთაზონის ვალერატი) განკუთვნილია გლუკოკორტიკოიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ.
ბეტამეთაზონის ვალერატის და სხვადასხვა ცნობილი ადგილობრივი გამოყენების ფტორისშემცველი გლუკოკორტიკოიდების ეფექტურობის ფარმაკოდინამიური შედარებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს მაკენზის სისხლძარღვთა შემავიწროებელი ტესტი. ამ ტესტში ბეტამეთაზონის ვალერატმა გამოავლინა გაფერმკრთალების დონე 360 ფლუცინოლონის აცეტონიდთან შედარებით=100 (გაფერმკრთალების სხვა მაჩვენებლები შედარებისთვის: ჰიდროკორტიზონი > 1; ტრიამცინოლონის აცეტონიდი: 75).
გენტამიცინი
გენტამიცინი-ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. წარმოადგენს სტრუქტურული დახურული ჰომოლოგიური გენტამიცინის С1, С1а და С2-ის ნარევს.
მოქმედების მექანიზმი
გენტამიცინის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ცილების ბიოსინთეზის დარღვევას ტრანსლაციისას რიბოსომულ რნმ-ის ურთიერთქმედების და შემდგომში ამინომჟავების ბმების დარღვევის შედეგად. ეს იწვევს ბაქტერიციდულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთკავშირი
ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებულია ადგილობრივად მიღწეულ მაქსიმალურ კონცენტრაციისა (C-max) და მიკროორგანიზმის მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციის თანაფარდობაზე.
რეზისტენტობის მექანიზმი
გენტამიცინისადმი რეზისტენტობა შეიძლება იყოს შემდეგი მექანიზმების შედეგი:
- ენზიმების ინაქტივაცია: ამინოგლიკოზიდის მოლეკულების ფერმენტული ინაქტივაცია წარმოადგენს რეზისტენტობის ყველაზე ხშირ მექანიზმს. მნიშვნელოვანია აცეტილტრანსფერაზები, ფოსფოტრანსფერაზები ან ნუკლეოტიდილტრანსფერაზები, რომელთა უმრავლესობაც კოდირებულია პლაზმიდებით.
- შეღწევის დასუსტება და აქტიური ეფლუქსი: რეზისტენტობის ეს მექანიზმი ძირითადად ეხება Pseudomonas aeruginosa-ს.
- სამიზნე სტრუქტურის მოდიფიკაცია: მოდიფიკაცია რიბოსომების ფარგლებში-რეზისტენტობის მიზეზია. ხდება მეთილტრანსფერაზების მუტაციის ან ფორმირების დროს.
გენტამიცინს, როგორც წესი, ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებისადმი.
ზღვრული მნიშვნელობები
გენტამიცინი მოწმდება გამრავლების სტანდარტული სერიების გამოყენებით. დადგენილი იყო შემდეგი მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები მგრძნობიარე და რეზისტენტული მიკროორგანიზმებისთვის:
ზღვრული მნიშვნელობები EUCAST
მიკროორგანიზმი | მგრძნობელობა | რეზისტენტობა |
Enterobacteriaceae | ≤ 2 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
Pseudomonas spp. | ≤ 4 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
Acinetobacter spp. | ≤ 4 მგ/ლ | > 4 მგ/ლ |
Staphylococcus spp. | ≤ 1 მგ/ლ | > 1 მგ/ლ |
სახეობებისთვის არასპეციფიური ზღვრული მნიშვნელობები 1 * | ≤ 2 მგ/ლ 1 | > 4 მგ/ლ 1 |
1 ზღვრული მნიშვნელობები შიგნით მისაღები გენტამიცინისთვის დღე-ღამეში 3-4.5მგ/კგ დოზისთვის.
* ძირითადად დაფუძნებულია შრატში ფარმაკოკინეტიკაზე.
ეს მონაცემები ძირითადად დაგუძნებულია სისხლის შრატში მიღწერულ ფარმაკოკინეტიკურ დონეებზე. თუმცა EUCAST ზღვრული მნიშვნელობები არ წარმოადგენს აქტუალურს ადგილობრივი გენტამიცინის პრეპარატებისთვის, რადგან კრემის გამოყენებისას ანტიბიოტიკის ლკალური კონცენტრაცია 25-500-ჯერ მაღალია ვიდრე ზღვრული მნიშვნელობები. რადგან გამოყენებისას ანტიბიოტიკის კონცენტრაცია მაღალია, ნაკლებსავარაუდოა რეზისტენტობის განვითარება კრემის ადგილობრივი გამოყენებისას. მრავალცენტრულ კვლევაში ინ ვიტრო, რომელიც ჩატარდა გენტამიცინისადმი კანის მიკროორგანიზმების რეზისტენტობის განსაზღვრისთვის, მგრძნობიარე იყო S. aureus და S. pyogenes ყველა შემოწმებული შტამი 128მგ/ლ კონცენტრაციიდან. რადგან კრემის გამოყენებისას კონცენტრაცია 100მგ/ლ-მდე აღწევს, არ აღმოჩენილა S. aureus და S. pyogenes ს - ის არავითარი შტამები გენტამიცინის მიმართ რეზისტენტობით.
