გიოქსიზონი - Gioksizon მალამო 10გ

განსაკუთრებული ფასი 9,69 GEL რეგულარული ფასი 10,20 GEL
მარაგშია
SKU
93371_1874

ჩვენება: ახალშობილების დერმატიტი, ინფიცირებული საფენისმიერი დერმატიტი, ფურუნკულოზი, იმპეტიგო, წითელი ქარი, ინფიცირებული ეგზემები და ჭრილობები, მწერების ნაკბენები, გარეთა სასმენი მილის ალერგიული და ჩირქოვანი დაავადებები.

გიოქსიზონი

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გიოქსიზონი

მოქმედი ნივთიერება (სად ): ჰიდროკორტიზონი, ოქსიტეტრაციკლინი

წამლის ფორმა: მალამო

შემადგენლობა:

100 გ მალამო შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ჰიდროკორტიზონის აცეტატი - 1გ, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი - 3გ.

დამხმარე ნივთიერებები: ნიპაგინი, ვაზელინის ზეთი, სამედიცინო ვაზელინი.

აღწერილობა:ყვითელი ფერის მალამო

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ათქ კოდი: D07CA01

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატია, რომელიც კომპონენტების ჯამური მოქმედების შედეგად თრგუნავს კანის ანთებითი რეაქციების განვითარებას, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის ანთებითი რეაქციების, რომლებიც გართულებულია ბაქტერიული ინფექციით.

ოქსიტეტრაციკლინი – ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკია, ახდენს ბაქტერიოსტატურ მოქმედებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, Rickettsia spp., Treponema spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp.

ჰიდროკორტიზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდია, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუადატურ და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტებს. აფერხებს ფაგოციტოზს, ამცირებს პროსტაგლადინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს A2 ფოსპოლიპაზის აქტიურობის დათრგუნვის და უჯრედის გარსის ფოსფოლიპიდებიდან არაქიდონის მჟავის გამოთავისუფლების შემცირების გზით. თრგუნავს ინტერლეიკინების და სხვა ციტოკინების გათავისუფლებას, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესს, აფერხებს ჰისტამინის გათავისუფლებას და ადგილოვრივი ალერგიული რეაქციების წარმოშობას. აქვეითებს ცილების სინთეზს და კანში კოლაგენის დაგროვებას, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას, ასუსტებს პროლიფერაციულ პროცესებს.

გამოყენების ჩვენებები

ახალშობილების დერმატიტი (ბუშტუკოვანი და ექსფოლიაციური), ინფიცირებული საფენისმიერი დერმატიტი, ფოლიკულიტები, ფურუნკულოზი, კარბუნკული, იმპეტიგო, წითელი ქარი, ინფიცირებული ეგზემები და ჭრილობები, ეროზიები, ახალშობილის ჭინჭრის ციება, მარტივი და ალერგიული დერმატიტი, სებორეა, "მზის" ერითემატოზული გამონაყარი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, მწერების ნაკბენები, გარეთა სასმენი მილის ალერგიული და ჩირქოვანი დაავადებები, წვივის ვარიკოზული წყლულები, დამწვრობები, მოყინვები.

იხილეთ ბლოგი: რა არის იმპეტიგო — რა უნდა ვიცოდეთ კანის ინფექციური დაავადების შესახებ

გამოყენების წესი და დოზირება

ადგილობრივად, გარეგანად.

მალამო დაიტანება 0,5-1 გ რაოდენობით თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-3-ჯერ დღეში, ან სტერილური მარლის სახვევის ქვეშ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შესაძლებელია – ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან წასმისას დიდ ზედაპირებზე – გლუკოკორტიკოსტეროიდების (გკს) სისტემური გვერდითი ეფექტები. სახის კანზე გამოყენებისას – შესაძლებელია ტელეანგიექტაზიები, კანქვეშა ქსოვილის ატროფია პირის არეში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულოზი, კანის სიმსივნეები, კიბოს წინა მდგომარეობები, მიკოზი, კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ჩუტყვავილა), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (დაზიანების ფართო კერებზე გამოყენებისას).

წამალთაშორისი ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებების ან შეუთავსებლობის შემთხვევები აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

გკს-ით მკურნალობის დროს არ უნდა ჩაატარდეს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და არ უნდა დაიგეგმოს სხვა სახის იმუნიზაცია (გკს-ის იმუნოდეპრესულ ეფექტთან დაკავშირებით).

ბავშვებში საჭიროა თავის არიდება პრეპარატის ფართო ზედაპირებზე და ოკლუზიური სახვევების ქვეშ დატანისგან.

სახის კანზე პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს მოკლეხნიანი მაღალი შეწოვისა და გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გამო.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

გერეგანი გამოყენების მალამო, 10 გ ტუბებში.ყოველი ტუბი სამდიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy