ტრიდერმი - Triderm 15გ მალამო
ჩვენება: კორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც ბაქტერიებით და/ან სოკოებით გამოწვეული ინფექცია ან უკვე არსებობს ან მოსალოდნელია მისი განვითარება.
ტრიდერმი
(TrIDERM)
სავაჭრო სახელწოდება: ტრიდერმი
მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი, კლოტრიმაზოლი, გენტამიცინი.
შედგენილობა:
1 გ მალამო შეიცავს 0,5 მგ ბეტამეტაზონის ექვივალენტურ ბეტამეტაზონის დიპროპიონატს, 10,0 მგ კლოტრიმაზოლს და 1,0 მგ გენტამიცინის ექვივალენტურ გენტამიცინის სულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი ვაზელინი.
გამოშვების ფორმა
მალამო
აღწერა
რბილი კონსისტენციის, თეთრიდან ღია ყვითლამდე ფერის ერთგვაროვანი მალამო, უცხო ჩანართების გარეშე.
კრემის ფორმით ტრიდერმი იხილეთ აქ:Triderm - ტრიდერმი 15გ. კრემი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოყენებისათვის. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები კომბინაციაში სხვა საშუალებებთან.
ათქ კოდი: D07XC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი: ტრიდერმი აერთიანებს შემდეგ მოქმედების მექანიზმებს:
ბეტამეტაზონის დიპროპიონატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, გენტამიცინის ანტიბაქტერიული მოქმედება და კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოდინამიკა
ბეტამეტაზონი დიპროპიონატის ფორმით წარმოადგენს ძლიერ მოქმედ კორტიკოსტეროიდს (მოქმედების კლასი III) ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებით.
გენტამიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს ანტიბაქტერიული მოქმედებით. მისი მოქმედება განპირობებულია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დათრგუნვით. გენტამიცინი მოქმედებს მრავალ აერობულ გრამდადებით და ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაზე. In ვიტრო გენტამიცინი 1-8 მკგ/მლ კონცენტრაციით თრგუნავს Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი), Haemophilus influenzae (ჰემოფილური ჩხირები), Moraxella lacunata (მორაქს-აქსენფელდის ჩხირები), Neisseria (ნეისერია), ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი პროტეუსის, Pseudomonas (ფსევდომონატები) (მათ შორის Pseudomonas aeruginosa უმრავლესი შრატები) (ლურჯ-მწვანე ჩხირი), Staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი), Staphylococcus epidermidis (ეპიდერმული სტაფილოკოკი) და Serratia (სერაცია) მგრძნობიარე შტამების უმრავლესობას. სხვადასხვა სახეობები და ერთი და იგივე სახეობების სხვადასხვა შტამები შეიძლება ავლენდეს მგრძნობელობაში განსხვავებას In vitro პირობებში. ამას გარდა, In vitro ყოველთვის არ შესაბამება In vivo მგრძნობელობას. გენტამიცინი ეფექტური არ არის ანაერობული ბაქტერიების უმრავლესობის, სოკოების და ვირუსების მიმართ. გენტამიცინი ახდენს მხოლოდ მინიმალურ ზემოქმედებას სტრეპტოკოკებზე. გენტამიცინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება განვითარდებს როგორც გრამუარყოფით, ისე გრამდადებით ბაქტერიებში.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს სინთეზურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას-იმიდაზოლის წარმოებულს. მოქმედების მექანიზმი მოიცავს სოკოების რიგს, რომლებიც პათოგენურია ადამიანის და ცხოველებისთვის.
კლოტრიმაზოლი ეფექტურია დერმატოფიტების, საფუარის და ობის სოკოების წინააღმდეგ. In vitro ანალიზის დროს კლოტრიმაზოლი ეფექტური აღმოჩნდა Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis da Candida-ს ჯგუფის სოკოების, მათ შორის Candida albicans მიმართ. ამ დროისათვის არსებული ცოდნის შესაბამისად კლოტრიმაზოლის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი იხსნება ერგოსტეროლის სინთეზის დათრგუნვით. ერგოსტეროლი წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატ ტრიდერმის ფარმაკოკინეტიკის მონაცემები არ არსებობს.
ბეტამეტაზონი
ნორმალურ პირობებში ადგილობრივი გამოყენებისას სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ხვდება ბეტამეტაზონის მხოლოდ ნაწილი. შეღწევის და შეწოვის წილი დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის მდგომარეობაზე, სამკურნალწამლო ფორმაზე, ასაკზე და გამოყენების მეთოდზე.
გენტამიცინი.
დაუზიანებელ კანზე გენტამიცინის წასმისას შეწოვა ნაკლებმოსალოდნელია, კერატინის გარსის დაზიანების, ანთების, ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენების ან კანის დიდ ფართობზე წასმისას მოსალოდნელია კანიდან შეწოვის ზრდა.
კლოტრიმაზოლი
წასმული კლოტრიმაზოლის დიდი ნაწილი რჩება რქოვანა გარსში, სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვა უმნიშვნელოა. 1%-იანი რადიაქტიური კლოტრიმაზოლის წასმიდან 6 საათის შემდეგ ჯანმრთელ და მწვავე ანთებით კანზე შესაძლებელი იყო შემდეგი კონცენტრაციების განსაზღვრა: რქოვანა შრე - 100 მკგ/სმ3, რეტიკულარული შრე - 0,5-1 მკგ/სმ3, კანქვეშა უჯრედისი - 0,1 მკგ/სმ3.
გამოყენების ჩვენებები
ტრიდერმი ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდებით თერაპიისადმი მგრძნობიარე დერმატოზების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც ბაქტერიებით და/ან სოკოებით გამოწვეული ინფექცია ან უკვე არსებობს ან მოსალოდნელია მისი განვითარება.
უკუჩვენება
კანის ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული [მათ შორის ტუბერკულოზი] აგრეთვე სოკოვანი წარმოშობის), რეაქცია ვაქცინაზე, კანის წყლულები და აკნე წარმოადგენს უკუჩვენებას ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისთვის. როზაცეას ან პერიორალური დერმატიტის არსებობისას, სახეზე მალამოს წასმას უნდა მოერიდონ.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ (ჯვარედინი ალერგია გენტამიცინთან) ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ (ჯვარედინი ალერგია კლოტრიმაზოლთან).
ტრიდერმი განკუთვნილი არ არის ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოსაყენებლად.
ტრიდერმის წასმა დაუშვებელია ლორწოვან გარსებზე, თვალების ირგვლივ ან თვალის ახლო კანზე.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზარდები და მოზრდილები
დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) მალამოს თხელი ფენა უნდა წაისვან კანის დაზიანებულ უბანზე, მსუბუქი შეზელვით, უნდა მოიცვან როგორც დაზიანებული, აგრეთვე მის ირგვლივ ჯანმრთელი კანის ზედაპირი.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც კლინიკური შემოწმების, აგრეთვე მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებზე, აგრეთვე მკურნალობაზე პასუხზე.
ტერფის მიკოზების დროს შეიძლება განიხილონ უფრო ხანგრძლივი მკურნალობის საკითხი (2-4 კვირა).
2-12 წლის ბავშვები.
მცირე რაოდენობის წასმა საჭიროა მხოლოდ კანის დაზიანებულ უბანზე, ფრთხილი შეზელვით. გამოყენება უნდა მოხდეს დღეში არაუმეტეს ორჯერ, მალამოს წასმას შორის შესვენება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6-12 საათს. მალამოს წასმა სახეზე, კისერზე, თავის კანზე, გენიტალიების მიდამოში, რექტალურ მიდამოში და კანის გაღიზიანებულ უბნებზე უნდა მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.
იხილეთ პარაგრაფები “უსაფრთხოების ზომები” და “გამოყენება ბავშვთა ასაკის პაციენტებში”.
გვერდითი რეაქციები
მკურნალობის დასაწყისში
კანი
იშვიათი: გაღიზიანება, წვა, კანის ქავილი, სიმშრალე, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტზე და კანის ფერის ცვლილება.
ფართო ზედაპირზე, ოკლუზიური ნახვევების ქვეშ და/ან უფრო ხანგრძლივი გამოყენება
ფართო ზედაპირზე, ოკლუზიური ნახვევების ქვეშ და/ან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კანის ადგილობრივი ცვლილებები. მალამოს ფართო ზედაპირზე წასმისას არსებობს სისტემური ზემოქმედების შესაძლებლობა (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება).
უნდა გაითვალისწინონ, რომ ინფექციებისადმი ადგილობრივი დაქვეითებული წინააღმდეგობის გამო არსებობს მეორადი ინფექციების აღმოცენების მომატებული რისკი.