როგორც წესი, მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Staphylococcus aureus
Staphylococcus saprophyticus
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter pittii
Citrobacter freundii
Enterobacter aerogenes
Enterobacter cloacae
Escherichia coli#
Klebsiella oxytoca
Klebsiella pneumoniae
Proteus vulgaris
Proteus mirabilis
Salmonella enterica (სალმონელოზური ენტერიტი)
Serratia liquefaciens
Serratia marcescens
სახეობები, რომლებშიც შეძენილი რეზისტენტობა შესაძლოა პრობლემად იქცეს მკურნალობის დროს
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Staphylococcus epidermidis
Staphylococcus haemolyticus
Staphylococcus hominis
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter baumannii
Morganella morganii
Pseudomonas aeruginosa
ბუნებრივი რეზისტენტობის მქონე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus saxeobebi §
Streptococcus saxeobebi §
აერობული გრამუარყოფითი მიკროროგანიზმები
Burkholderia cepacia
Legionella pneumophila
Stenotrophomonas maltophilia
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides სახეობები
Clostridium difficile
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydia სახეობები
Chlamydophila სახეობები
Mycoplasma სახეობები
Ureaplasma urealyticum
§ დამტკიცებული კლინიკური ეფექტურობა ენტეროკოკებით და სტრეპტოკოკებით გამოწვეული ენდოკარდიტების მკურნალობისას პენიცილინთან კომბინაციაში თუ არ არსებობს მყარი რეზისტენტობა (ენტეროკოკები).
ფარმაკოკინეტიკა
გენტამიცინის გამოყენება შესაძლებელია პარენტერალურად ან ადგილობრივად, მაგრამ არა შიგნით მიღებისთვის, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პრეპარატის შეწოვა მინიმალურია. ადგილობრივი ანტიბიოტიკები კანში შეღწევის შემდეგ ისევე მტაბოლიზდება როგორც პარენტერალური შეყვანისას.
გენტამიცინის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია 3,5-6,4მგ/ლ მიიღწევა კუნთში 1მგ/კგ დოზის შეყვანიდან 30-60 წუთის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათს შეადგენს პირველი 8-12 საათის განმავლობაში, ამის შემდეგ გენტამიცინი თანდათან გამოთავისუფლდება ღრმა შრეებიდან, ნახევარგამოყოფის პერიოდი 100-150 საათს შეადგენს. გამოიყოფა მხოლოდ თირკმელებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით უცვლელი და ბიოლოგიურად აქტიური ფორმით.
აბსორბციის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის სისტემური ეფექტები. პრეპარატ გენტამიცინის წასმის შემდეგ ინტაქტურ და დაუზიანებელ კანზე კრემიდან აქტიური ნივთიერების აბსორბცია დაახლოებით 2%-ს შეადგენს. დამწვრობების დროს დიდ ფართობზე გამოყენებისას, როდესაც არ არსებობს ან ძლიერად დაზიანებულია რქოვანა შრე, მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი აბსორბცია პრეპარატში ან ჭრილობაში წყლის შემცველობის მიუხედავად.
ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების ფარმაკოლოგიური პროფიული კანში შეღწევის შემდეგ სისტემური მოქმედების პრეპარატების ანალოგიურია.
გლუკოკორტიკოიდები სხვადასხვა სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს, მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით.
ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების სისტემური აბსორბცია მოსალოდნელია მხოლოდ არასასურველი პირობებისას (ხანგრძლივი მკურნალობა, ოკლუზიური ნახვევები).
ემულსიიდან (წყალი-ზეთი) ბეტამეთაზონის ვალერატის კანში აბსორბცია შეფასდა ჯანმრთელ მამაკაცებში კანის ექსპერიმენტული დაზიანებისას. 24 საათის შემდეგ განში ისაზღვრებოდა 200მგ 3H-დანიშნული დოზის 68,1 ± 6,9 %. 72 საათის განმავლობაში შარდთან და განავალთან ერთად გამოიყოფოდა მიღებული დოზის 7,34 ± 2,74 % და 4,80 ± 0,76 %.
