Tyrosur - თიროსური ფხვნილი 20გ
ჩვენება:ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი.
გამოყენების ინსტრუქცია
თიროსური®
(Tyrosur®)
სავაჭრო დასახელება: თიროსური
მოქმედი ნივთიერება (არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება): თიროტრიცინი
წამლის ფორმა: ადგილობრივი გამოყენების ფხვნილი
შემადგენლობა:
ფხვნილის 1 გ შეიცავს:
აქტიურ სუბსტანციას - 1 მგ თიროტრიცინს
დამხმარე ნივთიერებებს – ლაქტოზას მონოჰიდრატს, მაკროგოლ 6000-ს, უწყლო კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს.
აღწერილობა: თეთრი, ფხვიერი ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თიროტრიცინი სხვადასხვა ანტიბაქტერიული აქტივობის მქონე ციკლური და ხაზოვანი პოლიპეპტიდების ნაერთია და ანაერობული სპორისშემქნელების Bacillus brevis ენდოტოქსინია. ეს ნაერთი შეიცავს 70-80%-მდე ტიროციდინებს (ძირითადი ციკლური დეკანოპეპტიდები) და 20-30%-მდე გრამიციდინებს (ნეიტრალური ხაზოვანი პენტადეკაპეპტიდები).
ძირითადად აქტიურია გრამდადებითი ბაქტერიების Staphylococcus aureus (მეთილ-რეზისტენტული და მგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Staph.aureus MSSA, Staph. aureus MRSA,Staph. Haemolyticus, Strep. Pyogenes,Strep. Viridans, Enterococcus faecalis, Diplococcus pneumoniae, Corynebact.spp, Neisseria meningitides da …Neisseria gonorrhoeae-ს ზოგიერთი შტამის, ტრიქომონადის და აგრეთვე ზოგი გრამუარყოფითი ბაქტერიების და სოკოს ზოგიერთი სახეობის, ჩანდიდა-ს ჩათვლით, მიმართ.
თიროტრიცინი
ავლენს დოზაზე დამოკიდებულ ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიციდულ მოქმედებას ისეთ მიკროორგანიზმებზე როგორიცაა Clostridium..
თიროტრიცინის მოქმედება ხორციელდება ბაქტერიული უჯრედებიდან ისეთი ნივთიერებების გამოყოფის, როგორცაა აზოტი და ფოსფატები, მეშვეოობით.
კათიონური დეტერგენტების მსგავსად თიროტრიცინი ანადგურებს ბაქტერიული უჯრედების მემბრანებს. ტიროთრიცინის ბაქტერიციდული ეფექტი განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედელზე პირდაპირი ზემოქმედებით, რომელიც თრგუნავს უჯრედების ზრდას და გაყოფას.
ამის გარდა, გრამიციდინები ბაქტერიის უჯრედის მემბრანაში ქმნიან კატიონურ არხებს, შედეგად ისინი კარგავენ კალიუმს და საბოლოოდ იცვლება იონების კონცენტრაცია და ხორციელდება ციტოლიზი. ესეთი კომპონენტი, როგორიცაა გრამიციდინი შემდგომში არღვევს ფოსფორილირების პროცესებს უჯრედოვანი სუნთქვის ჯაჭვში.
სისტემური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, თიროტრიცინის განსაკუთრებული მექანიზმის გამო, არ წარმოიქმნება ჯვარედინი რეზისტენტობა.
ჭრილობის ფსკერის გასუფთავების მეშვეობით პრეპარატი აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და აგრეთვე ასტიმულირებს გრანულირების და ეპიტელიზაციის პროცესების.
გამოყენების ჩვენებები
ზედაპირული ჭრილობები ექსუდატის უმნიშვნელო გამონადენით და თიროტრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობისას.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატს გამოიყენებენ მხოლოდ ექიმის მიერ დედისთვის სარგებელის/ბავშვისთვის რისკის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.
მიღების წესი და დოზები
კანის დაზიანებულ უბნებზე მოაყარეთ ფხვნილის თხელი ფენა 1-2-ჯერ დღეში, აუცილებლობისას შეიხვიეთ.
მკურნალობის ხანგრძლიობას ადგენენ ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენებები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა.
ჭარბი დოზირება
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება
ცნობილი არ არის.
სპეციალური მითითებები
საჭიროებისას შესაძლებელიია თიროსურის ფხვნილის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.
გამოშვების ფორმა
5 გ ან 20 გ ფხვნილი პოლიმერულ ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული თარიღის ამოწურვის შემდეგ.
აფიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account