კანი
კანის ადგილობრივი ცვლილებები, როგორიცაა ატროფია (განსაკუთრებით სახეზე), ტელეანგიექტაზია, სტრიები, კანის ზოლისებრი ატროფია, კანის ჰემორაგია, პურპურა, სტეროიდული აკნე, როზაცეას მსგავსი ან პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, აგრეთვე კანის ფერის ცვლილება. უცნობია შექცევადია თუ არა კანის ფერის ცვლილებები.
ზოგჯერ: კონტაქტური მომატებული მგრძნობელობა გენტამიცინის მიმართ.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ფოტომგრძნობელობა, რომელიც გენტამიცინის განმეორებითი წასმისას ულტრაიისფერი გამოსხივების შემდგომი მოქმედებით არ განახლებულა.
ენდოკრინული სისტემა
ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა, ჰიპერკორტიციზმი შეშუპებით.
ნივთიერებათა ცვლა
შაქრიანი დიაბეტი (ადრე ფარული ფორმის გამოვლენა).
ყური, შიდა ყური/თირკმელები
მკურნალობის დროს მალამოს ფართო ზედაპირზე წასმისას ან კანის დაზიანებულ ადგილზე გამოყენებისას სისტემური ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ერთდროულად გამოყენებისას მოსალოდნელია კუმულაციური ოტოტოქსიკური/ნეფროტოქსიკური ეფექტი.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ოსტეოპოროზი, ზრდის შენელება (ბავშვებში).
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ასევე აღწერილია სისტემური გვერდითი რეაქციები, მაგალითად, მხედველობის დაბინდვა.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, აგრეთვე ისეთი რეაქციების განვითარებისას, რომლებიც გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული არ არის, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ გაგივითარდათ არასასურველი რეაქციები, გაირეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის თანამშრომელთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთ რეაქციებზე, რომლებიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ადგილობრივი გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი ან გადაჭარბებული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზარულ-ადრენალური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებით და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების, მათ შორის კუშინგის სინდრომის გამოვლენით. არ ივარაუდება, რომ გენტამიცინის დოზის ერთჯერადი გადაჭარბება გამოიწვევს რაიმე სიმპტომების განვითარებას.
კლოტრიმაზოლის გამოყენება ოკლუზიური ნახვევის ქვეშ 6 საათის განმავლობაში არ იწვევდა დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარებას.
გენტამიცინის გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა.
მკურნალობა. ინიშნება შესაბამისი სიმპტომური თერაპია. მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. აუცილებლობისას ატარებენ ელექტროლიტური ბალანსის კორექციას. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათან მოხსნა. რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატ ტრიდერმით მკურნალობის შეწყვეტა და აუცილებელი თერაპიის დანიშვნა.
უსაფრთხოების ზომები
გაღიზიანების ან სენსიბილიზაციის განვითარებისას ტრიდერმის გამოყენების შემდეგ მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ადგილობრივი აქტიური ნივთიერებების შეწოვა შეიძლება გაძლიერდეს თუ ტრიდერმის წასმა ხდება დიდ ზედაპირზე, კერძოდ ხანგრძლივი გამოყენებისას ან დაზიანებულ კანზე წასმისას. ამ შემთხვევებში შესაძლებელია არასასურველი ეფექტების განვითარება ისეთი სახით, როგორც აქტიური ნივთიერებების სისტემური გამოყენების შემდეგ. ბავშვებში გამოყენებისას ამ შემთხვევაში რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. სისტემური ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ერთდროული მიღებისას კანიდან შეწოვის მომატების დროს მოსალოდნელია კუმულაციური ტოქსიკური ზემოქმედება (ოტოტოქსიკურობა, ნეფროტოქსიკურობა).
უნდა გაითვალისწინონ შესაძლო ჯვარედინი ალერგიის გამოვლენა სხვა ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებზე. ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობისას შეიძლება განვითარდნენ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები. ამ შემთხვევაში ან სუპერინფექციის განვითარებისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ძლიერი ან ძალიან ძლიერმოქმედი კორტიკოსტეროიდის მაღალდოზირებული, ფართო წასმა ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეგულარული დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით ენდოგენური კორტიკოსტეროიდების გამომუშავების დათრგუნვის და შესაძლო მეტაბოლური მოქმედების გათვალისწინებით. უნდა მოერიდონ ღია ჭრილობებზე და კანის დაზიანებულ უბნებზე გამოყენებას. უწყვეტი გამოყენების ვადა შესაძლებლობის მიხედვით არ უნდა აჭარბებდეს 2-3 კვირას.