მიღების ჩვენება
კანის დაავადებები, რომლებიც ექვემდებარება ძლიერი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ბაქტერიული სუპერინფექციის არსებობისას, რომელიც გამოწვეულია გენამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
დოზირება
კრემის წასმა საჭიროა 2-3 ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისას შესაძლებელია გამოყენების სიხშირის შემცირება.
გამოყენების მეთოდი
კრემის წასმა საჭიროა თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე. გამოყენების მეთოდის ადაპტირება საჭიროა კანის ტიპის და დაავადების სტადიის მიხედვით.
პრეპარატი რეკომენდებულია ძირითადად ცხიმიანი, ნოტიო, ქავილის მქონე კანისთვის, წვის შეგრძნების და კანის სებორეული დაავადებისას, დაავადების მწვავე სტადიაში.
გამოყენების ხანგრძლივობა
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 7-10 დღეს (7 დღე ბავშვებში), რადგან მის შემადგენლობაში შედის გენტამიცინი.
კომბინირებული საშუალების გამოყენების სამედიცინო დადასტურების არ არსებობისას (მაგ. დერმატოზი, რომლის მკურნალობისთვის საჭიროა ძლიერმოქმედი გლუკოკორტიკოიდის გამოყენება ან გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექცია) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ერთკომპონენტიანი თერაპიით ან გლუკოკორტიკოიდით (შესაძლოა, უფრო სუსტი მოქმედების), ან ანტიბიოტიკით.
მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია კრემის დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება.
დამუშავებული კანის ზედაპირის ფართობი არ უნდა შეადგენდს სხეულის ზედაპირის ფართობის 10%-ზე მეტს. თუ პრეპარატი გამოიყენება სახეზე ხანგრძლივობა რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს და არ უნდა აჭარბებდეს ერთ კვირას.
ბავშვებში გამოყენების თავისებურება
დღეში ერთხელ, მინიმალურ შესაძლებელ ფართობზე და რაც შეიძლება მოკლე კურსით.
რეკომენდებული არ არის სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის. 10-15 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ძლიერი კორტიკოსტეროიდები არ უნდა გამოიყენონ სერიოზული ჩვენების არსებობის გარეშე.
გვერდითი მოქმედება
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად; მოიცავდა მომატებულ მგრძნობელობას, გამონაყარს და კანის ფერის ცვლილებას.
შემდეგი ადგილობრივი გვერდითი რეაქციები აღწერილია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების წასმისას, განსაკუთრებით ოკლუზიური ნახვევების გამოყენების დროს: წვა, ქავილი, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, კანის ჰიპოპიგმენტაცია, სტეროიდული აკნე, აკნეს მსგავსი გამონაყარი, კანის მცირე სისხლძარღვების გაფართოება, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერამტიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტის, კანის მაცერაცია, კანის ატროფია, მეორადი ინფექცია, სტრიები და ლაქები, ნაპრალების წარმოქმნა, სიწითლე გამოყენების ადგილას, ტელეანგიექტაზია.
კრემი, როგორც წესი, კარგად აიტანება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გენტამიცინის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობასთან დაკავშირებული კანის გაღიზიანება. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ქლოროკრეზოლი და ცეტოსტეარილის სპირტი. ქლოროკრეზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. იშვიათად აღწერილია ამ ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ამ შემთხვევაში პრეპარტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტების გამოვლინება დიდ ფართობზე/ხანგრძლივად ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას შთანთქმის გამო: ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ტრაქტის უკუქცევითი დათრგუნვა კუშინგის სინდრომის გამოვლინებით (სიმსუქნე, სახის სიმრგვალე, კუზი, ნელი გამოჯანმრთელების სინდრომი, ფსიქიური სიმპტომები და სხვ), ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰიპოკალიემია, ოსტეოპოროზი, ჰიპერთირეოზი, საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების მომატება, პეპტიური წყლული, პარესთეზიები, კატარაქტა (სუბკაფსულარული), თმის უჩვეულო ცვნება, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერმატიტის და კანის გაუფერულება.
გენტამიცინის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გრანულაციის დარღვევა. ამას გარდა გენტამიცინის ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ოტოტოქსიური, ნეფროტოქსიური და ვესტიბულარული დარღვევები, განსაკუთრებით მრავალკერადი გამოყენებისას დიდ ფართობზე. გენტამიცინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანმკლე გაღიზიანება (ერითემა და ქავილი).
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ასევე აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციები, მაგალითად, მხედველობის გაბუნდოვნება.
ბავშვები.
ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეოიდებისადმი, რომლებიც იწვევს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვას და ეგზოგენური გლუკოკორტიკოიდებისადმი. ეს დაკავშირებულია ბავშვებში პრეპარატისუფრო მაღალ აბსობრციასთან ზედაპირის ფართობის და სხეულის მასის დიდი შეფარდების გამო.
ბავშვებში, რომლებიც ადგილობრივ გლუკოკორტიკოსტეროიდებს იღებენ, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ხაზოვანი ზრდის შეფერხება, წონაში მატებაში ჩამორჩენა, მომატებული ქალასშიდა წნევა.
ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვის სიმპტომები ბავშვებში მოიცავს პლაზმაში კორტიკოზილის დაბალ დონეს და პასუხის არ არსებობას აკტჰ-თი სტიმულაციაზე. ქალასშიდა წნევის მომატება ვლინდება ყიფლიბანდის გამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკების ორმხრივი შეშუპებით.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
უკუჩვენება
პრეპარტი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ბეტამეთაზონის ვალეატის, გენტამიცინის სულფატის, ქლოროკრეზოლის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სხვა გლუკოკორტიკოიდების ან ამინოგლოკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ კანის დაავადებების დროს, რომლებიც პირველადად გამოწვეულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.
პრეპარატი უკუნაჩვენებია კანის ტუბერკულოზის და სიფილისის დროს.
უნდა მოერიდონ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას, წასმას კანის დიდ ფართობზე, ლორწოვან გარსებზე და/ან გამოყენებას ოკლუზიური ნახვევების ქვეშ.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ კანის სოკოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.
კრემის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს, რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ბეტამეთაზონ ვალერატი.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა როზაცეა, პერიორალური დერმატიტი, კანის ატროფიული დაავადება და კანის რეაქცია ვაქცინაზე.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ თვალების, ყურის არხის მიდამოში ან ღრმა ჭრილობებში, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამინოგლოკოიზდების სისტემური გამოყენებისას შრატში ტოქსიური დონის შესაძლებლობის გამო, თირკმლის უკმარისობისას.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ რეკომენდებული დოზით.
სიმპტომები: ჭარბად ან ხანგრძლივად გლუკოკორტიკოიდების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-ადრენალური სისტემის დათრგუნვა, რაც გამოიწვევს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციათა მეორად დათრგუნვას და გლუკოკორტიკოიდების დოზის გადაჭარბების მოვლენებს, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
ადგილობრივი გენტამიცინის ჭარბმა ან ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოების ან არამგრძნობიარე ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
მკურნალობა: თუ პაციენტმა შემთხვევით პერორალურად მიიღო პრეპარატი, გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობა ან მას იღებდა ძალიან ხანგრძლივად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
კორტიკოსტეროიდების ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენების მწვავე სიმპტომები, როგორც წესი, შექცევადია.
აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექციას.
ქრონიკული ტოქსიური მოქმედებისას რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათან მოხსნა.
რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა.
თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის გამოყენება, უნდა წაისვას მაშინვე როგორც კი გაახსენდება, შემდგომში მიღება უნდა განაგრძოს ჩვეულებრივი სქემით.
უსაფრთხოების ზომები
ადგილობრივი გამოყენებისას გენტამიცინის სისტემური აბსორბცია შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ მკურნალობა ტარდება კანის ფართე ზდაპირზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ან თუ დარღვეულია კანის საფარის მთლიანობა. ამ შემთხვევაში პოტენციურად შესაძლებელია გვერდითი რეაქციების გამოვლენა, რომლებიც ვითარდება გენტამიცინის სისტემური მიღებისას. ამის გამო რეკომენდებულია მკურნალობის სიფრთხილით ჩატარება, განსაკუთრებით ბავშვებში.
ამინოგლიკოზიდებს შორის აღწერილია ჯვარედინი ალერგენობა.
კრემის შემადგენლობაში შემავალმა ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სხვადასხვა ადგილობრივი რეაქცია (მაგალითად კონტაქტური დერმატიტი).
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოყენებისთვის. უნდა მოერიდონ თვალებში მოხვედრას.
ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, კერძოდ სოკოების ჭარბი ზრდა.
ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილია სისტემური მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოიდების ადგილობრივი გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით ახალშობილებში და ბავშვებში.
კრემის წასმა არ შეიძლება ბუნებრივი ნაოჭების არეში. სახეზე გამოყენება საჭიროა სიფრთხილით.