სახეზე და გენიტალიებზე ძალიან ძლიერი, ძლიერი ან ზომიერი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით და არაუმეტეს 1 კვირის განმავლობაში. თვალის ახლოს პრინციპში გამოიყენება მხოლოდ სუსტი მოქმედების კორტიკოსტეროიდები (გლაუკომა).
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შენიღბოს პრეპარატის ინგრედიენტებზე კანის ალერგიული რეაქციების სიმპტომები.
პაციენტს უნდა მიეცეს მითითება, რომ პრეპარატი გამოიყენოს მხოლოდ მისი კანის მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ და არ გადასცეს იგი სხვა პირებს.
სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას (ინტრანაზალური, საინჰალაციო და თვალის საშუალებების ჩათვლით) შეიძლება განვითარდეს მხედველობის დარღვევები. თუ ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის მხრივ სხვა დარღვევები, პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგთან გამოკვლევა მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების შეფასებისთვის, რომლებიც მოიცავს კატარაქტას, გლაუკომას და ასევე ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, რაც აღწერილია სისტემური და ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
გამოყენება ბავშვთა ასაკის პაციენტებში
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვთა ასაკის პაციენტებში შესაძლებელია მოზრდილებზე მეტი მგრძნობელობის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის რგოლის და ეგზოგენური კორტიკოსტეროიდების აქტივობის დათრგუნვა, რომლებიც გამოწვეულია ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით, რადგან სხეულის მასისადმი კანის ზედაპირის ფართობის უფრო დიდი შეფარდების გამო შეწოვა უფრო ინტენსიურია. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვაზე, კუშინგის სინდრომზე, ხაზოვანი ზრდის შენელებაზე, წონაში მატების შენელებაზე და ქალასშიდა წნევის მომატებაზე შეტყობინებები იყო ბავშვებში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის სიმპტომებს სხვა დანარჩენის გარდა წარმოადგენს პლაზმაში კორტიზოლის დაბალი დონე და რეაქციის არ არსებობა ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით (აკტჰ) სტიმულაციის შემდეგ. ქალასშიდა წნევის მომატების სიმპტომებს, სხვა დანარჩენის გარდა, წარმოადგენს ყიფლიბანდის გამობერვა, თავის ტკივილი და მხედველობის ნერვის ორმხრივი შეშუპება.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ცხოველებზე ცდის დროს კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ გამოიწვია ტერატოგენური მოქმედება. ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები არ არსებობს. ამინოგლიკოზიდები გადის პლაცენტურ ბარიერს და შეიძლება ზიანი მოუტანოს ნაყოფს, თუ მათ გამოიყენებენ ორსული ქალები. აღინიშნა სრული შეუქცევადი ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ ამინოგლიკოზიდებს, მათ შორის გენტამიცინს. ორსულებში გენტამიცინის გამოყენების საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველების კვლევების შედეგებმა არ გამოავლინა ნაყოფის რისკები.
ტრიდერმი უნდა გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა არსებობს ამის აბსოლუტური აუცილებლობა.
ტრიდერმი არ უნდა გამოიყენონ კანის დიდ ზედაპირზე, დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
გენტამიცინის, კლოტრიმაზოლის და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების რძეში გამოყოფის მონაცემები არ არსებობს, მაგრამ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი კორტიკოსტეროიდები რძეშიც აღწევს.
სარძევე ჯირკვლებზე ტრიდერმის წასმისას ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია.
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს. როგორც წესი, პრეპარატი გავლენას არ ახდენს რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატის შემადგენლობაში თეთრი რბილი პარაფინის და თხევადი პარაფინის შემცველობა შეიძლება იწვევდეს პრეზერვატივის გამძლეობის შემცირებას ლატექსის გარღვევის გამო, შესაბამისად ირღვევა მათი საიმედოობა.
ამის გათვალისწინება საჭიროა მალამოს გამოყენებისას გენიტალურ ან ანალურ მიდამოში.
ადგილობრივი გამოყენებისას კლოტრიმაზოლი შეიძლება ახდენდეს ანტაგონისტურ მოქმედებას ამფოტერიცინის ან სხვა პოლიენური ანტიბიოტიკებისადმი.
ვარგისობის ვადა. 3 წელი. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეფუთვა. 15 გ ალუმინის ტუბში. ერთი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account