თუ პრეპარატი გამოიყენება ფსორიაზის სამკურნალოდ, საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი. მნიშვნელოვანია არ დაუშვან რეციდივი ან ადგილობრივი ან სისტემური ტოქსიურობის განვითარება, რაც განპირობებულია კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით.
კრემის გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს დაავადებების კლინიკური სიმპტომები, რაც დამახასიათებელია ყველა გლუკოკორტიკოიდისთვის.
სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალის საშუალებების ჩათვლით) შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან გამოკვლევა მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას და ასევე ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მიღებისას შეიძლება განვითარდეს გლაუკომა (განსაკუთრებით ჭარბად გამოყენების შემდეგ, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას ან თვალების ირგვლივ კანზე წასმის შემდეგ).
ამინოგლიკოზიდის მიერ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გამოწვევის შესაძლებლობის გამო სისტემური მოქმედების შემთხვევაში, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მიასთენიით და კუნთების სისუსტით მიმდინარე სხვა პათოლოგიით დაავადებულ პაციენტებში, პარკინსონის დაავადების დროს ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც იწვევენ ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის ბლოკადას.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არასაკმარისია. ცხოველებში მოქმედი ნივთიერების კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობის არსებობა.
გენტამიცინი გადის პლაცენტურ ბარიერში და გაზომვადი კონცენტრაციით აღწევს ნაყოფის ქსოვილებში და ამნიონურ სითხეში. ცხოველების კვლევებმა გამოალინა რეპროდუქცული ტოქსიურობა.
ბეტამეთაზონი. ცხოველებში გლუკოკორტიკოიდების კლასის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ისეთი ტიპიური ემბრიოტოქსიური და ტერატოგენური ეფექტები, როგორიცაა სასის განვითარების მანკები, ჩონჩხის ანომალიები, საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება და ემბრიონის დაღუპვა. ადამიანებში ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს გლუკოკორტიკოიდების სისტემური გამოყენების შემთხვევაში არსებობს მონაცემები ტუჩის და სასის ნაპრალის მომატებული რისკის შესახებ. ცხოველების კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების სუბტერატოგენური დოზების შეყვანა დაკავშირებულია ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების, გულ-სისხლძარღვთა და/ან მეტაბოლური დაავადებების რისკთან მოზრდილ ასაკში, გლუკოკორტიკოიდების, ნეირომედიატორების მეტაბოლიზმის და ქცევის მყარ ცვლილებებთან.
ამიტომ კრემის: ცელესტოდერმი-V® გარამიცინთან ერთად, გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდების გამოყენების აუცილებლობისას უნდა მიიღონ ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი რადგან ეს ნივთიერებები მეტაბოლიზდება პლაცენტაში ფერმენტ 11-ბეტა-HSD-თი არააქტიურ ფორმად, ამიტომ უფრო უსაფრთხოა ვიდრე სინთეზური გლუკოკორტიკოიდების უმრავლესობა.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები რძეში ბეტამეთაზონის გამოყენების შესახებ. სხვა გლუკოკორტიკოიდები და გენტამიცინი გამოიყოფა რძეში. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ამ კლასის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ მაღალი დოზით, დიდ ფართობზე ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ბავშვი კი არ უნდა კონტაქტობდეს კანის დამუშავებულ უბანთან.
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს
პრეპარატი გავლენას არ ახდენს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატის შემაგენლობაში დამხმარე ნივთიერების-თეთრი თხევადი პარაფინის არსებობის გამო კრემით სასქესო ორგანოების ან ანალური მიდამოს დამუშავებისას შეიძლება აღინიშნოს ლატექსის მდგრადობის დაქვეითება და შესაბამისად შემცირდეს ლატექსისგან დამზადებული პრეზერვატივების უსაფრთხოება.
პოტენციური ურთიერთ ინაქტივაციის გამო კრემი არ უნდა გამოიყენონ სხვა ადგილობრივ დერმატოლოგიურ საშუალებებთან ერთად.
გენტამიცინი შეუთავსებელია ამფოტერიცინ B-სთან, ჰეპარინთან, სულფადიაზინთან და ბეტა-ლაქტამურ საშუალებებთან (მაგალითად, როგორიცაა ცეფალოსპორინები), ანიონურ დამხმარე კომპონენტებთან.
სინათლე, დაჟანგვა და ძლიერი ტუტე ნაერთები იწვევს გლუკოკორტიკოიდების დაშლას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს
25°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
შეფუთვა. 30გ ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account